Jump to content
Planeta.Ge

ობამა სააკაშვილს შეხვდება


Recommended Posts

ოსმალოებზე თუ მიდგა საქმე,ზუსტად რეჯეპას აქვს ქართული ფესვები.

это выходцы из Аджарии

ეს ქართული ფესვებია? აჭარიდან არის, მაგრამ თურქი. ქართველი რომ ყოფილიყო, დაწერდნენ არა აჭარას, არამედ საქართველოს. მაგითი თურქები სწორედ იმას უსვამენ ხაზს, რომ აჭარაც თურქეთიაო.

ასე რომ, მაჰმუდას მართლა ყავს ქართველი წინაპარი, მაგ ოსმალოს კი - არა :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ობამა „დაადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას“,

გაითხაროს უკან ეგ დადასტურება. ისე, რომელი ჯობია, ჩვენი იყოს აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, ობამა კი "ადასტურებდეს" რომ ჩვენი არაა, თუ პირიქით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი ჯობია, ჩვენი იყოს აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, ობამა კი "ადასტურებდეს" რომ ჩვენი არაა, თუ პირიქით?

ჩვენი იყოს ჯობია რათქმაუნდა..

 

 

 

 

რა 4 ძირითადი მიზეზის გამო ხვდება ობამა სააკაშვილს. "ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება.." - პაატა ზაქარეიშვილი

"ეს, რა თქმა უნდა, მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამ შეხვედრაზე დამოკიდებული არ არის საქართველოს მომავალი. ცალსახად არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ საქართველოს მომავალი და არჩევნების ბედი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და და მის ნებაზე, იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან არჩევნებისას. თავად შეხვედრაზე შეიძლება ითქვას, რომ ასრულდა ოცნება სააკაშვილისა, - როგორც იქნა, ობამა ხვდება მას ოფიციალურად", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამერიკის პრეზიდენტი ხვდება საქართველოს და არა - სააკაშვილს / პაატა ზაქარეიშვილი: "ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები".

 

"ამდენ ხანს ყველა შეხვედრა იყო არაოფიციალური, ობამა არ ხვდებოდა სააკაშვილს, როგორც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ მას თავისი მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში ამის მიზეზია ის, რომ ამერიკის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიჰყიდოს იარაღი და ობამამ ორი კვირის წინათ ეს ამოიღო ბიუჯეტიდან. ანუ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენ. ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა არ არის პრიორიტეტული და ამით, რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული დაძაბულობა შეიტანა საქართველოს და ამერიკას შორის. ამიტომ მგონია, რომ ამ შეხვედრით ობამას უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია. ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები. ამ პრობლემას ობამა მარტო სურათის გადაღებით მოაგვარებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

"მეორე მიზეზი არის ის, რომ ამერიკაში მოდის არჩევნები. შესამაბისად, ობამამ მოახერხა რა რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვა და მეგობრული ურთიერთობის დამყარება, დასცილდა საქართველოს. რამდენადაც რესპუბლიკური პარტია მაკეინისა და ბუშის მეთაურობით საქართველოს იყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ამის მერე კი ობამამ გადატვირთა ურთიერთობა რუსეთთან და მათ გაღიზიანებას თავი დაანება, ზუსტად იგივე გაღიზიანება მოახდინა საქართველოს მიმართ. წინასაარჩევნი კამპანიისას რესპუბლიკელები დაიწყებენ ლაპარაკს ამერიკაში, რომ ობამამ მოახდინა ამერიკელების ერთგული მოკავშირეების დისტანცირება. ამიტომ, ობამა, ხვდება რა სააკაშვილს, ამით ოპონენტებს უკეტავს სალაპარაკოს - აი, ხომ ვხვდები სააკაშვილსო. ანუ, ამით ანეიტრალებს რესპუბლიკელების აგრესიას, რაც ბუნებრივია, გადამჭრელი არ იქნება, მაგრამ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე", - განაგრძობს რესპონდენტი.

 

"მესამე მიზეზი არის ირანი. რეგიონში ვითარება სულ უფრო იძაბება,. რეგიონის ყოველი მოთამაშე, ვინც ესაზღვრება ირანს, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ერაყი, - ყველას აქვს მეტ-ნაკლებად კარგი დამოკიდებულება ირანთან და არავინ არ აპირებს, ჩაერთოს ირანის საწინააღმდეგო სერიოზულ პროცესებში. ერთადერთი შეიძლება იყოს სააკაშვილი, რომელიც მზად არის, ოღონდ ობამასთან სურათი გადაიღოს, რომ ფეხებზე დაიკიდოს საქართველოს ინტერესები და პერსპექტივები და მოემსახუროს ამერიკას ირანის წინააღმდეგ. მე მგონი, ობამას სჭირდება დღეს სააკაშვილისგან მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ამას მიიღებს რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. მე მგონი, საქართველომაც უნდა მიბაძოს თურქეთს და ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს, რადგან ობამები და სააკაშვილები მოდიან და მიდიან, საქართველო და ირანი კი რჩება და ჩვენ გვჭირდება მომავალ პერსპექტივაში ამ ქვეყანასთან უკეთესი ურთიერთობა", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

 

"მეოთხე მიზეზი ამ შეხვედრისა, რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პროცესები და არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, ამერიკა მომავალშიც დაეხმარება სქართველოს, რომ აქ ჩატარდეს ნორმალური, სერიოზული დემოკრატიული რეფორმები და არჩევნები და და ეს ოთხი მიზეზი განაპირობებს ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ შეხვედრას გააფორმებს, როგორც მათ მიმართ პატივისცემას, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს არის ხალხის მიმართ პატივისცემა და თუნდაც იმის მიმართ პატივისცემა, რა პროცესებიც დღეს მიდის საქართველოში. დღეს გაჩნდა რეალური ალტერნატივა სააკაშვილისა და სწორედ ამ ფონზე ხვდება ობამა სააკაშვილს, რათა შეახსენოს რომ მისთვის დემოკრატიას დიდი მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება კი ნიშნავს, რომ ისეთი სერიოზული ოპონენტის მიმართ, როგორიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილი, წარიმართოს დემოკრატიული და კანონიერი ბრძოლა და არა ისეთი, როგორიც დღესაა", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

 

"სააკაშვილი ამ შეხვედრას ივანიშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. ჩვენ ხომ თოვლის ბაბუასი გვჯერა რაღაც ასაკამდე, მერე ხომ აღარ გვჯერა? სააკაშვილის ძალა არის იქამდე, სანამდეც არის თოვლის ბაბუის ძალა, ანუ ვიდრე გვჯერა მისი. თუ არ დაიჯერებ, ეს ყველაფერი აორთქლდება, როგორც თოვლი გაზაფხულზე. არ უნდა მოვუსმინოთ და დავიჯეროთ და მორჩა, გათავდა. მისი ძალა არის მხოლოდ ხალხის დაბოლებასა და მოტყუებაში. როგორც ხშირად ჩვენ შვილებს ვეუბნებით, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, ასე სააკაშვილიც ატყუებს ხალხს, ოღონდ ბოროტი განზრახვის გამო. ის რომ საზოგადოების ნაწილს სააკაშვილის გულწრფელად სჯერა არის ტრაგედია. ვიდრე ხალხს სჯერა მითების და ზღაპრების, ჩვენ არ გვეშველება არაფერი", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება დღეს, როგორია შანსები საპარლამენტო არჩევნებზე?" - პასუხობს:

 

"საკმარისი დრო რჩება მობილიზაციისთვის. შანსებს რაც შეეხება, შანსები არის 60/40-ზე ივანიშვილის სასარგებლოდ, ანუ მთლიანად ოპოზიციის სასარგებლოდ - მის გარდა, სხვებიც ხომ არიან იქ".

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-19012012.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიდან ბოლომდე სისულელეები უთქვამს ზაქარეიშვილს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიდან ბოლომდე სისულელეები უთქვამს ზაქარეიშვილს

:D კიიი ,,,

სურათის გადაღება ყველაზე მაგარია....:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეს ქართული ფესვებია? აჭარიდან არის, მაგრამ თურქი. ქართველი რომ ყოფილიყო, დაწერდნენ არა აჭარას, არამედ საქართველოს

ვახ,ამ კაცს როგორ არაფრის დაჯერება არ უნდა:

 

Recep Tayyip Erdogan Recep Tayyip Erdogan

Карьера: Министр

 

Дата рождения: 26 февраля 1954, знак зодиака рыбы

 

Место рождения: Стамбул, Турция

 

Премьер-министр Турции с 2003 года. Лидер турецкой правящей Партии справедливости и развития. В 1994-1998 годах был мэром Стамбула.

 

 

 

 

 

 

биографияRecep Tayyip Erdogan Биография

Реджеп Тайип Эрдоган (Recep Tayyip Erdogan) родился в стамбульском районе Бейоглу 26 февраля 1954 года. Его родители были родом из Ризе, города на северо-востоке Турции, и имели грузинские корни. Ахмет Эрдоган (Ahmet Erdogan), папа Реджепа, работал в береговой охране. Реджеп был его сыном от второй жены Тензиле (Tenzile). В 1965 году Эрдоган окончил начальную школу Пийале Паша (Piyale Pasa), а в 1973 году церковный лицей имама Хатипа (Imam Hatip Lisesi) ...

http://persones.ru/person-12742.html

 

აბა ერთი მაჰმუდაზე დამიდე ლინკი :givi:

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეს გლიჯამს:

 

ПроисхождениеМахмуд Ахмадинежад родился в семье бедного кузнеца 28 октября 1956 в деревне Арадан недалеко от Гармсара, провинция Семнан. Данные о его этническом происхождении сильно расходятся. Существует мнение, что Ахмадинежад — иранский азербайджанец [1][2]. Согласно другим источникам, Ахмадинежад — талыш[3][4][5][6][7][8][9]. Британское агентство «Дейли Телеграф» утверждает, что Ахмадинежад — еврей, его настоящая фамилия — Сабуриджиян, известная фамилия иранских евреев, а родные иранского президента приняли ислам и сменили фамилию уже после его рождения[10]. Позже израильский специалист по Ближнему востоку Меир Джавенданфар опубликовал статью в лондонской газете «Гардиан», в которой опроверг «утку» о том, что президент Ирана Ахмадинежад является евреем. По его словам, «Сабур» на фарси означает «краситель нитей для ковров». Отец Ахмадинежада был глубоковерующий шиит, а мать же нынешнего президента Ирана считается «сейедой», то есть причисляется шиитами к потомкам пророка Мухаммада[11].

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%85%D0%BC%D0%B0%D0%B4%D0%B8%D0%BD%D0%B5%D0%B6%D0%B0%D0%B4,_%D0%9C%D0%B0%D1%85%D0%BC%D1%83%D0%B4

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Британское агентство «Дейли Телеграф» утверждает, что Ахмадинежад — еврей

ისე ჰიტლერზეც ამბობდნენ მაგას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

его настоящая фамилия — Сабуриджиян

საბურიჯიანი რანაერი ებრაელი გამოდის, სომეხი უფროა ვიდრე ებრაელი...

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ისე ჰიტლერზეც ამბობდნენ მაგას.

ჰიტლერზე რა მოგახსენოთ,მაგრამ ფრანკოზე ნამდვილად.

საბურიჯიანი რანაერი ებრაელი გამოდის, სომეხი უფროა ვიდრე ებრაელი...

მასე გარე თვალით მაგალითად ჯინჯიხაშვილი ქართველია და არა ებრაელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სად ჯინჯიკაძე და სად საბურიჯიანცი..D

ირანელი სომეხი ებრაელია ალბათ, მე მყავს ნანახი ირანელი სომეხი ებრაელი..

უსაშინლესი ხალხია,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Британское агентство «Дейли Телеграф» утверждает, что Ахмадинежад — еврей

ბრიტანსკოე აგენსტვოო კაცო, ბრიტანსკოეო :) აბა რას იტყვიან ეგენი. სადაც ვინმე ძლიერი გამოჩნდება, სომხებისა არ იყოს, ებრაელობას წამებენ. მუსრს რომ გაავლებს მაგ ებრაელებს, მერე იძახონ, ებრაელია მაჰმუდაო :)

 

მასე გარე თვალით მაგალითად ჯინჯიხაშვილი ქართველია და არა ებრაელი.

რას ამბობ კაცო, რომა ჯინჯიხაშვილი იყო, ძაან მაგარი ბლიციორი იყო, მოჭადრაკე, ნაღდად ვიცი რომ ებრაელი იყო, მაგრამ ნეტა ყველა ებრაელი მაგისნაირი იყოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ებრაელობას წამებენ. მუსრს რომ გაავლებს მაგ ებრაელებს, მერე იძახონ, ებრაელია მაჰმუდაო

ეხლა სხვა რამეზე ნ უ გადაგაქვს საუბარი.ხომ დავამტკიცე რომ რეჯება ქართული წარმოშობისა.ამიტომ მოხსენი მაჰმუდას სურატი და დააყენე ერდოღანის. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ მოხსენი მაჰმუდას სურატი და დააყენე ერდოღანის.

შეაგინოს ერდოღანმა ისრაელს და ამერიკას, და დავაყენებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეაგინოს ერდოღანმა ისრაელს და ამერიკას, და დავაყენებ

:))

არ ქნა დონ ეგ, ვერ ვიტან თურქებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...