Jump to content
Planeta.Ge

ჩინეთი ბლოგერებს ნამდვილი სახელით რეგისტრაციას ავალდებულებს


Recommended Posts

ჩინეთის ხელისუფლება ნერგავს ახალ წესებს, რომლებიც მომხმარებლებს ტვიტერის ჩინურ ვარიანტსა და სხვა ბლოგებზე ნამდვილი სახელით რეგისტრაციას დაავალდებულებს. ახალი მომხმარებლის რეგისტრაციისას ნამდვილი სახელის გადამოწმება იქცევა ნორმად. ამის გარდა წარსულში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს გარკვეულ ეტაპზე თავიანთი ნამდვილი სახელების წარდგენა მაინც დასჭირდებათ.

ჩინური მიკრობლოგები ხშირად ამხელენ ხელისუფლების სხვადასხვა ბოროტ ქმედებებს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას.

სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ ახალი ზომების მიღება, ნამდვილი სახელით დარეგისტრირებასთან დაკივშირებით, უკავშირდება ცენზურის შემოღებას, ვინაიდან ეს გაადვილებს ქსელში კრიტიკული გამონათქვამების ავტორის მოძებნას.

Twitter, ისევე როგორც სოციალური ქსელი Facebook, ფორმალურად აკრძალულია ჩინეთში, სადაც ინტერნეტი მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

თუმცა მიკრობლოგებმა (ვეიბო – როგორც ჩინეთში უწოდებენ) ჩინეთში დიდი პოპულარობა მოიპოვეს. 2011 წლისთვის მიკრობლოგებში რეგისტრირებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 500 მილიონიანი მომხმარებელთა ნახევარი ასეთი ბლოგების მიმდევარია.

გასული წლის დეკემბერში რამოდენიმე ქალაქში (მათ შორის პეკინი) მომხმარებლებს მოსთხოვეს ნამდვილი სახელით დარეგისტრირება. აქვე ცნობილი ხდება განცხადება, რომ მსგავსი ზომები იქნება მიღებული ქვეყნის მასშტაბით, როცა პროექტის საპილოტე სტადია დამთავრდება.

ამ ზომებმა მილიონობით ჩინელი ბლოგერის შეშფოთება გამოიწვია.

2011 წელს ინტერნეტის ჩინურ სეგმენტში აქტიურად განიხილებოდა ისეთი ხელისუფლებისთვის მიუღებელი თემები, როგორიცაა ჩქაროსნული მატარებლის კატასტროფა ვენჩჟოუში და მასობრივი პროტესტები დალიანში.

დასავლეთის ექსპერტების დაკვირვებით ჩინეთი საკმაოდ შეშფოთებულია მოსახლეობას შორის ბლოგების გავრცელების ტემპებით, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ხელისუფელბის მონოპოლიას საფრთხეს უქმნის.

http://www.ireporter.ge/2012/01/23/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი კი აპირებენ საერთოდ გათიშვა ფეისბუქის, ტვიტერის, იუთუბის და ა.შ. Edited by Heroes
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი კი აპირებენ საერთოდ გათიშვა ფეისბუქის, ტვიტერის, იუთუბის და ა.შ.

არა რა გათიშვას ეგ რაღაცა ისეთი ნიტო პონტი იყო, მე როგორც ვიცი ეგ თემა ჩაიშალა გათიშვასთან დაკავშირებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩინეთში სხვა წესებია . მოკლედ ყველა ცდილობს მომხმარებელი გააკონტროლოს რა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ჩინეთში სხვა წესებია . მოკლედ ყველა ცდილობს მომხმარებელი გააკონტროლოს რა

არ გამოუვათ.. როგორც არ გამოსდით ირანში და ჩინეთშიც

 

ერთადერთი ჩრდ. კორეაში გამოსდით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...