Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მამუკა გობეჩიას 1 წლით პატიმრობა ელის


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"

21:52 22.01.2012

მედია-კავშირ “ობიექტივის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა გობეჩიას, რომელიც ამავდროულად “წინააღმდეგობის მოძრაობაშია“ გაერთიანებული, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გობეჩიას ბრალი ხულიგნობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა 24 იანვარსაა დანიშნული.

 

http://2.bp.blogspot.com/-8AzaDToD2hE/TxxMtAojvRI/AAAAAAAAF-w/XGACzYnhtGU/s200/mamuka%2Bgobechia.jpgსაქმე ეხება ხუთი თვის წინ - 2011 წლის 11 აგვისტოს, ფილარმონიასთან არსებულ გაჩერებაზე ავტობუსის ყვითელფორმიან კონტროლიორთან მომხდარ ინცინდენტს.

 

წინამდებარე სტატია ეყრდნობა საქმის მასალებს, რომელსაც თავიდან ბოლომდე გულდასმით გავეცანი. ადვოკატობა და იურიდიული განათლება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქმის მასალებში სიცრუის შემცველი ცნობები აღმოაჩინო და დარწმუნდე იმაში, რომ გამოძიება ყვითელფორმიანი კონტროლიორის სასარგებლოდ მიმდინარეობდა.

 

მაგალითად, თუ არა სიცრუე, მაშინ რა ჰქვია იმას, რომ ვერის ბაღთან, გაჩერებაზე მყოფმა ერთმა ყვითელფორმიანმა დაინახა როგორ ჩამოვარდა ავტობუსიდან მეორე ყვითელფორმიანი კონტროლიორი?!

 

მნიშვნელოვანია ის, რომ კონტროლიორებმა ინცინდენტის დროს საპატრულო პოლიცია კი არ გამოიძახეს?! არამედ, პრობლემის გადაწყვეტის ქუჩურ მეთოდს მიმართეს - ერთმა მეორეს დაურეკა მომეშველეო. ამასობაში მათთან პოლიციაც მივიდა მამუკა გობეჩია ყვითელფორმიანი კონტროლიორების ოცმეთაურ პაატა დოლიძესთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

ზემოხსენებული ინცინდენტის დროს დაზიანებები კონტროლიორმაც მიიღო და მამუკა გობეჩიამაც, მაგრამ გამოძიებამ დაზარალებულად შპს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ოცმეთაური პაატა დოლიძე ცნო. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მამუკა გობეჩიას აღენიშნებოდა: “სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის შუა მესამედში, გარეთა გვერდით ზედაპირზე; ნაჭდევები - მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში“.

 

რაც შეეხება პაატა დოლიძის დაზიანებებს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ოცმეთაურს დაუზიანდა: “მარცხენა ფეხის კოჭის არე და მარჯვენა ხელის ნეკა თითი“ და მიიღო ტვინის შერყევა. დოლიძეს მოწმედ უდგებიან მისივე ასე ვთქვათ ხელქვეითები - დავით შენგელია და ჯემალ შერმადინი, რომელთა ჩვენებები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. გამოძიებამ მომხდარიდან სამი თვის შემდეგ დაკითხა ავტობუსის მძღოლი, რომელიც ამ კონკრეტულ ინცინდენტზე არაფერს ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მსგავსი ინცინდენტები ხშირად ხდება და გამომდინარე აქედან, 2011 წლის 11 აგვისტოს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.

 

მოწმეები (შენგელია, შერმადინი) და დაზარალებული აღნიშნავენ, რომ ინცინდენტს უამრავი ადამიანი შეესწრო, მაგრამ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ კონტროლიორს მოწმედ, არც ერთი მათგანი დაუდგა. ჩემი აზრით, ალბათ, იმიტომ რომ ფილარმონიასთან არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე კონტროლიორების უმეტესობა გამორჩეულად უტაქტოდ და აგრესიულად იქცევა; ისინი ავტობუსებში ადიან და სანამ ყველა მგზავრს არ შეამოწმებენ, მძღოლებს წასვლის უფლებას არ აძლევენ; როცა ეკითხები რატომ აფერხებენ მოძრაობას, ამაზე ვერაფერს გპასუხობენ.

 

დადგენილებაში პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ, რომელიც 2011 წლის 15 აგვისტოთია დათარიღებული, მამუკა გობეჩიას “ქმედება გამოიხატა შემდეგში“:

 

“...ავტობუსში ავიდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, კონტროლიორი პაატა დოლიძე და მამუკა გობეჩიას მოსთხოვა მგზავრობის ბილეთის ჩვენება. ამ უკანასკნელმა პაატა დოლიძეს უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, მამუკა გობეჩიამ პაატა დოლიძეს ძალადობით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში.

 

შექმნილი ვითარების გამო მამუკა გობეჩიას ძალადობრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ვინაიდან მამუკა გობეჩიას ხულიგნური ქმედებით შეჩერდა ავტობუსის მოძრაობა და დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი“.

 

დაახლოებით იგივეს იმეორებს თავის ჩვენებაში დაზარალებული პაატა დოლიძე - ბილეთი ვთხოვე, მაგრამ გობეჩიამ ბილეთი ჯიბეში ჩაიდო, მითხრა, არ მაქვს ბილეთი, არც ავიღებო და შემდეგ შეურაცხყოფაზე გადავიდაო.

 

“ამის შემდეგ მე ამოვიღე მობილური ტელეფონი და დასახმარებლად უნდა დამერეკა ჩემი თანამშრომლისთვის და თან კიდევ ერთხელ მოვუწოდე მოქალაქეს რათა აეღო ბილეთი... უცნობი მამაკაცისათვის რაიმე სახის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მას ვთხოვდი, რომ აეღო ბილეთი, რაზეც ის გახდა აგრესიული, მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც უცნობმა მამაკაცმა ხელი მკრა და ჩამოვარდი ავტობუსიდან, დაცემისას მივიღე მარცხენა ფეხის კოჭის არეში დაზიანება. ასევე დაცემისას დავარტყი თავი და დამიზიანდა მარჯვენა ხელის ნეკა თითი“, - წერს ჩვენებაში დაზარალებული პაატა დოლიძე.

 

საქმის მასალების მიხედვით, შსს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნიკა თავხელიძე 2011 წლის 11 აგვისტოს ინციდენტს თავის თანამშრომელ ნიკოლოზ არევაძესთან ერთად შემთხვევით შეესწრო, რის შემდეგაც მამუკა გობეჩია და პაატა დოლიძე, “სიტუაციის გარკვევის მიზნით“ ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

მაშინ, როცა ინცინდენტი მოხდა, კონტროლიორი დავით შენგელია სამსახურებრივ მოვალეობას ქუჩის გადაღმა, ვერის ბაღთან ასრულებდა, საიდანაც N51 სკოლასთან არსებულ გაჩერებაზე ასეთი რამ დაინახა(!):

 

“დავინახე მოპირდაპირე მხარეს არსებულ მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ გაჩერებაზე როგორ ჩამოვარდა ავტობუსიდან ჩემი სამსახურის ჯგუფის უფროსი პაატა დოლიძე. მალევე შევხედე, რომ პაატას, რომელიც იყო ასფალტზე წაქცეული, ჩემთვის უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ზემოდან დაუწყო ცემა. მე წავედი მათი მიმართულებით და გადავკვეთე კოსტავას ქუჩა“.

 

სანამ დოლიძესთან შენგელია მივიდოდა, მანამდე მას შერმადინი მიახლებია. ასე ამბობს შენგელია თავის ჩვენებაში, რომელშიც ჩემი აზრით ერთი დიდი ტყუილი წერია - როგორ შეიძლებოდა დაენახა ვერის ბაღთან არსებულ გაჩერებაზე მყოფ ადამიანს, ქუჩის მეორე მხარეს ავტობუსიდან ადამიანის გადმოვარდნა?! ავტობუსის კარი ხომ სკოლის მხარეს უყურებს და არა ვერის ბაღს?! შენგელია ხელმეორედ გასული წლის 13 დეკემბერს დაკითხეს, მაგრამ ამჯერად გადმოვარდნის ამბავი აღარ გაუმეორებია; მეორე ჩვენებაში მხოლოდი ის თქვა, რომ ასფალტზე დავარდნილი ოცმეთაური დაინახა, რომელსაც “ზემოდან აჯდა ვიღაც ჩემთვის უცნობი მოქალაქე, რომელსაც პაატასთვის ხელი ჰქონდა მოჭერილი და ურტყამდა...“ ვნახოთ, შენიშნავს თუ არა მოსამართლე ამ მნიშვნელოვან დეტალს.

 

იმის დასადასტურებლად, რომ მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს ჰგავს, ერთ მაგალითს მოგივყვან - კონტროლიორი ჯემალ შერმადინი (ისევე, როგორც შენგელია) აღნიშნავს: “ჩემი თანამშრომელი პაატა დოლიძე იყო დავარდნილი ასფალტზე და ზემოდან აჯდა ვიღაც ჩემთვის უცნობი მოქალაქე, რომელსაც პაატასთვის ყელზე ჰქონდა მოჭერილი ხელი და ურტყამდა“.

 

გამოძიებამ მამუკა გობეჩია სამჯერ დაკითხა - 2011 წლის 11 და 18 აგვისტოს მოწმის სტატუსით, ხოლო 2011 წლის 15 დეკემბერს - ბრალდებულის. გობეჩია აცხადებს, რომ უდანაშაულოა და შესაბამისად, თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს. ჩვენებაში ამბობს, რომ ბილეთი აღებული ჰქონდა და რომ ინცინდენტი კონტროლიორის პროვოცირებულია:

 

“კონტროლიორმა დაახლოებით მეტრანახევრის მანძილიდან მომთხოვა სამგზავრო ბილეთი, რომელიც ვაჩვენე, ისე, რომ მისთვის აღნიშნული ბილეთი არ გადამიცია. ამის დანახვაზე მითხრა, რომ აღნიშნული ბილეთი იყო ძველი. მე კონტროლიორის ამ განცხადებით გავღიზიანდი და თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად, რაზეც მე ბილეთი ჩავიდე ჯიბეში და ვუთხარი, რომ ბილეთს მას არ წარვუდგენდი; მოვუწოდე რომ მას გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია და მხოლოდ ამის შემდგომ წარვუდგენდი ბილეთს. ამის შემდგომ მე მივუახლოვდი სალარო აპარატს, რა დროსაც მე კონტროლიორმა მითხრა, რომ თავი დამენებებინა ძველი ბილეთებით სიარულისათვის. მე მას ვუთხარი, რომ რომ მიცნობდე, ასეთ შეურაცხყოფას არ მომაყენებდი-მეთქი და კონტროლიორის თვალწინ ავიღე კიდევ ერთი სამგზავრო ბილეთი. ამის შემდეგ კონტროლიორმა მითხრა, რომ აღნიშნული ავტობუსის ბილეთი, რომ გქონოდა, ახალს აღარ აიღებდიო და ყურში ჩამჩურჩულა “გაგიცნობ კი არა ისეთს აირტყავო“...

 

აი, ამის შემდეგ დაიწყო ინცინდენტი, რაშიც გობეჩიას განმარტებით მონაწილეობა ოცმეთაურთან ერთად სხვა ყვითელფორმიანებმაც მიიღეს - “დამიწყეს ცემა, ზოგმა ფეხით, ზოგმა ხელით. მირტყამდნენ სახის, ზურგისა და მუცლის არეში...“

 

მამუკა გობეჩია უფლებებს მედია-კავშირ “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წევრი ჯუმბერ მილორავა იცავს, რომელმაც ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი შაფათავას გამომძიებლის აცილების შუამდგომლობით მიმართა, რაც პროკურორმა არ დააკმაყოფილა; ყველაფერი რიგიანად და ლაზათიანად გამოიძია, თქვენი შუამდგომლობა უსაფუძვლოაო, - მიწერა ადვოკატ ჯუმბერ მილორავას. ახლა ჯერი მოსამართლეზეა - რამდენად რიგიანი და ლაზათიანი იქნება მის მიერ წაყვანილი სხდომები და ბოლოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამას თვალ-ყურს მივადევნებ და აუცილებლად გაცნობებთ.

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-3136456514762135960?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
რომ ინცინდენტს უამრავი ადამიანი შეესწრო, მაგრამ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ კონტროლიორს მოწმედ, არც ერთი მათგანი დაუდგა.

ვინ დაუდგებოდა მოწმედ; – ზოგს ,,ძველ–ბიჭობაზე" აქვს პრეტენზია, ზოგს კონტროლიორებზე აქვს გართულება, . . .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ ინცინდენტს უამრავი ადამიანი შეესწრო, მაგრამ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ კონტროლიორს მოწმედ, არც ერთი მათგანი დაუდგა

ვინ დაუდგებოდა მოწმედ; – ზოგს ,,ძველბიჭობაზე" აქვს პრატენზია; ზოგსაც კონტროლიორების დანახვაზე ,,გულის პრანჭვები" ეწყება, . . .

კონტროლიორს მოწმედ, არც ერთი მათგანი დაუდგა. ჩემი აზრით, ალბათ, იმიტომ რომ ფილარმონიასთან არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე კონტროლიორების უმეტესობა გამორჩეულად უტაქტოდ და აგრესიულად იქცევა; ისინი ავტობუსებში ადიან და სანამ ყველა მგზავრს არ შეამოწმებენ, მძღოლებს წასვლის უფლებას არ აძლევენ;

თქვენი აზრით; – ,,უტაქტო და აგრესიული" მოქცევა სამგზავრო ბილეთების შემოწმებაში გამოიხატება?!, . . .

კონტროლიორების უმეტესობა გამორჩეულად უტაქტოდ და აგრესიულად იქცევა;
რატომ მე არ მექცევიან ,,აგრესიულად და უტაქტოდ!?,". . .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...