planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/atinati-radio-logo.jpgზუგდიდი, 26 იანვარი, საქინფორმი. რადიო „ათინათმა“ FM-სიხშირეზე მაუწყებლობა ნაწილობრივ შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით. ამის მიზეზად რადიოს მთავარი პროდიუსერი გურამ როგავა ანძის გაძარცვას ასახელებს. <span style="font-size: 10pt;" />როგავას ინფორმაციით, წუხელ ურთას მთაზე რადიო „ათინათის“ ანძა გაძარცვეს. მოპარულია კაბელები, რამაც რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტა გამოიწვია. ინციდენტი 25 იანვარს, 20:30 საათისთვის, მოხდა. მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს. დეტალებს გამოძიება დაადგენს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts