Jump to content
Planeta.Ge

Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამა


Recommended Posts

 სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი ელექ­ტრო­ნუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა „Skoool სა­ქარ­თვე­ლო“ წა­რუდ­გი­ნა. პროგ­რა­მა მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ინო­ვა­ცი­უ­რი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ.

 

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროგ­რა­მა მრა­ვალ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ კომ­პა­ნია Intel ®-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით პროგ­რა­მა ქარ­თულ ენა­ზეც თარ­გმნა და ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბას მო­არ­გო. მი­სი ნახ­ვა სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერ­დზე (www.skoool.ge) შე­იძ­ლე­ბა.

 

„Skoool სა­ქარ­თვე­ლო“ სპე­ცი­ა­ლუ­რად მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­ნუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი რე­სურ­სია, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის პრო­ცესს უწ­ყობს ხელს, არის ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

 

სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში უკ­ვე 350-მდე სას­წავ­ლო რე­სურ­სია თარ­გმნი­ლი. მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც ორი სა­ხის კომ­პო­ნენ­ტი­სა­გან (სას­წავ­ლო ობი­ექ­ტე­ბი და სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი) შედ­გე­ბა, გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის (დაწ­ყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო) მი­ხედ­ვით.

 

თი­თო­ე­უ­ლი სა­კით­ხი რამ­დე­ნი­მე სლა­ი­დი­სა­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბულ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს, შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა ტეს­ტე­ბი. მა­თი დახ­მა­რე­ბით თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს თა­ვად შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა. ბო­ლოს მო­ცე­მუ­ლია სა­კით­ხის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

 

მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ნე­ბის­მი­ე­რი რე­სურ­სი, სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­თი­თე­ბუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბულ კლა­სებ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი, ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში( სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მია) შეძ­ლე­ბენ პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბას.

 

სა­მი­ნის­ტრო­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქტს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...