Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/udmczqb_DSC_0039-300x195.jpgსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრას, რომელსაც  ელჩები, სამხედრო ატაშეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ 2011 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაობა შეჯამდა

 

სტუმრებს საშუალება მიეცათ 2012 წლის მინისტრის ხედვის გეგმას გაცნობოდნენ და მის საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები გამოეთქვათ.

 

საუბრის ძირითადი თემები იყო: სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტები, თავდაცვის შესაძლებლობების მთავარი ასპექტები, სამხედრო განათლება და წვრთნები, საქართველოს მიერ ნატოსთან აღებული ვალდებულებები, ISAF-ის მისია, თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემის მიმდინარე ტენდენციები და თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივები.

 

როგორც შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ  განაცხადა, ამ ეტაპისთვის სამინისტროს აქვს მეტ-ნაკლებად სერიოზული პროგრესი იმ მიმართულებაზე, რასაცშეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია ქვია.

 

„ამაში რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს სწორედ იმ კონსულტაციებს და დახმარებებს, რასაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ნატოელი მეგობრებისგან. პრინციპში ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვართ ერთსულოვანი იმაში, რომ მივდივართ სწორი გზით, შესაბამისად ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე წინა წელი.” – განაცხდა ახალაიამ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის თქმით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო.

 

„გავეცანით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს მომავალი და შემდგომი წლებისათვის, მოვისმინეთ თუ როგორ აპირებს თავდაცვის სამინისტრო გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩამოაყალიბოს თანამედროვე და გამჭვირვალე თავდაცვის უწყება, რომელიც მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ საფრთხეებს და დარწმუნდეს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სათანადოდ არის მზად ამისთვის. მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია რომელიც დღეს მივიღეთ არის იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავებისათვის.” - აღნიშნა ელჩმა.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...