Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- 22 წლის გიორგი ოქროპირიძე გამოძიებამ დაზარალებულად ცნო


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"

02:00 25.01.2012

ყოფილი წყალბურთელი, ამჟამად მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე, რომლის ცემა-წამების შესახებ არაერთი წერილი გამოქვეყნდა, გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, მაგრამ არა მისი წამების ფაქტზე, არამედ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ სიახლის შესახებ ოქროპირიძის დედის, ცირა გოდერძიშვილისგან შევიტყვე.

 

http://1.bp.blogspot.com/-s--fFG168c4/TyBgakBo5hI/AAAAAAAAGBE/NrYufJwLh_Q/s200/giorgi%2Bokropiridze.jpgოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, როგორც წესი პროკურატურა მსგავს ფაქტზე გამოძიებას იწყებს არა წამების, არამედ უფლებამოსილების გადამეტების კუთხით და შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებში უთითებს, რომ წამების არც ერთი ფაქტი არ მომხდარა.

 

ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია“, რომლის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანია, გიორგი ოქროპირიძის წამების ფაქტზე სტამბულის პროტოკოლის მიხედვით (საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით იწერება დასკვნა) მომზადებული დასკვნა დადო. პატიმრის დედის, ცირა გოდერძიშვილის განმარტებით, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოითხოვა წამების ფაქტზე გამოძიების დაწყება ოქროპირიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ ღოღაძემ, რომელიც ამავდროულად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება არა წამების ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაიწყო, გიორგი ოქროპირიძე დაზარალებულად ცნო და ხელმეორედ დაკითხა.

 

თუ გამოძიება ზემოხსენებული მუხლის მიხედვით დამნაშავეს გამოავლენს, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ამავე ვადით საქმიანობის ჩამორთმევის, ან თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდება.

 

კიდევ ერთი სიახლეა - 25 იანვარს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ყანჩაველმა წარმოებაში არ მიიღო გიორგი ოქროპირიძის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც პატიმარს ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის N106 განკარგულება ჰქონდა გასაჩივრებული, სასურსათო ბარათის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, მოსამართლემ კანონი არასწორად განმარტა და საჩივრის ნაცვლად სარჩელის შეტანა მოითხოვა:

 

“რაც აბსურდია, რადგან კანონში საჩივრის შეტანაა მითითებული, მაგრამ რადგან გვინდა, რომ სასამართლომ ამ უკანონობაზე იმსჯელოს, იძულებულნი ვართ სარჩელი წარვადგინოთ“.

 

მოსამართლის მითითებით სარჩელის შეტანა შვიდ დღეში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ზემოხსენებულ ფაქტზე აღარ იმსჯელებს. ამასთან, მანანა კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანა დაკავშირებულია ბაჟის გადახდასთან და კიდევ იმასთან, რომ სასამართლომ სარჩელში წარმოდგენილი საკითხი სამი ან ხუთი თვე შეიძლება არ განიხილოს, მაშინ, როცა ერთთვიანი ადმინისტრაციული სახდელი ოქროპირიძეს უკვე მოხდილი აქვს (სასურსათო ბარათის შეზღუდვის ათვლა 22 დეკემბერს დაიწყო).

 

“პროცესზე გიორგის ჰკითხეს - “სასურსათო ბარათის შეზღუდვის ვადა ხომ ამოწურულია და რაზე ასაჩვრებო?“ მან მიუგო - “მე არაფერი დამიშავებია, შინაგანაწესი არ დამირღვევია და გამომდინარე აქედან, არ მინდა ჩემს პირად საქმეში ეს უკანონო ადმინისტრაციული სახდელი დაფიქსირებული იყოსო“. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგის თანასაკნელები დაკითხეს და მათ დაადასტურეს ის, რომ ჩემს შვილს შინაგანაწესი არ დაურღვევია.

 

მის პროვოცირებას ახდენდა ექთანი სახელად ნანა, რომელიც მას აიძულებდა უზმოზე მიეღო ისეთი წამლები, რომლის დალევა ჭამამდე დაუშვებელია. სწორედ ამ ექთნის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ გიორგის სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეუვარდნენ და მისი ცემა-წამება დაიწყეს“, - ამბობს ცირა გოდერძიშვილი.

 

ასევე:

  1. სააკაშვილის ციხეში 22 წლის წყალბურთელი აწამეს
  2. ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ცემა-წამებით გიორგი ოქროპირიძესაც “უმკურნალეს“
  3. “ეს არის ჩემი განაჩენი ერთადერთი შვილის ცემა-წამებისთვის“ - პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა
  4. წამების ექსპორტი
  5. ქართულ ციხეებში პატიმრების ცემა-წამება 2012 წელსაც გაგრძელდება

<br class="Apple-interchange-newline">

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-4435635396552463962?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...