Jump to content
Planeta.Ge

მედვედევი: სააკაშვილს არასდროს ჩამოვართმევ ხელს


Recommended Posts

##image#7361#0#რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით მოს­კო­ვი მზა­დაა  აღად­გი­ნოს თბი­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ოღონდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ. ” ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზად ვართ   აღ­ვად­გი­ნოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი  სა­ქარ­თვე­ლოს­თან.. ჩვენ ხომ არ ჩაგ­ვიშ­ლია ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი,”- აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა და იქ­ვე   მი­უ­თი­თა, რომ  ვი­საც არას­დროს ჩა­მო­არ­თმევს ხელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

 

” ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია ვის­თა­ნაც არ მსურს საქ­მის და­ჭე­რა და  თა­ვად მიხ­ვდე­ბით ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ. მე მას არას­დროს შევ­ხვდე­ბი და ხელს არას­დროს გა­ვუწ­ვდი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს და მთლი­ა­ნად ქარ­თველ ხალხს, მე ძა­ლი­ან მინ­და ეს გა­უც­ხო­ე­ბის ფა­ზა რაც შე­იძ­ლე­ბა  სწრა­ფად დას­რულ­დეს”,- გა­ნაც­ხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა. მედ­ვე­დევ­მა აღ­ნიშ­ნა ავია მი­მოს­ვლის  აღ­დგე­ნა, თქვა ისიც, რომ ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში  რუ­სე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბით ორ ქვე­ყა­ნას შო­რის  სა­ვაჭ­რო ტვირ­თბრუნ­ვა  ენერ­გი­უ­ლი გახ­დე­ბა და და­ა­მა­ტა: ” სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნებს შო­რის კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.”

 

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის 1992 წლის 1 ივ­ლისს დამ­ყარ­და.  2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს  ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი  წმენ­დის და  აფ­ხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის  ”და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კე­ბად” აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, 2008 წლის 2 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლომ  გაწ­ყვი­ტა რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

’სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ე­როს წეს­დე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვით, სა­ღი აზ­რის იგ­ნო­რი­რე­ბით გა­ა­ჩა­ღა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, რომ­ლის მსხვერ­პლიც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა გახ­და. ასე­თი­ვე ბე­დი ელო­და აფ­ხა­ზეთ­საც. ცხა­დია, რომ თბი­ლის­ში გათ­ვლა იყო ბლიც­კრიგ­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას უკ­ვე მომ­ხდა­რი ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებ­და. ამორ­ჩე­უ­ლი იყო ყვე­ლა­ზე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მე­თო­დი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად – სამ­ხრეთ ოსე­თის შე­სა­ერ­თებ­ლად მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფა­სად,”- 2008 წლის  აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, მედ­ვე­დე­ვი შე­ე­ცა­და    ამ სიტ­ყვე­ბით აეხ­სნა რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მან აღი­ა­რა, რომ  2008 წელს  ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის გა­რე­შე ნა­ტოს საზ­ღვრე­ბი გა­ფარ­თოვ­დე­ბო­და.

 

”2008 წელს ჩვენ რომ მერ­ყე­ო­ბა გა­მოგ­ვე­ჩი­ნა, სხვა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და და მთე­ლი რი­გი ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თა ჩრდი­ლო­ატ­რან­ტი­კურ ალი­ან­სში შეთ­რე­ვას ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლობ­დნენ იქ იქ­ნე­ბოდ­ნენ.” – გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ,  და­უ­ფა­რა­ვად გა­ნაც­ხა­და  რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა  ვლა­დი­კავ­კაზ­ში, სამ­ხედ­რო­ებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.  

 

25 იან­ვარს სტრას­ბურ­გში ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გრი­გოლ ვა­შა­ძემ  აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი იმ შემ­თხვე­ვა­შიც არ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა თბი­ლისს, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვა, რად­გა­ნაც მოს­კო­ვის მი­ერ აფ­ხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბამ „სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩი­ხი“ შექ­მნა და ახ­ლა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ „ არ იცის რა­ზე ილა­პა­რა­კოს. “

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...