planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59793.jpgევროსაბჭოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. თავის გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძე საქართველოსა და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ორმხრივ თემას შეეხო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ევროსაბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ილაპარაკა. "1999 წელს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ხდებოდა, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლორდ რასელ ჯოინსტონმა საქართველოს დელეგაციას ასეთი სიტყვებით მიმართა: "საქართველოვ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება შენს ოჯახში". ამავე სულისკვეთების პასუხად, მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ თქვა სიტყვები, რომლებიც ყველა ქართველს ახსოვს და ემახსოვრება: "ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ვართ ევროპელები." "ეს სულისკვეთება ნათლად იყო გამოხატული 2008 წელს, როდესაც ასამბლეა ქართველი ხალხის გვერდით დადგა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად. თქვენ დაუყოვნებლივ იმოქმედეთ და დროულად განაცხადეთ, რომ კონფლიქტი არ უნდა იყოს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის. "დღეს საქართველო კვლავ დგას იმ საგარეო პრობლემების წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ფუნდამენტურ ღირებულებას – ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლინობას, არამედ ევროსაბჭოს ძირეულ ღირებულებებს. "რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა და სხვა ეთნიკური ჯგუფების შევიწროება ააშკარავებს, რომ მიზნები, რომლებიც ევროსაბჭოს დამფუძნებლებმა ჩამოაყალიბეს, მიღწეული არ არის. "იგივე ეხება რუსეთის შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის შედეგებსაც. ამ ასამბლეამ ზედმიწევნით შეაფასა ვითარება თავის რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის საქმეს ეხებოდა და მიიღო კონკრეტული ზომები კონფლიქტის მონაწილე ორივე სახელმწიფოს მიერ შესასრულებლად. თუმცა ნაბიჯების უბრალო იდენტიფიცირება მათი შემდგომი შესრულების გარეშე, საკმარისი ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, ვიდრე ეს საკითხი რჩება ასამბლეის პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მან დაიწყოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება," - განაცხადა ვაშაძემ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატებმა დარბაზში კითხვები დაუსვეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts