babuagiorgi Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 “ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას, სახეები ტოვებენ”, საინფორმაციო სააგენტოებისა და პოლიტიკოსების “საყავრელი” დღის ფრაზა, რომელიც ჟურნალისტ ნანა დევდარიანის ოცნებიდან წამოსვლამ მოიტანა.დატოვა, განა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ “ოცნებას” ხალხი მასიურად ტოვებს. ერთმა დატოვა და ხვალ 9 მივა. პრობლემა იმაში არ არის ვინ დატოვა, არამედ იმაშია თუ ვინ არ მივიდა, ან რატომ არ მოიწვიეს.დღეს ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის განკარგულბაში მყოფი “ავტორიტეტებიდან”, მაქსიმუმ ოცნების ტიპის ორგანიზაცია თუ ჩამოყალიბდება და არა პარტია. აქედან გამომდინარე, იბადება რამოდენიმე კითხვა; უნდა ბიძინა ივანიშილს პარტიის ჩამოყალიბება, თუ მისთვის საკამრისია ნაციონალური მოძრაობის სუსტი სუბიექტის მქონე ორგანიზაციის მეშვეობით შანტაჟი? ან კიდევ რამდენად ძალუძს ბიზნესმენს ძლიერი დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიებება? არ არის გამორიცხული ის, რომ “ცალკალოშიანი” პოლიტიკური სხარტი ბიჭების დაფინასებამ ბიძინა ივანიშვილს, სოროსისაგან განსხვავებით გულგატეხილობა მოუტანა. გამდიდრებისა და ძალაუფლების გემოვნების შეგრძნობის შემდეგ, “ბიჭები”კონტროლს მიღმა აღმოჩნდნენ, რასთანაც რა თქმა უნდა ოლიგარქი შეგუებას არ აპირებს.თუ ასეთ თეორიას დავუშვებთ, მაშინ გავლენის სფეროს დაბუნებისათვის სულაც არ არის აუცილებელი ძლიერი პარტიის ჩამოყალიბება, არამედ საკმარისია პოლიტიკური აქტიურობის იმიტაცია, რასაც დღეს “ოცნება” წარმატებულად ახერხებს. ამ შემთხვევაში კი საპარლამენტო არჩევენბში მმართველი პარტიისათვის გარკვეული პროცენტების წართმევა, აიძულებს “გაბლატავებულ ბიჭებს” გარკვეული გავლენის დათმობას. გარეგნულად ამას რა თქმა უნდა სხვა სახე ექნება. ერი “იზეიმებს” რეჟიმის გამარჯვება–დამარცხებას და მომავალი საპრეზიდენო არჩევენბისათვის სამზადის შეუდგება.ქართული პოლიტიკის “გზამკვლევი” კი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ საპარლამენტო არჩევენების შედეგად, რამდენად კმაყოფილი დარჩება ოლიგარქი დაბრუნებული გავლენის სფეროს პარამეტრებით. ხშირად ისმის არგუმენტები იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სიყვარულით განმსჭვალული პიროვნებაა, რაც ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რადგან საქართველო თავისებურად ყველას უყვარს, განსხვავება მხოლოდ სიყვარულის სტილშია. ზუსტად საქართველოს სიყვარულის გამოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ რეჟიმის ყოფილ დამფინანსებელ სოროსისგან განსხვავებით მეტი გარისკა. ქართველი კაცია და მისთვის სრული ბედნიერება საქართველოს ფარგლებს მიღმა არ არსებობს, რასაც უცხო ქვეყნის დათმობილი მოქალაქეობა და გაყიდული ბიზნესიც მოწმობს.თუმცა ყველაფერი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშილს საქართველოში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიებება შეუძლია, რადგან დემოკრატიულობის აღქმაც თავისებურ სტილში აქვს, რომელიც უფრო ავტოკრატიულ მიდგომაზე მიუთითებს ვიდრე დემოკრატიულზე. ციტატა ინტერვიუდან – “ის გადაწყვეტილება რომელსაც მე ვღებულობ გააზრებულია და ბოლო სიტყვას მე ვამბობ”, უფრო რომელიმე ბიზნეს საქმიანობაშია გამოსადეგი, ვიდერ დემოკრატიული ტიპის პარტიის ჩამოყალიბებისათვის. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის კონტინგენტი, რომელიც ამ ტიპის პარტიაში შესვლის სურვილს გამოხატავს, სადაც ბოლო სიტყვა “შეფის” პრერეგატივაა.დემოკრატიული პარტია შიდაპოლიტიკური კონფრონტაციის გარეშე არ არსებობს და არ არის აგებული რომელიმე “გვარის სწორებაზე”, არამედ ჯგუფის, ამ შემთხვევაში პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარე საერთო იდეაზე, რომელიც ამომრჩეველს პროგრამის სახით მიეწოდება. ის რომ ოლიგარქს პარტნიორების მიმართ ნდობის კოეფიციენტი დაბალი აქვს სავსებით გასაეგბია, მაგრამ არასაკამრისია დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებისათვის. ასე რომ ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგება, დემოკრატია ან ავტოკრატია.დრო გვანახებს იმას თუ რომელ არჩევანზე შეჩერდება ოლიგარქი, დღეს კი ჯერ–ჯერობით ყველაფერი ავტოკრატიულ არჩევანზე მიუთითებს. ზემოთ მოყვანილი სპეკულაციები, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან და პოლიტიკოსების განცხადებებიდანაა გამომდინარე და არ არის გამორიცხული ის, რომ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს. დღეს მთავარი არაა ის, თუ რა ამბიციები ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს, ან რა ტიპის პარტიის შექმნას აპირებს, არამედ ის თუ რამდენად ნაკლებად სარისკო და მომგებიანი იქნება ეს პროცესი ქვეყნისათვის. მომგებიანობა და რისკი კი დამოკიდებულია გაველნის სფეროს მიღმა დარჩენილ პარტიების რაოდენობაზე მომავალ პარლამენტში. http://www.georgian-style.net/?p=2411 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ნანა დევდარიანის ოცნებიდან წამოსვლამხდება პოლიტიკური სელექცია. ყველა ერთად არ გამოვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ხდება პოლიტიკური სელექცია. ყველა ერთად არ გამოვა ეს უბრალო ფრაზის გამო მოვიყვანე. არც ვიცნობ და არ ვაკეთებ აქცენტს კონკრეტულ პიროვნებაზე. სინაარსი სულ სხვაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ჰა, რა ხდება, ჯერ ისევ გგონიათ რომ ბიძინა ნაცების წინააღმდეგ საბრძოლველად არის მოსული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ჰა, რა ხდება, ჯერ ისევ გგონიათ რომ ბიძინა ნაცების წინააღმდეგ საბრძოლველად არის მოსული? კითხივის ნიშნის ქვეშაა ჯერ ყველაფერი, მაგრამ რაც ხდება და რასაც აცხადებენ იქედან თუ გამოვალთ, მაშინ უფრო გაველნის სფეროების გადანაწილებასთან გვაქვს საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ყველასთან მექნება ერთი შეკითხვა. მოგეხსენებათ ამ და საერთოდ ფორუმს, იუზერების გარდა სტუმრებიც კითხულონ. ხალხი რომ არ დაიბნეს, ხომ არ სჯობია, როცა ერთს ვიწუნებთ, სამაგიეროდ შევთავაზოთ მეორე.მიშა ცუდია, ბიძინა ცუდია, შალვა სულელია და ა.შ. გამოდის რომ საქართველოში ყველა გაყიდული ან გიჟი ყოფილა.აქედან კითხვა: ვინ არის დღეს საქართველოში პიროვნება ან პარტია, რომელსაც შეიძლება ენდოს ხალხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 პიროვნებაზე დამოკიდებულები რომ ვართ, ამიტომაც ვართ ამ დღეში. ვერ გადავბიჯეთ იმას, რომ არა პიროვნება, არამედ პარტია, ჯგუფი ხალხისა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება აგებული.შეუძლებელია შიგნით არადემოკრატიულ პრინციპებზე აგებულმა გარეთ დემოკრატია გაიტანოს. უბრალოდ აბსურდია.კარგი.......... ეს დღეს მომავლის ნატვრაა.მაშინ რა ვქნათ დღეს.დღეს კი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავეთანხმოთ ე.წ. ოპოზიციის გაერთიანების აზრს. ასეთი გაერთიანაება როგოიცაა ივანიშვილის კოალიცია. უფრო სწორედ რაც მეტი დარჩება ამ გაერთიანბის მიღმა და აქედან რაც მეტი შევა ამ ორი ბანაკის გავლენის გარეთ მყოფი პარლამენტში, მით მეტი შანსი გვაქვს იმისა, რომ მომავალში დემოკრატიას მივუახლოვდეთ.გლეხურად ეს ასე ჟღეს; ივანიშილის პოლიტიკაში მსოვლა პოზიტიური იქნება მარავლპარტიულობის შემთხვევაში.ოღონდ ნაღდ მრავალპარტიულობს ვგულისხმობ და არა იმ ტიპის მიშას და ივანიშვილის კოალიციაში რომ არიან. აქ მარვალპარტიულობასთან არ გვაქვს საქმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 ვინ არის დღეს საქართველოში პიროვნება ან პარტია, რომელსაც შეიძლება ენდოს ხალხიდა რატომ უნდა ენდო საერთოდ?შენ ვინმეს ენდობი ხოლმე, რამე საქმეში, აი ისე რა, კარგი ტიპია და რამე, თუ ხელშეკრულებებს უდებ? ასე უნდა იყოს პარტიებიც და პიროვნებებიც. ნდობა არა კვახი. ნდობაზე ერთი ასეთი ამბავი გამსხენდა. ტიპი აუთოვებს თავის იმწუთას გარეცხილ შარვალს, და თან თავისთვის ბუზღუნებს დაბოღმილი: "ეეეეეე, არავის და არაფერს არ უნდა ედნო რა კაცი.. აი იმენა ვაფშე არავის.. დაჟე საკუთარ თავსაც კი არ უნდა ენდო რა.. ამის დედა ვატირე... არადა ხო პროსტა გაკუება მინდოდა რა..." ასე რომ, საკუთარ თრაქსაც კი არ უნდა ედნო ხანდახან, ნიტო ჩტო ვიღაცას და პარტიებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 (edited) ყველასთან მექნება ერთი შეკითხვა. მოგეხსენებათ ამ და საერთოდ ფორუმს, იუზერების გარდა სტუმრებიც კითხულონ. ხალხი რომ არ დაიბნეს, ხომ არ სჯობია, როცა ერთს ვიწუნებთ, სამაგიეროდ შევთავაზოთ მეორე.მიშა ცუდია, ბიძინა ცუდია, შალვა სულელია და ა.შ. გამოდის რომ საქართველოში ყველა გაყიდული ან გიჟი ყოფილა.აქედან კითხვა: ვინ არის დღეს საქართველოში პიროვნება ან პარტია, რომელსაც შეიძლება ენდოს ხალხიმართლა არ არის ისეთი პარტია სწორს იძახი მთიდან.. მეც ეგრე მგონია DonCaredoაბა არ უნდა ენდო პარტიას ვინც მოდის ქვეყნის სათავეში? რა იცი იმას რა ჭკუა აქ და რისი გაკეთება სურს, ჯერ უნდა დაფიქრდე კარგად როგორ აზროვნებს და რა გეგმები აქვს და შემდეგ უნდა აირჩიო, ნდობის ფაქტორია აქ ყველაფერი მეტი კი არაფერი, მოვა ვიღაცა ქვეყნის სათავეში იქეიფებს,ილაღლაღებს იშოვის მილიონებს ხალხის აზრი სუ კიდია აბა ესაა კარგი? ესაა ნდობის ფაქტორი. Edited January 21, 2012 by სარდელ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 აბა არ უნდა ენდო პარტიას ვინც მოდის ქვეყნის სათავეში? არ უნდა ენდო. პარტიას კი არა, მეზობელი რომ გეტყვის, 10 ლარი მასესხეო და საღამოს მოგიტანო, იმასაც არ უნდა ენდო. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იმ მეზობელს მაინც მიცემ იმ 10 ლარს და ჩათვი რომ დაკარგე ის 10 ლარი, ამით არაფერი დაიქცევა. მაგრამ რომ დაცუნცულებენ ამ დირკიან ყუთებში რომ ყრიან ფურცლებს, ვის ენდობი, რატომ ენდობი, რატომ გინდა რომ იმ ვიღაცას შენი შრომიდან შენი ნებით უხადო წილი იმაში, რომ იმან კარგი მანქანა იყიდოს და იგულავოს, აი ეგ არ მესმის. კი ბატონო, თუ შენი ახლობელია, ნათესავია, ძმაკაცია, მაშინ ჰო. მარა თუ არაფერი არაა შენი, და უბრალოდ ენდობი იმაზე, რომ გითხრა, აი მე ამას ვიზამ, იმას ვიზამ. რატომ ენდობი? რომ არ ქნას, რას იზამ? დაელოდები 10 წელი და მერე სხვას მიცემ ხმას? აი მე არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც თან დადიან არჩევნებზე, ენდობიან ამ ოსტაპებს, და მერე წუწუნებენ. მე რომ გავაჩმახო, მორალურად მაინც მაქვს უფლება, იმიტომ რომ ხმა არ მიმიცია არავისთვის და ვაჩმახებ რა, რომ ძალით მართმევენ ფულს და ჭამენ. მარა ვინც ხმა მისცა, რატომ წუწუნებს? მე რომ შენ შეგპირდე რაღაცეებს, არაფერი არ გაგიფორმო, უბრალოდ, სიტყვაზე რომ მენდო და მომცე ფული, და მე წავიდე და კაი ვსვა და ვჭამო. მერე შენ რომ ვინმესთან დაიწუწუნო, ეს რა გააკეთა, როგორ გადამაგდოო, იცი რას გეტყვიან? ხვდები ალბათ ასეა ზუსტად ის "ამომრჩეველი", რომელიც ჯერ ირჩევს, და მერე წუწუნებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 DonCaredoარც ეგრე არაა რა, აბა რაღა უნდა ქნა, აშკარაა რომ ვიღაცას უნდა ენდო იქნებ კაი მაინც აღმოჩნდეს, რატო გააჩნია მეზობელსაც ეგ დრო აღარ არის ეხა ნუ შეილება სადღაც არის მარა მე არ მეხება, არ ვიცი რა დავწერო დღევანდელ პოლიტიკაზე საერთოდ არც აგარაფერია დასაწერი ყველა ერთმანეთში დაობს, ზოგი მიშისტია ზოგი ივანიშვილს უჯერს მხარს და ასე შემდეგ სადაო თემაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 აშკარაა რომ ვიღაცას უნდა ენდორატომაა აშკარა?ზვიადისტკები: აბა ვის გავყვეთ ბატონო ჯაბა?ჯაბა: ტრამვაის გაყევით რატომაა აუცილებელი, ან საჭირო, რომ ენდო, თანაც ვიღაცას? მოდი მაშინ, მე მენდე და მომეცი ასე 10 000 დოლარი, და უეჭველი დაგიბრუნებ 100 000-ს "ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები, მერე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 კარგი რა არც ეგრე არაა, აბა ამდენი ხალხი რო ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ თუ რა გინდა თქვა მაგით, არ მესმის ნუ აბა რა უნდა ვქნათ რო არავის ვენდოთ? ვინ იქნება სათავეში? არავინ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 აბა რა უნდა ვქნათ რო არავის ვენდოთ? ვინ იქნება სათავეში? არავინ?სათავეში ან შენ უნდა იყო (ნუ, უკიდურეს შემთხვევაში, შენიანი), ან უნდა დაიკიდო, ვინც გინდა ის იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2012 არაა ეგ დაიკიდო ვინც გინდა იყოს, ეგ რო დაიკიდო კარგი ამბავი არ იქნება მარა რა აზრი აქ რო არ გეკიდოს მაინც თავისას აწვებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.