planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images-11.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას მე-4 პოლიტიკური სამმართველოს დირექტორი კლოდ ვაილდი ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მე-4 პოლიტიკური სამმართველოს მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ მნიშვენლოვან საკითხებზე, როგორიცაა მრავალმხრივი სამშვიდობო პოლიტიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, მიგრაცია და ჰუმანიტარული პოლიტიკა. შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს, ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში, დღეს ეწვია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts