planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/gancxadeba4.jpgთბილისი,25 იანვარი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, ბიძინა ივანიშვილი ეხმიანება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვრის ღამეს საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს და მიმართავს ყველა დაშავებულს და თავის მხარდამჭერს. <span style="font-size: 10pt;" />„სრულიად აღმაშფოთებელია სამართალდამცველი სტრუქტურების უკანონო მოქმედება და პირდაპირი ძალადობა, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვება ჩვენი მხრიდან შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება კანონის ფარგლებში. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც უახლოეს ხანში მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ყველა ჩვენი მხარდამჭერისა და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან. მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts