Jump to content
Planeta.Ge

სტივენ ჰოქინგი ღმერთის არსებობას უარყოფს


Recommended Posts

http://www.youtube.com/watch?v=cO75HPGwCqM&feature=player_embedded

სტივენ ჰოქინგი ერთერთი უჩვეულო ადამიანია . ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული დღემდე განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას, ატარებს ექსპერიმენტებს , წერს წიგნებს.

სამყაროსთან კომპიუტერით ურთიერთობს. უნიკალური ხმის სინთეზატორი კომუნიკაციის ორიგინალურ საშუალებად აქცია.

http://site.alo.ge/2012/01/20/სტივენ-ჰოქინგი-ღმერთის-ა/#more-2135

.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
  • Replies 101
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

tu sworad maxsovs amiotropiuli sklerozi aqvs ris gamoc mxolod or tits amodzralebs... igi udidesi ateistia... misi teoriebi ki ganumeorebeli... <3 <3 <3 ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ara sagol houkings ra ... aset mdgomareobashi ori coli moaswro... tan shvilebic... :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასოწარკვეთილი ადამიანია და ამიტომ უარყოფს ღმერთის არსებობას

 

არა უბრალოთ, ვერ ხვთება არსი რაშია ესა ეა ესა.არაუშავს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნწ... ნწ... არაფერიც.... :) :grr: :grr: :grr:

 

და ჰოკინგი არა ჰოუკინგი... :dash2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

"აფრააშვებული ხომალდი რომ დაინახო ზღვაში, რომელიც ზუსტად მიდის თავისი კურსით და უცებ ვინმემ გითხრას - ეს ხომალდი თავისთავად ამოიზარდა ზღვიდან და არავინ მართავსო, გაგეცინებოდა. ჩვენი დედამიწაც ხომალდია, რომელიც სამყაროს ოკეანეში დაცურავს, და მას მართავს არა ადამიანის, არამედ "ღმრთის ხელი". იოანე ოქროპირი <= ეს სტივენ ჰოკინგს ჩემგან ;)

 

ათეისტები, როგორც წესი, "ითხოვენ" გარეგან გამოხატულებას რწმენისა, გეკითხებიან რატომ გწამს? რწმენა უხილავია, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა, ვიდრე გარეგანი გამოხატულება. რაიმეს რწმენას, დაჯერებას მაშინ აქვს ფასი და მადლი, როცა ეს უხილავად, რაიმე მტკიცებულების გარეშე გწამს. თუ ცხვირწინ მაქვს და ყოველი გავლა-გამოვლისას ვეჯახები, ჩემდაუნებურად ვიჯერებ. როცა ვხედავ რომ მაწონი თეთრია, რაღაში მჭირდება ვინმეს მტკიცება, ეს ხომ ისედაც ცხადია?! ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ სულ საწინააღმდეგოს დანახვას ცდილობს და თუ "გაუმართლა" და დაინახა, აუცილებლად დროშის ფრიალით ამცნობს საზოგადოებას საკუთარ "გამჭრიახობის" შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა შეცდომა, რომელიც საუკუნეების მანძილზე "აწუხებდა" ერს. ჩემი დაკვირვებით, ასევე პირადი გამოცდილებით, ერთი რამ შევატყვე ქართველ ათეისტებს (უმრავლესად ახალგაზრდებს) და არამარტო ათეისტებს, ზოგადად ქართველ ახალგაზრდებს: ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ საზოგადოებაში სახელის მოხვეჭას, დამკვიდრებას და რადგან ამისათვის საჭირო გონებრივი რესურსები არ გააჩნიათ, ათას სისულელეს იჩემებენ. ამბობენ, რომ ვარ ათეისტი, თუმცა მისი არსიც კი არ ესმით. (ათეიზმი არის მოძღვრება, რომელიც უარყოფს ღმერთის არსებობას) ამბობენ ვარ აპოლიტიკური, როდესაც ქვეყანა განადგურების ზღვარზეა. და ყველაზე ხშირად მოსმენილი ამაზრზენი ფრაზა: "რა ქართველურად აზროვნებ!", ანუ ჩამორჩი ევროპულ ცივილიზაციას, რომელიც მათი უმრავლესობისთვის რატომღაც შოპინგთან და შერონ სტოუნთან ასოცირდება. ისე არ გამომივიდეს, თითქოს დავცინი ქართულ საზოგადოებას, მეც ხომ მისი ნაწილი ვარ ისეთივე აზრებითა და შეცდომებით, უბრალოდ ძალიან გული მტკივა დავითის, თამარის, ილიას, ვაჟას საქართველოს ასეთ რომ ვხედავ: ღვთისმშობლის წილხვედრ, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე საქართველოში ათეისტობაა მოდაში. ღმერთო დაგვიფარე!

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

igi udidesi ateistia.
მაგრად გამაცინე :D ეს ისეთივე "სიტყვათაშეთანხმებაა", როგორიც მაგალითად უგემრიელესი ფეკალია. ;)~

 

 

ვორნი + 20%

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ ძალიან გული მტკივა დავითის, თამარის, ილიას, ვაჟას საქართველოს ასეთ რომ ვხედავ:

დავითი მრავალცოლიანი დამპყრობი იყო..

თამარი ორჯერ გათხოვილი დამპყრობი....

ილიას და ვაჟას ნაწარმოებებს თუ ჩაუღრმავდებით ნახავთ რომ არცერთი არ იყო მორწმუნე :D

 

ღვთისმშობლის წილხვედრ,

ეს უკვე დაამტკიცეთ?

 

მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე საქართველოში ათეისტობაა მოდაში.

ათეისტობა არაა მოდაში არასწორი ინფორმაცია გაქვს :) პირიქით რწმენიანი და ურწმუნო ყველა ეკლესიაში დადის ხალხის დასანახად :)

 

ათას სისულელეს იჩემებენ. ამბობენ, რომ ვარ ათეისტი, თუმცა მისი არსიც კი არ ესმით.

ვინც ამბობს მორწმუნე ვარო მათთვის თუ გიკითხავს რისი გწამსთქო? ერთი ორი წასულელო ყველგანაა მარა თუ დამიჯერებ მოდას აყოლილი მორწმუნეები მეტი არიან ვიდრე გაუთვითცნობიერებელი ათეისტები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილიას და ვაჟას ნაწარმოებებს თუ ჩაუღრმავდებით ნახავთ რომ არცერთი არ იყო მორწმუნე

:yes:

"დამსეტყვე ცაო"-თ, ვაჟა მართლა ცა-ს ხო არ მიმართავდა, მაგრამ ხალხი (ნებისმიერ) ხელოვნებას ზედაპირულად ეცნობა და რომ კითხო - წანაკითხი აქვთ (და "იმენნა" მაგარი ნაკითხებიც არიან)...! ამას ქვია "მოისმინა"-ს დონის წაკითხვა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავითი მრავალცოლიანი დამპყრობი იყო.. თამარი ორჯერ გათხოვილი დამპყრობი.... ილიას და ვაჟას ნაწარმოებებს თუ ჩაუღრმავდებით ნახავთ რომ არცერთი არ იყო მორწმუნე

ისტორიის წიგნებს ალბათ ბალიშად იყენებდი ;) დავითი "მრავალცოლიანი" მეფე, რომელმაც საქართველო გააერთიანა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე განავრცო. დავითს არცერთი დაპყრობითი ომი არ უწარმოებია.

თამარი-ორჯერ გათხოვილი "დამპყრობი", რომელმაც ოქროს ხანაში აცხოვრა ერი. მთელი მისი მეფობის პერიოდში ინანიებდა მამამისის ცოდვას (პირდაპირი მემკვიდრე რადგან არ იყო).

ილია "არამორწმუნე", რომელიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ელესიამ შემდგომ წმინდანად შერაცხა ილია მართლის სახელით. ერთი პროზაული ნაწარმოები მაინც მითხარი, რომელშიც ილიას არამორწმუნეობა ჩანს.

ვაჟა ასევე "არამორწმუნე", რომელსაც თითოეული მოჭრილი ხე და გათელილი ბალახი სტკიოდა. მისი ერთი პოემა ან პროზაული ნაწარმოები მითხარი, სადაც მისი არამორწმუნეობა ჩანს!

 

ეს უკვე დაამტკიცეთ?

წინა პოსტში დავწერე რწმენის შესახებ და აღარ განვმეორდები

 

ათეისტობა არაა მოდაში არასწორი ინფორმაცია გაქვს პირიქით რწმენიანი და ურწმუნო ყველა ეკლესიაში დადის ხალხის დასანახად

"რატომღაც" ყურადღება არ მიაქციე ჩემს სიტყვებს ("ჩემი დაკვირვებით, ასევე პირადი გამოცდილებით, ერთი რამ შევატყვე ქართველ ათეისტებს"), თორემ ასეთი თამამი არ იქნებოდი და საკუთარი თვალით დანახულის ვერშეცნობას არ დამწამებდი ;)

 

ვინც ამბობს მორწმუნე ვარო მათთვის თუ გიკითხავს რისი გწამსთქო? ერთი ორი წასულელო ყველგანაა მარა თუ დამიჯერებ მოდას აყოლილი მორწმუნეები მეტი არიან ვიდრე გაუთვითცნობიერებელი ათეისტები

ერთი-ორი რომ იყოს ასეთი აქტუალური არ იქნებოდა ეს თემა. თანაც მინდა გითხრა, რომ მოდას აყოლილი ათეისტის და გაუთვითცნობიერებელი ათეისტის არსი ერთიდაიგივეა. ;)

 

საერთოდაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი ნააზრევის გაბათილებას უფრო ცდილობ ვიდრე საკუთარი აზრის დაფიქსირებას ;)

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრად გამაცინე :D ეს ისეთივე "სიტყვათაშეთანხმებაა", როგორიც მაგალითად უგემრიელესი ფეკალია. ;)~

 

 

ვორნი + 20%

ვორნი აირტყი?... :)) ... იცი რას გეტყვი?... ჰოუკინგი მართლაც უდიდესი ათეისტია და აინშტაინივით არ დამართვნია... და კიდევ შენ ჩემზე მეტი ჰოუკინგზე არ გეცოდინება... მერწმუნე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვორნი აირტყი?... ... იცი რას გეტყვი?... ჰოუკინგი მართლაც უდიდესი ათეისტია და აინშტაინივით არ დამართვნია... და კიდევ შენ ჩემზე მეტი ჰოუკინგზე არ გეცოდინება... მერწმუნე...

 

აქ ახალი ვარ და არ ვიცი რა არის ვორნი. ძალიან კარგად ვიცი ჰოკინგი და ცნობილი თეორია დიდი აფეთქების შესახებ., შენ მერწმუნე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიის წიგნებს ალბათ ბალიშად იყენებდი დავითი "მრავალცოლიანი" მეფე, რომელმაც საქართველო გააერთიანა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე განავრცო. დავითს არცერთი დაპყრობითი ომი არ უწარმოებია.

ახლა ჩვენ რო სომხებს ან თურქებს დავესხათ თავს დაპყრობითი ომი არ იქნება?

 

თამარი-ორჯერ გათხოვილი "დამპყრობი", რომელმაც ოქროს ხანაში აცხოვრა ერი.

არც თამარი ყოფილა დამპყრობი :D შუააზიაში რა უნდოდა აბა ?

 

ერთი პროზაული ნაწარმოები მაინც მითხარი, რომელშიც ილიას არამორწმუნეობა ჩანს.

თუნდაც განდეგილი

 

ვაჟა ასევე "არამორწმუნე", რომელსაც თითოეული მოჭრილი ხე და გათელილი ბალახი სტკიოდა.

ეს რა შუაშია რწმენასთან???

 

მისი ერთი პოემა ან პროზაული ნაწარმოები მითხარი, სადაც მისი არამორწმუნეობა ჩანს!

ალუდა ქეთელაური

 

"რატომღაც" ყურადღება არ მიაქციე ჩემს სიტყვებს ("ჩემი დაკვირვებით, ასევე პირადი გამოცდილებით, ერთი რამ შევატყვე ქართველ ათეისტებს"), თორემ ასეთი თამამი არ იქნებოდი და საკუთარი თვალით დანახულის ვერშეცნობას არ დამწამებდი

მიკერძოებულად აკვირდები როგორც ჩანს :)

 

თანაც მინდა გითხრა, რომ მოდას აყოლილი და გაუთვითცნობიერებელი ათეისტის არსი ერთიდაიგივეა.

სავსაბით გეთანხმები. მარა რატომღაც(კი ვიცი რატომაც) შენ მხოლოდ სულელ ათეისთებზე აკეთებ აქცენთს და სულელი მორწმუნეები გავიწყდება :)

 

საერთოდაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი ნააზრევის გაბათილებას უფრო ცდილობ ვიდრე საკუთარი აზრის დაფიქსირებას

საწინააღმდეგო აზრს ვაფიქსირებ რაც თავისთავად ანადგურებს შენს ნააზრევს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...