Jump to content
Planeta.Ge

ერორი- მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/01_12/59800.jpgრუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს თბილისთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.

 

ეს განცხადება დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ის აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნასაც შეეხო და მაიკლ მაკფოლის შეახსენა, რომ რუსეთი თავისებური სპეციფიკის მქონე ქვეყანაა და დიპლომატმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

 

ჟურნალისტებმა მედვედევს შეკითხვა ქვეყანაში რევოლუციის ალბათობაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ შესაბამის წინაპირობას ვერ ხედავს და რუსეთმა რევოლუციების ლიმიტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ამოწურა.

 

პრეზიდენტის თქმით, დეკემბერში ჩატარებული არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე იყო და ის თვალს ადევნებს იმ დარღვევების გამოძიებას, რაზეც საჩივრები ცესკოში შევიდა.

 

"მორიგი დემაგოგიური განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან" - ასე გამოეხმაურნენ დიმიტრი მედვედევის ბოლო კომენტარს რუსეთ-საქართველოს უერთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერი და ქართველი კანონმდებლებიც.

 

თბილისში ამბობენ, რომ რუსეთის მოსაწონი ხელისუფლება საქართველოში არასოდეს არ იქნება, ამ განცხადებით კი მოსკოვი ისევ საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობს.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...