planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59802.jpgოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი მოსკოვში რუსეთის უშიშროების სამსახურმა დააკავა. ჯამბოლატ თედეევი სახლში აიყვანეს და მის ბინაში ჩხრეკაც ჩაატარეს. ამჟამად თედეევის ადგილსამყოფელი უცნობია. ნათესავები აცხადებენ, რომ მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. რუსული მედიის ცნობით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ის ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნით დაკითხეს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თედეევს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება მის მხარდამჭერთა აქციას, რომელიც ცხინვალში ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. თედეევი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს, რაც მისმა მომხრეებმა გააპროტესტეს. მისი გარემოცვა აცხადებს, რომ რეალური მოწინააღმდეგეები მას მოსკოვში ჰყავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახით, რომელსაც არ სურს მარტის არჩევნებში კვლავ მისთვის არასასურველმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts