laci Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ. ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი). ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”. გილოცავთ ნათლისღებას პლანეტელებო მრავალს დაესწარით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 გილოცავთ ყველას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 ასევე გაიხარეთ ამ დღეს ვარ მე დაბადებული .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted January 19, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 სარდელ უი... რა კარგ დღეს ყოფილხარ დაბადებული.... გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი,,,,ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ... :party: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 (edited) გაიხარე ჯიგარი კაცი ხარ ! პ.ს ცოტა გაგვიოფდა თემა მაგრამ ალბათ მოდერი გვაპატიებს Edited January 19, 2012 by სარდელ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted January 19, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 სარდელგაოფება არ არის, მისალოცი ტემაა და თან მოგილოცე... ისე ჯიგარი კაცი არ ვარ,,,ქალი ვარ....ჯიგარიც კი ვარ ისე რამე რო იყოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 ბოდიში, ქალი არ მეგონე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted January 19, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 სარდელკაი რა ბოდიში, უბრალოდ გითხარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 ყველას მოგილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. სარდელ დაბადების დღეს გილოცავ. მრავალს დაგასწროს უფალმა, ბედნიერებას გისურვებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 (edited) mtidan გაიხარე ძმაო, გაიხარე მადლობა დიდი. Edited January 19, 2012 by სარდელ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 სარდელასევე გაიხარეთ ამ დღეს ვარ მე დაბადებული ..გილოცავ და ასევე ყველა პლანეტელს ვულოცავ შობა-ახალწელს და ნათლისღებას!ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! P.S. დიდი ხანია ამ პლანეტაზე არ ვყოფილვარ და ჩემ ძველ პოსტებს რომ გადავავლე თვალი, "დაჟე"მე თვითონ გამიკვირდა რამდენი მიმაიმუნია :D ასე, რომ ჩემო კეთილებო და ძვირფასებო თუ ვინმეს რამე შემთხვევით გაწყენინეთ - გთხოვთ მომიტევოთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted January 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2012 მადლობა დიდი გაიხარე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 18, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2013 2013 წლის ნათლისღებას გილოცავთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 18, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2013 გილოცავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 19, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2013 ყველას გილოცავთ ნათლისღებას. მრავალს დაესწარით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.