planetanews Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 1900 წელს ამერიკელმა ინჟინერ-მშენებელმა ჯონ ელფრით უოთქინსმა ქალთა ჟურნალში დაწერა გასართობი წერილი, თუ რა მოხდებოდა შემდეგი ასი წლის განმავლობაში. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/John-Elfreth-Watkins-171x300.jpg ეს წერილი Saturday Evening Postის ისტორიული განყოფილების რედაქტორმა აღმოაჩინა და გადაწყვიტა მისი ხელმეორედ დაბეჭვდვა. ბევრია აბსურდი , აუხდენელი ზღაპარი, მაგრამ ავტორმა რამდენიმე მომენტი დაახლოებით ან ზუსტად გამოიცნო . იხილეთ გაზეთის ფოტოასლი: http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/gazeta_2-165x300.jpg სწორი პროგნოზები: 1.ციფრული ფერადი ფოტოგრაფია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/PHOTO-229x300.jpg უოთქინსმა მართალია არ გამოიყენა შესაბამისი ტერმინები“ , მაგრამ ზუსტად იწინასწარმეტყველა ფერადი სურათების გადაღების და ციფრული გავრცელების ალბათობა. „თუ სადმე მოვლენა მოხდება, გაზეთში უკვე ერთი საათის განმავლობაში სურათის დადება იქნება მოსახერხებელი. არადა უოთქინსის დროს სურათის ადგილამდე მისვლას ერთი კვირა უნდოდა. ფოტოგრაფია ეგზოტიკურ იშვიათობად განიხილებოდა, ხოლო ფერადი სამეცნიერო ექსპერიმენტების სტადიაზე იყო. 2.მობილური კავშირი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/mobile-300x284.jpg „უსადენო სატელეფონო და სატელეგრაფო ქსელები მსოფლიოს მოიცავს. . ნებისმიერ მამაკაცს თავისი მეუღლესთან დაკავშირება შეეძლება ნებისმიერი წერტილიდან. იმ პერიოდში საერთაშორისო ხაზები ჯერ ყალიბდებოდა. 3. ტანკები, თვითმფრინავები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/TANK-300x285.jpg მართალია ტანკებისა და თვითმფრინავების პირველი ნახაზები და სურათები ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩიმ ივარაუდა,მაგრამ უოთქინსმა ზუსტად აღწერა სამხედრო ოპერაციებში მისი გამოყენების მეთოდები ი,აგრეთვე დაახასიათა ტელესკოპიანი თვითმფრინავები, რომლებსაც შეეძლებათ სერიოზული სადაზერვო ოპერაციები ჩააატარონ. მართვადი საფრენი აპარატი პირველად 1903წელს ძმებმა რაიტებმა გამოიყენეს, ხოლო ტანკები ბრძოლებში 1916 წლიდან ჩანს. 4.ნახევარფაბრიკატები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/%D0%97%D0%A9%D0%94%D0%93-300x285.jpg უოთქინსმა ზუსტად გამოიცნო ნახევარფაბრიკატების განვითარების ალბათობა, მაცივარში ასეთი პროდუქტების ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობა. 5.სათბურები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-300x285.jpg „ბოსტნეული ხელოვნური შუქის მეშვეობით უფრო სწრაფად იქნება გამოყვანილი…. დიდ, ფანჯრიან პლანტაციებში მიწაში ჩაიდება ელექტროგაყვანილობა და ზამთარი შესაძლოა იქცეს ზაფხულად ,ხოლო ღამე დღედ. ეს ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ ახდა- თანამედროვე სათბურების დიდი ნაწილი ელექტროგათბობის გარეშე არსებობს. სამაგიეროდ პრროდუქტების თვითმფრინავით გადაზიდვის ვარაუდი კი რეალობად იქცა. 6. ტელევიზია და ვებ-კამერები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/active-webcam-4-300x256.gif ადამიანს შეეძლება დააკვირდეს მთელ მსოფლიოს ათასობით მილის დისტანციით. 7. კონდიციონერები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/conditioner2-273x300.jpg „ჰაერის გამოშვებდა რეგულაცია ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც დღეს ვიყენებთ ცივ და ცხელ წყალს….. მისი აზრით , მეოცე საუკუნეში, თბილი და ცივი ჰაერი სპევციალური მსხვილი სადგურებიდან იქნება მოწოდებული . .ეს არ მოხდა,მაგრამ ჰაერის კონდიცირების პრინციპი კი მთლიანად გამართლდა. 8.სინთეზატორი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/Sintezator-300x288.gif უოთქინსმა აღწერა მოწყობილობა , რომლითაც მუსიკოსები შეასრულებენ ნაწარმოებს შორეული მანძილიდან . სიგნალი იქნება გადმოცემული ელექტრობის მეშვეობით და შესაძლებელი გახდება მისი დაკვრა სხვა ქალაქში. ინსტრუმენტებს დაემატებათ აპარატი , რითაც მოხდება ხმის ეფექტის გაძლიერება. 9. გიგანტური ხილი. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/fruit-300x260.jpg უოთქინსმა დაუშვა ასეთი ხილის გამოყვანის ვარაუდი. ფაქტია, დღეს ხერხდება ხელოვნური ჯიშეების გამოყვანა. 10.სწრაფი მატარებლები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/%D0%95%D0%9A%D0%A4%D0%A8%D0%A2-300x255.jpg „მატარებლის სიჩქარე იქნება 2 მილი წუთში, ხოლო ექსპრესები ივლიან 150 მილის სიჩქარით“-მართალია საშუალო სიჩქარე ჩამოუვარდება უოთქინსის ოპტიმისტურ პროგნოზებს, მაგრამ 2007 წელს ფრანგულმა მატარებელმა TGV 578 კმ/სთ განავითარა. არასწორი პროგნოზები უოთქინსი არ იყო წინასწარმეტყველი.მისი პროგნოზების დიდი ნაწილი არ ახდა და ახლოსაც არაა ჭეშმარიტებასთან. მექსიკა და ნიკარაგუა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დარჩნენ, ბუზები და კოღოები კვლავინდებურად გვაწუხებენ. სამყარო ისეთი სპორტული და ეკოლოგიის აპოლოგეტი არაა, როგორც ეს ინჟინერს ეგონა. წყარო ეს კი ერთი გერმანული კომპანიის გამოშვებული ბარათებია. სპეციალურად არ დავადევი ახსნა. შეადარეთ რეალობას. თემას კი კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით. [[show as slideshow]] View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.