planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/somxuri-eklesia2-199x30011.jpgსაერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის “სურბ ნშანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ქართულ და სომხურ მხარეებს ცალმხრივი ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას მიესალმება. “საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოუწოდებდა ხელისუფლებას, ამ ძეგლის დაცვისათვის შესაბამისი ზომები მიეღო. ეკლესიის შენობის დაუცველობის გამო ხანძარს იქ ადრეც ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკული ფერწერა განადგურდა. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ძეგლის დაზიანებისაგან დასაცავად რაიმე ზომა არ მიღებულა. როგორც ცნობილია, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში კულტურული მემკვიდერეობის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და მისი გადაწყვეტა, მხარეების მცდელობების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ორივე ქვეყნის ეკლესიის მხრიდან რამდენიმე ეკლესიისა და სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებასთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტები და ინტერესები არსებობს. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე ამ ძეგლების სათანადო მოვლისათვის, აუცილებელი საკონსერვაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისათვის ზომები მიეღო, რათა ამ ძეგლების მდგომარეობის გაუარესება გამორიცხულიყო. ამასთან, ვთვლით, რომ როგორც ქართულმა, ასევევ სომხურმა მხარეებმა ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან თავი უნდა შეიკავონ და ამ ძეგლებთან დაკავშირებული ყველა ქმედება ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონიტორინგის ქვეშ განხორციელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შემდგომ განცხადება სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას ძეგლის გადასარჩენად გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. “მისასალმებელია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ქალაქის მერიას მიმართავს, “სურბ ნშანში” გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელოს. ვთვლით, რომ ეს ნაბიჯი ჯანსაღ ვითარებას შექმნის და ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიურ როლს ითამაშებს. “მრავალეროვანი საქართველო” ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რიგი აქტივობებისა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ვფიქრობთ, ამ პროცესში დადებით წვლილს შეიტანს”, – აღნიშნულია საერთო-სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ “ექსპრესნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ტაძრის სავალალო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც „ექსპრესნიუსს“მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ განუცხადა, ტაძარი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვოდა, მასში საბჭოთა კავშირის დროინდელი წიგნები ინახებოდა. რამდენიმე ხანი ეკლესიაში ბიბლიოთეკაც იყო განთავსებული. „ხანძარი 3 იანვარს შუადღისას გაჩნდა, სულ 6 სახანძრო მანქანა იყო გამოძახებული,დაიწვა ყველაფერი რა ეკლესიის შენობაში იყო, ასევე ჩამოინგრა ერთი ბოძი. წყალმა გაანადგურა ყველაფერი რაც ცეცხლს გადაურჩა. “,–განაცხადა ვერცხლის ქუჩაზე მაცხოვრებელმა ტიგრან ავეტისიანმა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ–ჯერობით დაუდგენელია. შენობა სასწრაფოდ გასუფთავებას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. სურბ-ნშანი თბილისელმა სომხებმა1701 წელს ააშენეს. ტაძარი ამჟამად, საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts