planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgქრისტიან დემოკრატებისათვის `ჰუმან რაითს ვოჩის` ანგარიში შემაშფოთებელია. ნიკა ლალიაშვილის განმარტებით, განსაკუთრებით დამაფიქრებელია დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები საქართველოს შესახებ, რომელიც 26 მაისის აქციას და ამ აქციის შემდეგ გასამართლებულ პირებს შეეხებათ. ნიკა ლალიაშვილი `ჰუმან რაითს ვოჩის` ანგარიშზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ გამოძია სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს საქართველოში შეკრების უფლების თავისუფლებასა და მედიის უფლებების შეზღუდვას. დღესვე `ჰუმან რაით ვოჩის` განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების ამოცანაა იყოს კრიტიკული, იყოს კრიტიკული ადამიანის უფლებათა დარღვევის ნებისმიერი ფაქტის მიმართ, თუმცა, მისივე თქმით, ამავე ანგარიშში აღნიშნულია ამ სფეროში გაუმჯობესება. `პრობლემები რჩება და ამ საკითხში საქართველო გამონაკლისი არ არის,`- განაცხადა ბაქრაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts