Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- პატიმარი ზვიად ადეიშვილი ციხის ადმინისტაციის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის


Recommended Posts

ავტორები თეონა ბალავაძე, თეონა ისაშვილი

00:06 25.01.2012

მედია-კავშირ “ობიექტივს” მსჯავრდებულ ზვიად ადეიშვილის დედა ელისო ესებუა დაუკავშირდა, რომელის შვილიც სასჯელს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდის. ქალბატონის განცხადებით პატიმარი დაავადებულია ტუბერკულოზის მულტირეზისტენციური ფორმით, იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ზურაბ რუხაიას ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას.

 

http://4.bp.blogspot.com/-yfMmAVmSKr4/TyBVVOPF1II/AAAAAAAAGA0/nBtI0HsTUbc/s200/gldanis%2Bsamkurnalo%2Bdacesebuleba.jpgეისო ესებუა: “20 იანვარს, დაახლოებით 4 საათისთვის ჩემმა შვილმა სამკურნალო დაწესებულებიდან დამირეკა და მთხოვა მასთან მედია-კავშირ “ობიექტივის” ადვოკატი ჯუმბერ მილორავა შესულიყო. ორშაბათს 12 საათისთვის ამანათის შესაგზავნად დაწესებულებაში მივედი, თუმცა შეგზავნილი ამანათი 5 საათისთვის ყოველგვარი კომენტარის გარეშე უკან გამომიბრუნეს; სამშაბათს კი, როდესაც მასთან ადვოკატი უნდა შესულიყო, ზვიადმა დამირეკა და მითხრა, რომ მოულოდნელად დაინიშნა სასამართლო პროცესი, რომელიც არ შედგა. ”

 

25 იანვარს ზურაბ ადეიშვილი დილით 11 საათზე 6 ბადრაგის თანხლებით სასამართლოზე წარადგინეს. ელისო ესებუა ამბობს, რომ ზურაბს ადამიანის გამომეტყველება აღარ ჰქონდა - წვერგაუპარსავი, თმაგაწეწელი და ძალიან გამხდარი იყო; მას გამიზნულად არ აძლევდნენ წამალს, რაც იწვევდა გაუსაძლის ტკივილებს, მარტოობის შიშს და ჰალუცინაციებს.

 

მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის ზვიად რუხაიას განცხადებით, მსჯავრდებულ ადეიშვილს ბრალი ედებოდა დისციპლინარულ დარღვევაში, რის გამოც პატიმარი წამლების მიწოდებაზე უარს უცხადებდნენ. ამავე დროს ზვიად რუხაიამ პატიმრის ადვოკატი დედის გინებით მოიხსენია და დაიმუქრა, რომ მას პატიმრობა არ ასცდება.

 

ელისო ესებუას თქმით, მის შვილთან ყოველდღე შედიოდნენ, ემუქრებოდნენ, დასცინოდნენ და იმ ზომამდეც კი მიიყვანეს, რომ ადეიშვილმა არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. პლუს ამას, ადეიშვილს მისი ადვოკატის დაკავებითაც ემუქრებოდნენ.

 

პატიმრის დედა აცხადებს, რომ ზვიად ადეიშვილის მიზანმიმართული დევნა ხორციელდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადეიშვილს, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე 7 თვე აქვს დარჩენილი, ცდილობენ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივონ და ამით მასზე შური იძიონ.

 

"ობიექტივი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-4157233891045759679?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...