Jump to content
Planeta.Ge

ჯიბეებში და მონოებშიც ჩაგვიძვრენ


Recommended Posts

ისე ეგ როგორ არის ეხლა მანდ? მაგ 20 კაპიკის გარდა, თითო დარეკვა მაგ 112-ზე ფასიანია თუ უფასო? და რისი ნომერია ეგ 112, მილიცია რომ გადააკეთეს, ეგ არის? Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 54
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

DonCaredo

თუ არ გეზარება გაეცანი..

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №489

2011 წლის 27 დეკემბერი

 

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

 

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი

მუხლი 1. საფასური და მისი განაკვეთი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის (შემდგომში – 112) მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები (შემდგომში – აბონენტი).

2. საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს:

ა) ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:

ა.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს;

ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:

ბ.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს.

3. ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება:

ა) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;

ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც არ ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;

გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

5. საფასური არ გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელიც გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატებში.

6. სააბონენტო ნომრების პორტირების შემთხვევაში საფასურის დარიცხვა ხდება ცალ-ცალკე პორტირებამდე და პორტირების შემდგომ პერიოდის მიხედვით.

 

მუხლი 2. საფასურის გადახდის/ამოღების წესი

1. საფასურის ამოღებას, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი).

2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში.

3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით, ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური.

4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება.

5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება.

6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში 112-ის მიერ განსაზღვრული ფორმით და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით.

7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს 112-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.

8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა 112-ს წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა წვდომა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და მომსახურების მიმწოდებლებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.

3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან.

4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები.

 

მუხლი 4. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი

112 უფლებამოსილია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ, მე ესე გაგივე, რომ 112-ზე დარეკვასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ გადასახადს. რა გამოდის, ვიღაცა ბოზების მაგივრად კაი ბიჭებმა უნდა იხადონ ფული? :) აბა მანდ ხომ მხოლოდ ბოზები რეკავენ. კაი ბიჭებს ჩაგრავენ ეს ჩათლახები :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარჩევნოდ დასჭირდებათ, თან ბიჭი ამერიკაში წავიდა, ფარა ხომ უნდა

შემოსავლის თვალსაზრისით დიდი არაფერი ფული არაა სახელმწიფოსთვის. დაუთვლიათ ზევით და 7 მილიონი გამოდის წელიწადში მაშინ როცა ბიუჯეტი თითქმის 1000 -ჯერ მეტი აქვს ქვეყანას.

 

მაგ 20 კაპიკის გარდა, თითო დარეკვა მაგ 112-ზე ფასიანია თუ უფასო? და რისი ნომერია ეგ 112, მილიცია რომ გადააკეთეს, ეგ არის?

დარეკვა უფასოა. ეგ სააბონენტოსავით გამოდის. ყველაფერი მაგ ნომერზეა - პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ისე ეგენიც ვერ არიან კარგად რა რას აქვეყნებენ, რას ალაპარაკებენ ამ ხალხს. დაუქვითონ ჩუმად, თითო ზარზე 0.5 თეთრი, ან წამი დაამრგვალონ სხვანაირად, ასი წელი ვერავინ ვერ გაიგებდა. რა საჭირო იყო ეს ოფიციალური შეტყობინებენი, ეგენიც მაგრა უკაჩავებენ რა

რა გიპასუხო არ ვიცი, მაგრამ მაგრად გამიტყდა მაგ სმს-ს მიღება!

ესენი ხალხი არ არიან თქო ასე მგონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შემოსავლის თვალსაზრისით დიდი არაფერი ფული არაა სახელმწიფოსთვის.

 

მითუმეტეს! გაჭირვებული ხალხის ჯიბეებში არ უნდა ჩაძვრნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო.

რავი სასწრაფოზე გუშინწინ მგონი 113 დარეკეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ''''შეიქმნა ახალი სამსახური - 112.. მაგას ხელმძღვანელი უნდა, მისი მოადგილე, ტანამშრომლები, მომადლიერებული რამდნეიმე ოჯახი და მათი მადლოერებისთვის არაფრის გადახდა არ გინდათ რაა.... :read:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

მაგათ ყველას ბიძი აფინანსებდათ ალბათ და რათქმაუნდა მოაკლდათ

აწი რაღა ეშველება ამ საცოდავებს, თუ არა ეგ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

20-20 კაპიკს

 

20 კაპიკზე გამახსენდა: ჩემ ჯეელობაში კაი ბიჭები დარბოდნენ და---- 20 კაპიკი მომე რა ძმაო, ძმაკაცი დაიჭირეს და უნდა დავიხსნათო> :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...