planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 ##image#7362#0#რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოზე ბატონობას ცდილობს. სტუდენტებთან შეხვედრაზე მას ერთ-ერთმა სტუდენტმა სთხოვა აეხსნა დასავლეთის კრიტიკული შეფასებები რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ” ეს დაკავშირებულია აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ დოქტრინასთან. მათ სურთ ყველაფერს აკონტროლებდნენ. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება , რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოკავშირეები კი არა ვასალები სჭირდება.”- აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, აშშ-ში არ არიან მზად ”თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ურთიერთობებისთვის” არც ევროპასთან და არც რუსეთთან. მაგალითად პუტინმა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსების გეგმა მოიშველია და თან განმარტა: ”თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობების პირობებში ერთობლივად უნდა განისაზღვროს საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმებიც ერთობლივად უნდა დაიგეგმოს”. რუსეთის პრემიერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, ამერიკელები მუდმივად ლაპარაკობენ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე, სტანდარტებს კი თვითონ აყალიბებენო. პუტინის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს ქვეყანაში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, თუმცა არ დაუშვებს ისინი გადაიქცნენ გარეშე ძალების იარაღად. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts