planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59794.jpgსამხედრო განათლება, წვრთნა, ურთიერთობა ნატოსთან და ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია იყო ის მთავარი თემები, რომლებიც უცხოელმა დიპლომატებმა თავდაცვის მინისტრთან განიხილეს. სამინისტროში ორგანიზებულ შეხვედრას ელჩები, სამხედრო ატაშეები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბაჩო ახალაიამ გასული წლის შედეგები შეაჯამა და თავდაცვის სამინისტროს წლევანდელ გეგმებზეც ილაპარაკა. "გვაქვს მეტ-ნაკლებად სერიოზული პროგრესი იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია. ამაში, რა თქმა უნდა, სერიოზული წვლილი აქვს იმ დახმარებასა და კონსულტაციებს, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ნატოელი მეგობრებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ვართ ერთსულოვანი იმაში, რომ მივდივართ სწორი გზით, სწორად ვვითარდებით და ვფიქრობ, წლევანდელი წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე წინა წლები," - განაცხადა ახალაიამ. "ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებს შეეხებოდა. ეს პრიორიტეტები ითვალისწინებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და, ამავდროულად, უფრო თანამედროვე თავდაცვის ისტებლიშმენტის ჩამოყალიბებას, რომელიც სათანადოდ განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ პოტენციურ საფრთხეებს და უზრუნველყოფს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სათანადო მომზადებას," - განაცხადა ჯონ ბასმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts