planetanews Posted January 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpgელენა ბედველი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი სატელიტური ტელეარხის გახსნას გეგმავს, რომლის მმართველიც მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, რადგან ივანიშვილი მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. დღეს სატელეფონო საუბარში, ივანიშვილის პრესსპიკერმა ნონა ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ არხის ეთრში გასვლის თარიღი დაკონკრეტებული არ არის. არხმა სამაუწყებლო ლიცენზია სექტემბერში მიიღო, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპიკერმა ხატია ყურაშვილმა. ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა მარტში 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, გასულ თვეში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის გამოწვევაა. ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გუშინ მათ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაუქმდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts