planetanews Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 აი, მე გავუგე ადამიანებს, რომლებიც თავით არიან გადაშვებულები საქმეში და პირად ცხოვრებას ან სულ არ უთმობენ დროს, ან ძალიან ცოტას. საქმეში ყველაფერი იოლია – იცი, რომ აი, ამდენს გაიღებ – ამდენს მიიღებ უკან. რვა საათი იმუშავე, 6 დღე კვირაში – თვის ბოლოს აჰა შენ XXX ლარი. სტატია დაწერე? აჰა კიდევ XXX. ტრენინგი ჩაატარე? რამდენი დღე იყო? რამდენი საათი? ამის მიხედვით, აი XXX ლარი. თუ დრო ცოტა გაქვს, პატარა პასუხისმგებლობას აიღებ, ცოტას ჩადებ – შესაბამისად, ცოტა ანაზღაურებას მიიღებ. თუ ის საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს და სულს და გულს დებ, ლარების ზემოთ ბონუსად კიდევ აღიარებას და პატივისცემას გჩუქნიან, რომელიც ხანდახან ლარებზე უფრო მნიშვნელოვანია. პირად ცხოვრებაში? აბსოლუტურად არალოგიკური, გაუზომავი და დაუგეგმავი სიტუაცია. გინდა, რომ სული და გული ჩადო? ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ უკან მიიღებ იგივე საფასურის მქონე ენერგიას ან აღიარებას. ან შეიძლება ძალიან ცოტა ჩადო, სულ ერთი წინწკლი და იმდენი დაგიბრუნდეს უკან, რომ სულაც არ გინდოდეს და ვერ აუხვიდე. საერთოდ, ნორმალური საზომიც არ არსებობს. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1953/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1953/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1953/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1953/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1953/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1953/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1953/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1953&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.