planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 ##image#7360#0#ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ უთანასწორობაზე და წამოაყენა წინადადება იმ ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის თაობაზე, რომელთა შემოსავლებიც წელიწადში 2 მილიონს აჭარბებს. საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა გააფრთხილა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი. ” ეჭვი არ მეპარება, ასადის რეჟიმი მალე დარწმუნდება, რომ შეუძლებელია გამარჯვება ძალებზე, რომლებიც ცვლილებებს მოითხოვენ. როდის მოხდება ცვლილებები არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ ეს მოხდება. ადამიანებს, რომლებიც სირიაში ცხოვრობენ აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ”- განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, რომ ვაშინგტონი მომავალშიც დაუჭერს მხარს ”არაბულ გაზაფხულად” წოდებული მოვლენების იდეალებს. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ირანის პრობლემაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ნებისმიერი მეთოდით აღუდგეს წინ ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნას, თუმცა განმარტა, რომ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის რესურსი ამოწურული არაა . ობამამ განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას სანქციების გამკაცრებით. მან დადებითად შეაფასა საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნება ირანის საკითხთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმის იზოლაციის დონე უფრო მაღალია, მასზე დაწესებული სანქციები კი ეფექტური. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts