Jump to content
Planeta.Ge

Google კონფიდენციალურობის პოლიტიკას ცვლის


Recommended Posts

Google მალე უფრო მეტს გაიგებს თქვენს შესახებ, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ ინტერნეტში.

 

ვებ-გიგანტმა სამშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ქსელში მომხმარებელთა „საქმიანობის“ შესწავლას თავის სხვადასხვა სერვისის საშულებით - მათ შორის YouTube, Gmail და რათქმაუნდა საძიებო სისტემა Google Search. Google აქამდეც აგროვებდა ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა პირველად ხდება, როცა აერთიანებს სხვადასხვა საიტიდან აღებულ ინფორმაციას მომხმარებლის სრული პორტრეტის შესაქმნელად.

 

ცვლილებები ძალაში პირველ მარტში შევა და Google-ის პროდუქტების მომხმარებლებს არ შეეძლებათ ამაზე უარის თქმა. ეს ნაბიჯი Google-ს დაეხმარება უკეთესად მოარგოს თავისი რეკლამები მომხმარებლების გემოვნებას. მაგალითად თუ ვინმე ცხოვრობს ვაშინგტონში და უყურებს NBA-ს კლიპს, მაშინ მას Gmail ანგარიშზე შესთავაზებენ Washington Wizards-ის ბილეთებზე რეკლამას .

 

კომპანიები მიიჩნევენ, რომ შეძლებენ ამით დაეხმარონ მომხმარებლებს. როცა ვინმე ინტერნეტში ეძებს სიტყვას იაგუარი - ამ დროს Google-ს უკეთ ეცოდინება მომხმარებელი დაინტერესებულია მანქანით თუ ცხოველით. ან ფირმას შეეძლება შესთავაზოს ელექტრონული ფოსტით მომხმარებელს კონტაქტები ნიუ-იორკში, როცა გაიგებს, რომ ის სადღაც გამგზავრებას გეგმავს.

 

თუმცა მომხმარებელთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება ბევრის შეშფოთებას გამოიწვევს.

მომხმარებლები, რომლებსაც ელექტრონული ფოსტა Gmail-ზე აქვთ გახსნილი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი საფოსტო მიმოწერის შინაარსი მასთან სრულიად დაუკავშირებელ საიტის - YouTube-ის გვერდის ფორმირებაზე მოახდენდა გავლენას.

„Google-ის ახალი განცხადება კონფიდენციალურობაზე იმედგაცრუებას და შიშსაც კი იწვევს. იმის მიუხედავად რომ კომპანია თვლის - ყველა პლატფორმაზე ასეთი თვალთვალი აუმჯობესებს თავის სერვისს, მომხმარებლებს მაინც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა უარი თქვან ამაზე. განსაკუთრებით როცა საქმე ბავშვებს და მოზარდებს ეხებათ, რომლებიც YouTube, Gmail და Google Search სერვისების აქტიური მომხმარებლები არიან“ - აცხადებს Common Sense Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს სტეიერი (James Steyer).

 

Google-ს შეეძლება მომხმარებლებზე ინფორმაციის შეგროვება როცა ისინი ააქტიურებენ Android მობილურ ტელეფონს, შედიან თავიანთ ანგარიშზე ინტერნეტში ან ეძებენ რამე სიტყვას, აგრეთვე მიიღოს მათი კომპიუტერიდან ინფორმაცია მონახულებული საიტების შესახებ და გამოიყენოს თავისი maps პროგრამები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად.

კონფიდენცციალურობის პოლიტიკის ასეთ ცვლილებას გაზრდილ კონკურენციას უკავშირებენ - გასული რამოდენიმე კვარტლის მონაცემებმა Google-ის ინვესტორები იმედგაცრუებულები დატოვეს, როცა ამავე დროს Apple-მა მოგების რეკორდული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Google-ის ასეთი ქმედება უშუალოდ კომპანიებს Apple-ს და Facebook-ს უკავშირდება, რომლებმაც თავიანთი პროდუქციის ერთიანი ეკო-სისტემის შექმნით მომხმარებელთა მიზიდვა მოახერხეს.

თავის ბლოგზე Google-ის პირადი მონაცემების უსაფრთხოების ხელმძღვანელამ ალმა უიტენმა განაცხადა, რომ მოხდება სხვადასხვა სისტემაში შესული მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაერთიანება, ანუ სისტემაში დაფიქსირებული იქნება როგორც ერთი პიროვნება, რომელიც სხვადასხვა პლატფორმას იყენებს.

Google ამ ცვლილებებს თავის მილიონობით მომხმარებელს ელ-ფოსტით და თავის საიტებზე განთავსებული შეტყობინებებით გააცნობს. ცვლილებები Google-ის ყველა პროდუქტს შეეხება გარდა შემდეგისა - Google Wallet, Chrome და Google Books.

კომპანიის განმარტებით ეს მხოლოდ გაამარტივებს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუმცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ ცვლილებებს.

„გამორიცხულია, რომ რომელიმე მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, თუ რა შედეგები მოყვება Google-ის მიერ მასზე სხვადასხვა პლატფორმიდან ინფორმაციის შეგროვებას მის ჯანმრთელობაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე და ფინანსურ პრობლემებზე“ - აცხადებს Center of Digital Democracy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ჩესტერი.

წარმომადგენლობითი პალატის წევრი ედვარდ მარკი - „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის უფლება - უნდა თუ არა Google-ის სერვისების მთელი სპექტრიდან შეგროვდეს მის შესახებ ინფორმაცია“.

Google უფრო მეტი ყურადღების ცენტრშია ვაშინგტონის მარეგულირებლების მხრიდან, რომლებთანაც კომპანიამ ახლახანს მოაგვარა მთელი რიგი საჩივრები. ფედერალური ჩინოვნიკები ასევე განიხილავენ ხომ არ ირღვევა ანტიმონოპოლიური კანონი, როცა Google თავის ბიზნეს-მიმართულებების გაუმჯობესებას ონლაინ ძიებების გამოყენების ხარჯზე გეგმავს, სადაც ის ერთპიროვნული ლიდერია.

ფედერალური სავაჭრო კომისიის წარმომადგენელმა კლაუდია ფარელმა უარი განაცხადა ბოლო ცვლილებების შემდეგ Google-სა და მარეგულირებლებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გაეკეთებინა რაიმე კომენტარი.

http://www.ireporter.ge/2012/01/26/google-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...