planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 ლოს-ანჯელესში დასახელდა ნომინანტები, რომლებიც 26 თებერვალს ამერიკული კინოაკადემიის რიგით 84-ე დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძოლებენ. ნომინაციაში „საუკეთესო სურათი“ გასული წლის ათი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი მოხვდა, რომელთაგანაც რამდენიმემ უკვე მიიღო ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოებებზე – სტივენ სპილბერგის „საბრძოლო ცხენი“, მიშელ ჰაზანვიჩუსის “არტისტი”, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა საუკეთესო მუსიკალური ფილმის კატეგორიაში, ბენეტა მილერის “Moneyball”, ალექსანდრე პეინის „შთამომავლები“ – „ოქროს გლობუსის“ პრიზიორი დრამატული ფილმისათვის, ტერენს მალიკის “სიცოცხლის ხე” – 2011 წლის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ვუდი ალენის “შუაღამე პარიზში”, ტეიტ ტეილორის “მოსამსახურე”, მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“, რომელმაც რეჟისორს საუკეთესო რეჟისურისათვის „ოქროს გლობუსი“ მოუტანა და სტივენ დოლდის „Extremely Loud and Incredibly Close“. სწორედ ამ ფილმების შემქმნელები, პეინი, ჰაზანვიჩუსა, ალენი, სკორსეზე და მალიკი მოხვდნენ „საუკეთესო რეჟისურის“ ნომინაციაშიც. „ოსკარის“ ქანდაკებისათვის „მსახიობი მამაკაცი მთავარი როლისათვის“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრედ პიტი ფილმისათვის “Moneyball”, ჟან დუჟარდინი “არტისტი”, გარი ოლდმენი „Tinker Tailor Soldier Spy“, დემიან ბიჩირი „უკეთესი ცხოვრება“ და „ოქროს გლობუსის“ წლევანდელი გამარჯვებული ჯორჯ კლუნი ფილმით „შთამომავლები.“ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის კი წარდგენილნი არიან წლევანდელი „ოქროს გლობუსის“ მფლობელები მიშელ უილიამსი და მერილ სტრიპი, ახალბედა მსახიობი რუნი მარა, ვიოლა დევისი და გლენ კლოუზი. მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“ და მიშელ ჰაზანვიჩუსას “არტისტი” მთლიანობაში 11 და 10 ნომინაციაში არის წარდგენილი და სწორედ ეს სურათები სახელდება „ოსკარის“ ფავორიტებად. ამერიკული კინოაკადემიის 84-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2012 წლის 26 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება და მას კომიკოსი ბილი კრისტალი წაიყვანს. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts