planetanews Posted January 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2012 17:06 20.01.2012მედიაგაერთიანების "სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის" დამფუძნებლებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს. 14-მა მედიასაშუალებამ შუალედური ხელმოწერა მედიაკავშირ "ობიექტივის" სტუდიაში დღეს გააფორმა. http://2.bp.blogspot.com/-HRdBGE35kkc/TxluUojYOxI/AAAAAAAAF-M/l9BkYfjhPCY/s200/mediagaertianeba.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრესის ასოციაციის ხელმძღვანელმა და გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერის მსურველ ორგანიზაციებს ვადა 1 თებერვლამდე აქვთ, რის შემდეგაც, მასთან შეერთება მხოლოდ მემორანდუმზე ხელმომწერი ყველა მედიასაშუალების თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.მედიაგაერთიანებამ, "სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის" მემორანდუმი 9 იანვარს გამოაქვეყნა. "ჩვენ, ამ მემორანდუმზე ხელისმომწერი მედიაორგანიზაციები – "ასავალ-დასავალი", "ალია ჰოლდინგი", ტელეკომპანია "მაესტრო", "მედიაპალიტრა", "ვერსია", "პრესაგე.ტვ", "ობიექტივი", "რეზონანსი", "ღია ბოქლომი", "საქართველოს ხმა", ვაცხადებთ, რომ საქართველოში 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავდა და ზღუდავს თავისუფალი მედიასაშუალებების (ტელე-რადიო და ინტერნეტმაუწყებლები, გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო პორტალები) საქმიანობას და დამოუკიდებელი მასმედიის კონტროლის მიზნით, იყენებდა და იყენებს ფინანსური, ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლის მეთოდს. აქედან გამომდინარე, ვთანხმდებით - მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დავაფუძნოთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც პირადი სურვილის საფუძველზე გაწევრიანდება ქვეყანაში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მათი უშუალო მფლობელების, გამომცემლების, რედაქტორებისა და ჟურნალისტთა კორპუსის მონაწილეობით. მემორანდუმის ხელმომწერი მედიასაშუალებების საქმიანობის მთავარ ამოცანად ვსახავთ ერთ კონკრეტულ მიმართულებას - არასამთავრობო ორგანიზაციაში შემავალი მედიაორგანიზაციების დაცვას ხელისუფლების უკანონო ქმედებისაგან, ხოლო რომელიმე წევრი მედიასაშუალების წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო მოქმედებების, ზეწოლის, თავდასხმის შემთხვევაში, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციაში შემავალმა მედიასაშუალებებმა ვიმოქმედოთ ერთობლივად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რომელიმე ერთ მედიასაშუალებაზე თავდასხმა აღვიქვათ, როგორც სხვა დანარჩენებზე თავდასხმა. გაერთიანება სოლიდარობის პრინციპით იცავს მხოლოდ მასში შემავალ წევრ–ორგანიზაციებს.მედიაგაერთიანება არაწევრი მედიაორგანიზაციების დაცვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად. ჩვენი მემორანდუმი ღიაა საქართველოში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისათვის, რომელიც იზიარებს საფრთხის შემთხვევაში საერთო, სოლიდარული მოქმედებების პრინციპს, რაშიც ვგულისხმობთ - საერთო ტაქტკისა და სტრატეგიის შემუშავებას საფრთხის ქვეშ მდგომი მედიასაშუალების დასაცავად, საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფას, მშვიდობიანი მანიფესტაციების, მიტინგების, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციების ორგანიზებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან კომუნიკაციის დამყარებას, მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ევროსტრუქტურებში, უფლებადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა ოფისებიც განთავსებულია ბრიუსელში, სტრასბურგში, პარიზსა და ჟენევაში; მემორანდუმზე ხელმოწერა მოხდება 2012 წლის 1 თებერვალს, დღის 13:00 საათზე, მედიაკავშირ "ობიექტივის" დიდ დარბაზში. მედიაგაერთიანებაში გაწევრიანება ხდება ყველა დამფუძნებელი მედიაორგანიზაციის თანხმობით. თუ რომელიმე გაზეთს, ჟურნალს, ტელე და რადიო არხს, ინტერნეტპორტალს, მედიაგაერთიანებაში გაწვრიანების სურვილი გაუჩნდება 2012 წლის 1 თებერვლის შემდეგ, გაერთიანებაში შემავალი მედიასაშუალებები ამ წინადადებას განიხილავენ და გადაწყვეტილებას ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ. ამასთან, გამოყენებული იქნება ვეტოს პრინციპი. გაერთიანებაში შემავალი ერთი რომელიმე წევრი მედიაორგანიზაციის უარის შემთხვევაში, არ მოხდება ახალი წევრის მიღება, ხოლო ორგანიზაციიდან წევრთა გარიცხვის საკითხი გადაწყდება წესდების თანახმად, ხმათა უმრავლესობით. წარმოდგენილ მემორანდუმთან შემოერთების შემდეგ, კონკრეტული მედიასაშუალებები დააფუძნებენ პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეიმუშავებს წესდებას, დააკომპლექტებს ორგანიზაციულ სტრუქტურას და განახორციელებს საქმიანობას", - ნათქვამია მემორანდუმში. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts