Jump to content
Planeta.Ge

ფლეშობ შოუში მონაწილეობაზე თითოეული ინსტიტუტი 10 000ს იხდიდა


Recommended Posts

ადრე დავწერე ეს ბლოგი და რადგან საიტი აპოლიტიკურია , შევეცადე მაქსიმალურად არ შევხებოდი პოლიტიკას .

http://site.alo.ge/2011/12/26/ფლეშმობ-შოუ-სკანდალებით/

ტელეკომპანია“იმედის“ ეთერში მიმდინარე უწყინარი შოუ სერიოზული გაუგებრობებით დასრულდა.

 

დაძაბულობის პირველი ეტაპი სამედიცინო უნივერსიტეტის გავარდნის შემდეგ დაიწყო. გუნდმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა ტელევიზიის ჩინოსნები მიკერძოებულობაში და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

 

ფეისბუქი დამარცხებულების მხარდამჭერების უკმაყოფილობით აჭრელდა. არ ვაპირებ დეტალების გარკვევას,იმედია ამას ჟურნალისტები მიხედავენ ,მაგრამ უცნაურია, რომ ამ დონის სკანდალი ფაქტიურად არ გაშუქდა ტელესივრცეში.

 

არანაკლებ უცნაურად განვითარდა შოუს ფინალი. წამყვანებმა განაცხადეს, რომ მაგთიდან ვერ იღებდნენ ესემესებს და ეს ხდებოდა ყველასათვის გადამწყვეტ მომენტში. გამოვლინდა გამარჯვებული,მაგრამ მაგთიკომის განცხადებამ სიტუაცია უფრო გაურკვეველი გახდა

 

უცვლელად გთავაზობთ მაგთიკომის განცხადებას:

 

გუშინ, 24 დეკემბერს, გადაცემაში FLASHMOB შოუ, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერით, გავრცელდა ინფორმაცია რომ, თითქოს კომპანია მაგთიკომის-გან არ ხდებოდა სმს-ების მიწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ რომ,

 

კომპანია მაგთიკომი ამ შემთხვევაში ახორციელებდა მხოლოდ, აბონენტებისგან სმს ების მიღებას და შესაბამისად ამ სმს-ების ტელეკომპანია “იმედზე” მიწოდებას. ყველა სმს-ი, რომელიც გაიგზავნა ნომერზე 1210 მიღებული იქნა მაგთიკომის მიერ და გადაგზავნილი იქნა ტელეკომპანია “იმედთან”.

 

გადაგზავნილი სმს-ების გარკვეულ ნაწილზე ტელეკომპანია “იმედიდან” მოდიოდა პასუხი, ამ სმს-ების მიღება ვერ მოხერხდა. გვსურს გაცნობოთ, რომ, 24 დეკემბერს მაგთიკომს სმს-ებთან დაკავშირებული არანაირი შეფერხება არ ქონია.

 

გუშინდელ ხარვეზთან დაკავშირებით კი ყველა დეტალი გაირკვევა ტელეკომპანია “იმედთან” ერთად, და დადგინდება თუ რატომ ბრუნდებოდა “იმედის” მხრიდან მიწოდებელი სმს ების სტატუსი მიუწოდებლად.

 

ამომწურავ პასუხს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

 

მადლობას გიხდით რომ სარგებლობთ მაგთიკომის ქსელით.

 

იმედია, ორივე კომპანია ყველას გაგვარკვევს რა მოხდა .სასაცილოა,როცა მაინცდამაინც ფინალში ამ დონის ტექნიკურ წუნს აქვს ადგილი,რომელიც კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ყველაზე რეიტინგული არხის ისედაც შელახულ რეპუტაციას.

ეს ისტორია დასრულებული მეგონა, რომ არა ტახირის გოჭის (გიორგი არველაძის) აღსარება მოცემულ თემაზე.

http://s53.radikal.ru/i139/1201/34/68f7add68a27.jpg

ანუ ამ პროექტს აფინასებდნენ ინსტიტუტები, გარკვეული დოზით განათლების სამინისტრო და წარმოიდგინეთ დასასრული.

 

დასკვნები თქვენ გააკეთეთ :|

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ძალიან ბევრ თემაში, რასაც ამ ბოლო დროს ხშირად ხსნი, ფაქტიურად აკეთებ ერთიდაიგივეს: ამხელ ღორებს მძღნერის ჭამაში. რა საჭიროა? ისედაც ყველამ იცის, რომ თავისუფლად მიშვებული ღორი მძღნერს ჭამს. ისიც ყველამ იცის, რომ ვერ გადააჩვევს :) უნდა დაკლა და კაი მწვადი ჭამო, სულ ეგაა :) ამიტომ, შენ ის დაწერე, რას გვთავაზობ, როგორ დავკლათ ღორები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...