Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

 

 

 

ამბავი #1:

– ლევან*, გააკეთე ბლოგი! – ვეუბნები ჩემს მეგობარ ჟურნალისტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ წამოვიდა ერთი ავადსახსენებელი ტელევიზიიდან.

 

– არა, რა ბლოგი, მე ტელევიზიისთვის ვარ შექმნილი…

 

– ეგ ერთმანეთს ხელს არ უშლის, სიუჟეტები გადაიღე და Youtube–ზე დადე!

 

– ოო, მოიცა რა…

 

მე ვუყურებ გაკვირვებული:

 

– რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? განუსაზღვრელი თავისუფლება, რედაქტორი არ ჩაერევა შენს შემოქმედებაში. კარგ სტატიას თუკი დაწერ, გააგზავნი რომელიმე გაზეთში/ჟურნალში და დაგიბეჭდავენ. პატარა ხარ ჯერ და როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ყველაზე კარგად დააგროვებ გამოცდილებას…

 

– არა, მე ტელევიზიაში მინდა.

 

– მაესტრო?!

 

– არა, რა მაესტრო. რუსთავი 2 ან იმედში…

 

– გეუბნები გააკეთე პოლიტიკური ბლოგი, მერე ვიღაც შეგამჩნევს და წაგიყვანს თავისთან… - ვცდილობ დავიყოლიო.

 

– ერთი ჟურნალისტი მაინც მითხარი, ვინც ბლოგიდან სამსახური ან რამე იშოვა!

 

თაზო კუპრეიშვილი!!! – კონტრ–არგუმენტი მზად მაქვს.

 

– ვააიმე, – იცინის, – თაზო კუპრეიშვილი ის არ არის, რომ გალახეს ამას წინათ? ძაან კაი ბიჭია, მაგრამ მგონი ცემის მეტი არაფერი შერჩა ეგეთი “თავისუფალი” ჟურნალისტობიდან. არა ძმაო, არ მინდა ეგ შენი ბლოგი. კინაღამ დამარწმუნე…

 

ჩემი რეაქცია:

 

http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/12/Facepalm.jpg

 

მივმართავ ჩვენი თაობის ყველა ლევანს:

 

სად არის შენი ჟურნალისტური სიამაყე? ბრძოლა სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის?

 

ამ არეულ ქვეყანაში სწორედ შენ უნდა იდგე სიმართლის სადარაჯოზე, აკეთებდე ჟურნალისტურ გამოძიებებს, ფოტორეპორტაჟებს, ყველაფერი უნდა მიგქონდეს ხალხთან! ამის მაგივრად თბილი სკამი და ხელფასი გინდა? არ განგსჯი, ჩვენი მეგობრობა არც ამით დასრულდება, უბრალოდ იცოდე, რომ შენ არ ხარ ნამდვილი ჟურნალისტი და ნურც დაიჩემებ.

 

ისიც იცოდე, რომ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თაზო კუპრეიშვილი ბევრად უფრო პატივსაცემი და ავტორიტეტული ჟურნალისტია, ვიდრე რუსთავი 2–ის ან იმედის რომელიმე რეპორტიორი და წამყვანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს.

 

მაპატიე, ლევან…

 

სავალალო ის კი არ არის, რომ ქართული საზოგადოება გმირებს ელოდება, არამედ ის, რომ გმირად გახდომა არავის უნდა.

 

*სახელები შეცვლილია.

 

 

ამბავი #2:

რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა, ქართველ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ევრაზიის რეგიონის უფროსს შორის.

 

შეხვედრაზე რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა დასვა საკითხი პოლიტიკის თემაზე ქართველი ბლოგერების არააქტიურობის შესახებ. მან ქართველი ბლოგერების ნაწილი მოსყიდულობაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით სამთავრობო ძალების მიერ ხდება პოსტების დაკვეთა და ამით მკითხველის შეცდომაში შეყვანა გარკვეულ საკითხებზე.

 

პრინციპში არც გამოვრიცხავ – ყველა სფეროში შეიძლება არსებობდეს ვინმე მოსყიდული, მაგრამ მე არ მინდა თვალი დავხუჭო იმ ბლოგერებზე, რომლებიც მართლა იცავენ თავისუფალ სიტყვას და საზოგადოებრივ პრობლემებიც დაუშვრელად გამოაქვთ სააშკარაოზე.

 

სპეციალურად შევედი blogroll.ge-ს პოლიტიკის კატეგორიაში, რათა დამეთვალიერებინა ის თითზე ჩამოსათვლელი ბლოგები, რომლებიც პოლიტიკის და საზოგადოების პრობლემების შესახებ იწერება. მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ, ის რაც ერთი შეხედვით მომეწონა:

 

(გთხოვთ, კომენტარების სახით დამიტოვოთ ყველა იმ ბლოგის მისამართი, რომელიც გამომრჩა!)

 

გმადლობთ, რომ არსებობ(დი)თ!

 

თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბლოგების უმეტესობა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ან გრანტების პროგრამების მხარდაჭერით იქმნებოდა. ძალიან ცოტა ჟურნალისტი და ბლოგერი იწყებს მსგავს თემებზე უსასყიდლოდ და ენთუზიაზმით წერას.

 

 

ამბავი #3:

თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტის პროფესიაზე ახალმა მედიამ უდიდესი გავლენა მოახდინა.

 

დღეს სამსახურში აყვანამდე რედაქტორები კანდიდატის ბლოგებს ითხოვენ და ალმაცერად უყურებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ახალ მედიასთან მწყრალად არიან.

 

Should Journalists Blog? ამ პოსტით არც იმის თქმა მინდა რომ ბლოგები გადაგვარჩენს, არც იმის, რომ ჩვენი ჟურნალისტები არაფრად ვარგიან, არც ჩემს მეგობარ ლევანს ვერჩი. უბრალოდ მინდა, რომ ჟურნალისტების ახალი თაობისგან მეტი პროაქტიულობა და ჩართულობა დავინახო ამ ქვეყნის შენების საკითხში.

 

დასასრულს, მოვიყვან ნაწყვეტს ჩემი საყვარელი სამართლის ლექტორის, სანდრო ბარამიძის ლექციიდან:

 

“გამოხატვის თავისუფლების გარანტიები განსაკუთრებით მედიას ეხება. ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს „
პრესის გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში
“.

 

მედია, როგორც ასეთი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას „იმ ინფორმაციას და იდეებს, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს შეადგენს.

 

არა მხოლოდ პრესას აკისრია ამგვარი ინფორმაციის და იდეების გადაცემის მისია: არამედ საზოგადოებას ასევე გააჩნია უფლება მიიღოს ის. ამის გარეშე პრესა ვერ შეასრულებდა „საზოგადოების ნაგაზის“
სასიცოცხლოდ აუცილებელ
როლს“ („თურგეისონი ისლანდიის წინააღმდეგ“, პ. 63).

. . .

„პრესის თავისუფლება საზოგადოებას სთავაზობს ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას იმისას, რათა შეიქმნას შეხედულება მისი პოლიტიკური ლიდერების იდეებისა და პოზიციების შესახებ. კერძოდ, იგი სთავაზობს პოლიტიკოსებს შესაძლებლობას, რათა იფიქრონ და კომენტარი გააკეთონ საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შესახებ; ამგვარად იგი საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების იდეის არსს წარმოადგენს.“ („კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“, პ. 43).

 

<p style="text-align: right;">http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/msiPKbovNOg

 

ეწვიეთsweet.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...