planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/vashadze3332.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველო კვლავ დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ ევროსაბჭოს ღირებულებებსაც. ამის შესახებ განცხადება, ვაშაძემ დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ასამბლეამ ზედმიწევნით კარგად შეაფასა არსებული კონფლიქტი და ვითარება, ასევე გადაწყვეტის გზები. “საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველებისა და სხვა ერების ეთნიკური წმენდა ადასტურებს, რომ ევროპის საბჭოს დამფუძნებელი მამების მიერ დასახული მიზნები ჯერ კიდევ მიღწეული არ არის”,- განაცხადა ვაშაძემ. მინისტრის განცხადებით, სანამ კონფლიქტი ასამბლეის დღის წესრიგში რჩება, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდება აღიაროს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებისა და შეთანხმებების შესრულებას ალტერნატივა არ აქვს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts