planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59789.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გიორგი თარგამაძე სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებში გამართავს შეხვედრებს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2012–2013 წლების არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება იქნება. თარგამაძე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საუზმეზეც. `საქართველო განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შედის. დემოკრატია, არჩევნები და უსაფრთხოება მთავარი თემები იქნება ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ მათი აზრიც გვაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, რეგიონში არსებულ დაძაბულობასთან, არჩევნებთან დაკავშირებით და ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულებით მოლაპარაკებების წარმოება,`- განაცხადა გიორგი თარგამაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts