planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/maswavlebeli-300x248.jpgსაქართველოში ყოველი მეოთხე მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან USAID აცნობეს, საქართველოში რეპეტიტორობის გავრცელების საკითხზე 2011 წლის ივლისი-დეკემბერის პერიოდში კვლევა განხორციელდა. კლევა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ დღეისთვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და რეგიონებში, ისევე როგორც მაღალ შემოსავლიან და დაბალ შემოსავლიან ოჯახებში. დედაქალაქში მცხოვრები, მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება. კერძო რეპეტიტორობის აუცილებლობას გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 90% ადასტურებს. გამოკითხულთა ის 60%, რომელიც არ ემზადება, ამის მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს. რეპეტიტორებზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი, გამოკითხულთა აზრით, სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობაა. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი კერძო რეპეტიტორობის თემაზე 2003 წლიდან მუშაობს. კვლევის მესამე, 2011 წლის ივლის-დეკემბერში, განხორციელებული ეტაპის ძირითადი მიზნები იყო: საქართველოში კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის გავრცელების შესახებ განახლებული მონაცემების შეგროვება; ამ ინსტიტუტის უკეთესად რეგულირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ამ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის ინიცირება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts