planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59797.jpgთბილისის პროკურატურა ახალ შენობაში გადადის. აღმაშენებლის ხეივანში თანამედროვე, შუშებიანი ნაგებობა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ცერემონიას იუსტიციის მინისტრი, დედაქალაქის მერი და სხვა ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ. ახალი ნაგებობის მშენებლობა სულ 8 თვეში დასრულდა. 5-სართულიანი კომპლექსი მთლიანად ქართველი არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული და ის უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. "ყველას ახსოვს, რომ რვა წლის წინ იუსტიციის სისტემა საქართველოში იყო კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო და რიგით მოქალაქეს სჭირდებოდა ყველგან ქრთამის გადახდა ნებისმიერ საბუთში... დღეს ყველაფერი შეიცვალა. დღეს ეს არის სისტემა, რომელში გატარებული რეფორმებითაც ყველანი ვამაყობთ. ამ რეფორმების გასაცნობად ჩამოდის ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ალბათ, სიმბოლურია, რომ ამ ახალ, თანამედროვე, გამჭვირვალე სისტემას შეესაბამება სწორედ ასეთი ახალი, თანამედროვე, გამჭვირვალე, 21-ე საუკუნის სტანდარტის შენობა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts