planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/veterani-aviatorebi.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. ათამდე ვეტერანმა ავიატორმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობის აქცია დაიწყო. ისინი ქვეყნის პირველ პირს ორი მოთხოვნით მიმართავენ : ყოფილი ავიატორების შესახებ სახელმწიფომ საპენსიო კანონი მიიღოს და ხელისუფლებამ დაფაროს წლების განმავლობაში დაგროვილი გაუცემელი კომპენსაციები, რომელთა გადახდაც უზენაესმა სასამართლომ სწორედ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დააკისრა. <span style="font-size: 10pt;" />„ჩვენ პენსიას არ ვიღებთ. ვიღებთ 108 ლარიდან 135 ლარამდე კომპენსაციას, რომელიც წამალშიც კი არ გვყოფნის. ვითხოვთ, მიიღონ ყოფილი ავიატორების მიმართ საპენსიო კანონი, რათა პენსიის სახით დამატებითი შემოსავალი გაგვიჩნდეს. ჩვენ მათხოვრები არ ვართ და მიხეილ სააკაშვილს კი არ ვთხოვთ, არამედ მისგან მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა მფრინავმა, ხომალდის მეთაურმა იბრაგიმ ვარლიანმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts