planetanews Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ავტორი დავით მხეიძე17:06 03.01.2012რადგანაც სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი «საამაყო მიღწევა» ის არის, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა საყველპურო რუსულთანაც კი მწყრალად არის, მათთვის «მოვთარგმნი» ქართულად წერილის სათაურად აღებულ ოსტაპ ბენდერის ცნობილ ფრაზას ილია ილფისა და ევგენი პეტროვის გენიალური რომანიდან «ოქროს კერპი»: «და აი, მე მილიონერი ვარ _ ასრულდა იდიოტის ოცნებები...». რამ გამახსენა მსოფლიოს უპირველესი აფერისტი და ავანტიურისტი ოსტაპ ბენდერი? რამ და, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხულმა მილიონებმა პარტნიორი პარტიების ანგარიშებზე. http://4.bp.blogspot.com/-UFIXYn-QNJA/Txrsm_zQ6mI/AAAAAAAAF-Y/DqGpWw6AooI/s200/na-vertile_330_228.jpgუფრო სწორად იმან, რომ, კობა ხაბაზის ინიციატივით მიღებული უკუქმედების ძალის მქონე კანონის გამო, თუ როგორი ფაციფუცით დაიწყეს ამ ფულის ათვისება, რამაც საზოგადოების უმრავლესობაში ცალსახად უარყოფითი ემოციები გამოიწვია... რა თქმა უნდა, საზოგადოებას ისიც კარგად მოეხსენება, რომ თანამედროვე პოლიტიკაში უფულოდ ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციის გახვრეტილ ჯიბეში, როგორც გენიალური ვასო გოძიაშვილი იტყოდა, «თაგვები რომ პოლკა-მაზურკას ტანცაობდნენ», ახლა კი ბიძინას ფულებით, პირველ რიგში, ძვირადღირებულ ჯიპებს ყიდულობენ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია... რატომ? რატომ და ისევ ილფ-პეტროვს თუ დავიმოწმებთ: «ავტომობილი ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა». თუმცა მაშინ, როდესაც ამას ამბობდნენ, ანუ დანჯღრეული «ანტილოპა გნუს» ეპოქაში, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ავტომობილი, ფუფუნების საგანიც გახდებოდა და პრესტიჟის ნიშანიც, რადგან, როგორც იტყვიან, მანქანაც არის და მანქანაც... ანუ სად ჩემი 19 წლის ფორდი და სად კობა დავითაშვილის «პრადო», «პოლნი ნავაროტებით და ბლატნოი ნომრებით»?! სწორედ ისეთ მრავალათასიან ჯიპებში ჩადეს ერთი ადგილი, რის გამოც ცოტა ხნის წინ მიშნაცების მაღალჩინოსანთ ამუნათებდნენ _ შედარებით იაფ მანქანებს აღარ კადრულობენ, საბიუჯეტო, ანუ ხალხის ფულს, ჰაიჰარად ხარჯავენო! ახლა მავანი მეტყვის, ესენი ბიძინას ფულებს ხარჯავენ და რა ჩვენი საქმეაო. არა, ბატონო! ასეთი მიდგომა მხოლოდ ბიძინას ქველმოქმედების მიმართ შეიძლება იყოს(?) სწორი, მაგრამ, როდესაც საქმე «ქართული ოცნების» დაფინანსებას ეხება, რომელსაც ასე სასოებით შეჰყურებს (ჯერ კიდევ შეჰყურებს) საქართველოს უმეტესი ნაწილი, დიახაც გვაქვს უფლება, ვიკითხოთ, თუ ვინ, რამდენს და რისთვის ხარჯავს! ეგეც არ იყოს, რამდენად ზნეობრივია, რომ ამ გაჭირვებულ-დამშეულ ქვეყანაში ივანიშვილის ხელგაშლილობით სარგებლობ და ქართულ ოცნებაზე უწინ საკუთარ ოცნებებს ისრულებ?! ან ნათესავი არა გყავს, ან გაჭირვებული ნაცნობი?.. შედარებით იაფი მანქანები გეყიდათ და დანარჩენი იმათთვის მიგეცათ ან სიონთან გაგევლოთ და მოწყალება გაგეღოთ... ამ მანქანების «საგაზე» უფრო ამაზრზენი ხელფასების წინსწრებით აღება, ანუ ერთი წლის თანხების ათვისების ამბავი იყო. სამწუხაროდ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად ვერ არის პოლიტიკურად «გრამატნი», რომ, მიუხედავად გამხმარი კუჭისა და გახვრეტილი ჯიბისა, მიხვდეს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე ნაკლები კი არა, ხშირად უფრო დიდი მადაც შეიძლება ჰქონდეს და ყველაზე მთავარი _ ხალხმა არ იცის, რომ ასეთი მადა იმიტომ აქვთ, რომ მთელი წლის მანძილზე «ხალხზე ზრუნვისგან» გამოფიტული ორგანიზმი ახალ წელს მაინც შეივსონ გოჭ-საცივ-გოზინაყის კალორიებით. იქ «რესპების დედოფალმა» თინა ხიდაშელმა დაახეთქა: 20 ათასი ავიღეო; აქ დავით ზურაბიშვილს ჰქონია ხელფასი «დესიტ ტიშიო». აქედან გამომდინარე, «რესპების» ისეთ ღლავებს, როგორებიც ძმები ბერძენიშვილები ან თინიკოს მეუღლე, დავით უსუფაშვილი არიან, ხომ აზრზე ხართ, რამდენი «ტიში» ექნებათ? მოკლედ, თბილისური ჟარგონით თუ ვიტყვით _ «обнаглели фраера», ანუ აგულავდნენ რა ჯერ კიდევ გუშინ პოლიტიკურ მორგში მყოფი «სვეტსკი ლიბერასტები». არადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის უცნაური და მოულოდნელი არჩევანი (რის გამოც, რაც დრო გადის, სულ უფრო დრტვინავს ეროვნულ-ტრადიციულ-მართლმადიდებლური ღირებულებების სულისკვეთების ქართველი საზოგადოება), დღეს «რესპები» უკვე კაი ხნის ბალზამირებულები იქნებოდნენ და მალე ვინძლო პოლიტიკური ორმოციც გადაგვეხადა «მადლიერ» ქართველ ხალხს მათთვის. მაგრამ ყველას მაინც კობა დავითაშვილმა «მოუჯოკრა»: მეო, დასამალი არაფერი მაქვსო და საახალწლოდ გაახარა ცოლშვილი ჯერ ახალთახალი ჯიპით, მერე ადგა და საკუთარ თავს 5000-ლარიანი საახალწლო პრემიაც გამოუწერია. «პახოდუ პიესი», არც მისი ორკაციანი ხალხის პარტიის რაიონული შეფ-მოადგილეები დაივიწყა და, შესაბამისად, მათაც 1000 და 500 ლარებით მიულოცა ახალი წელი. მოკლედ, მადაც ამას ჰქვია, ძმაო! ჰოდა, მოდი და ნუ გაგახსენდება ის ცნობილი «ნავერტელე», რაშიც ერთ მარნეულელ თუ ბოლნისელ გოიმ მემწვანილეს «დვაცატ ტიში» შეაწერა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ! აგერ ბიძინა ივანიშვილმა «მილიონ სჩემტო» არ ჩაურიცხა?! აქედან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენი ჯიპი და «ნავერტილე» მოუვა ხალხის პარტიის ბელადს «მილიონ სჩემტოთი»? პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, ერთი შეხედვით, უმარტივეს კითხვაზე, რადგან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და აი რატომ: დავუშვათ, ჯიპებისა და ასეტრინის მიახლოებითი საბაზრო ფასი დავადგინეთ. იმასაც გაგიმხელთ, რომ ის «სჩემტო» 100 ათასია. მაშ, მეტი რა არის საჭირო? როგორც ყველასათვის ნაცნობი ტავარიშჩ საახოვი იტყოდა, «ა, ნეთ, თარაფიცა ნე ნადა», რადგან იმ «მილიონ სჩემტოს» ბუღალტერიც და მოლარეც თავად კობა დავითაშვილია, ანუ ხალხის პარტიის შეფის მადაზეა დამოკიდებული იმ ამოცანის ამონახსნი და გაიგე ახლა შენ, ხვალ რამდენ «ნავერტელეს» მიირთმევს, ანუ რამდენ შამფურ ზუთხის მწვადს გამოუყვანს წირვას ბატონი კობა, ზეგ კი «ლამბორჯინი დიაბლო» რომ მოუნდეს, რას შობი მერე? ჰა, ხომ ვიყავი მართალი, ჩემო მკითხველო _ არც ისე ადვილია «ნავერტელეს» ამოცანის ამოხსნა-თქვა! ჰო, მაშარაფის ხარჯებზე არაფერი მითქვამს... P.S. სახუმაროდ და საქილიკოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. «ქართული ოცნების», პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილში სკეპტიციზმი დღითიდღე მატულობს. სამწუხაროდ, ასეა ეს და ამის დაუნახაობა დღეს-ხვალ შეიძლება ისეთ დამარცხებად მოევლინოს ქვეყანას, როგორსაც ვერანაირი ოცნებები ვეღარ უშველის. კობა დავითაშვილის ნავერტელეს კიდევ აიტანდა კაცი, არც ზვიად ზიძიგურია დიდი უბედურება, მითუმეტეს _ ირაკლი ალასანია, რომელიც იქნებ ყველაზე მეტი სიმპატიით სარგებლობს საზოგადოებაში, მაგრამ რესპუბლიკელები? ერთი ქართული ანდაზის არ იყოს, «ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო», ასეა ჩვენი და რესპების საქმე! ანუ ბოლო 20 წლის მანძილზე ქართველმა ხალხმა არაერთხელ უთხრა უარი რესპუბლიკელი ინტელექტუალების ლიბერასტულ იდეოლოგიას, რადგანაც ეს იგივეა, რაც თავისუფლების ინსტიტუტის (ან პირიქით? და მართლაც ვირები ვიქნებით, თუ მაგათ ოდესმე ვენდობით) იდეოლოგია. ამიტომაც ვერ ასცილებია მათი რეიტინგი 2-3 %-ს სამართლიან თუ გაყალბებულ არჩევნებში! ამიტომ ბატონ ბიძინას, უნდა თუ არა, მოუწევს, აუხსნას ქართველ საზოგადოებას, თუ რატომ გვტენის ცხვირში პიტნას. თუ არა და, ქართველი ერი მხოლოდ ბიძინას ხათრით მხარს ვერ დაუჭერს თავისუფლების ინსტიტუტის ყლორტებს (თუ პირიქით?), რესპუბლიკურ პარტიას! "საქართველო და მსოფლიო" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts