planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images8-300x84.jpgმედიაკავშირმა “ობიექტივმა” მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. “ობიექტივის” ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 2011 წლის 13-დან 25 დეკემბრამდე ჩატარდა. კვლევის შედეგებს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “კითხვაზე, კონსტიტუცია რომ შეიცვალოს და შესაძლებელი გახდეს პრეზიდენტის არჩევა სამი ვადით, დაუჭერდით თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილს? 12,38% პასუხობს, რომ დიახ, 78.88% – არა, 7.6% ამბობს, რომ ჯერ არ იცის, ხოლო კითხვას არ პასუხობს 1.14%. ამავე შეკითხვაზე დედაქალაქში გამოკითხულმა რესპოდენტებმა ასე უპასუხეს დიახ – 11%; არა – 82.53%; ჯერ არ ვიცი – 5.58%; არ ვპასუხობ – 0.89%. შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ აღუდგინონ და მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, აირჩევდით თუ არა საქართველოს პრეზიდენტად? ქვეყნის მასშტაბით პასუხები ასე განაწილდა – დიახ – 65.30%; არა – 20.19%; ჯერ არ ვიცი – 14.40%; არ ვპასუხობ – 0.11%.ამავე შეკითხვაზე დედაქალაქში გამოკითხულმა რესპოდენტებმა ასე უპასუხეს – დიახ – 65.05%; არა – 20.07%; ჯერ არ ვიცი – 13.90%; არ ვპასუხობ – 0.98%. გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ახმეტაში, ბოლნისში, ბორჯომში, გალში, გარდაბანში, გორში, თეთრიწყაროში, თელავში, მარნეულში, სენაკში, საჩხერეში, ყვარელში, ხაშურში. სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი. მათგან– 49% მამაკაცი, 51% –მანდილოსანი. გამოკითხულთა 36% 18–30 წლამდე ასაკისაა, 47% – 30–60 წლამდე, 17% 60 წელს აღემატება. გამოკითხულთა 21% მუშაობს, 37% უმუშევარია, დანარჩენებმა არ გაამხილეს, მუშაობენ თუ არა. გამოკითხულებმა 20 კითხვას უპასუხეს.” იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts