Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: საჯარო სამშენებლო პროექტებში გარკვევის მცდელობა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

მოლი კორსო

 

ვინმემ შეიძლება ისიც კი წარმოიდგინოს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს მმართველი არ გახდებოდა, ის დონალდ ტრამპის ყაიდის დეველოპერობაში გამოიჩენდა თავს.

 

მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, სააკაშვილმა მშენებლობებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უამრავი დრო და უძვირფასესი რესურსები შესწირა. საქართველოს ახალი იერსახის შექმნის წახალისების პროცესში, მას თანამედროვე სამოქალაქო არქიტექტურაში ნიჭი აღმოაჩნდა. ის თავმჯდომარეობს უამრავი შენობის გახსნას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დაწყებული საბაჟოს თეთრი, ფუტურისტული ტერმინალიდან და პოლიციის კაშკაშა შენობებით დამთავრებული. ეს ნაგებობები ხელოვნების ნიმუშის ფუნქციას ითავსებენ.

 

საახალწლო მიმართვისას, სააკაშვილმა აშკარა სიამაყით აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში უფრო მეტი რამ ააშენა, ვიდრე ქვეყანაში „გასული 8 საუკუნის განმვალობაში“ აშენებულა.

 

მართალია, ის თავდადებით ცდილობს ქვეყნის იმიჯის გამყარებას არქიტექტურის მეშვეობით, რაც მისასალმებელია, მაგრამ მეთოდები, რომლებსაც ის მიმართავს, ოპონენტების თქმით, უკეთესის სურვილს აჩენს. მაგალითად, საჯარო პროექტების დაგეგმვისას, საჯარო დისკუსიების ნაკლებობაა და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, დანახარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტიცაა.

 

ერთ-ერთი პროექტი, რომლის მიზანიც შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქის, ლაზიკას ჩამოყალიბებაა, ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე საჯარო მშენებლობების ტრანსპარენტულობის საკითხს. ლაზიკას მშენებლობა მთლიანად სავარაუდოდ 900 მილიონი ლარი დაჯდება. მაგრამ გარდა ამისა, ცოტა რამაა ცნობილი, მაგალითად ის, თუ რამდენი დაიხარჯება მშენებლობაზე გადამხდელთა გადასახადებიდან. არ გავრცელებულა არც ოფიციალური პროექტი, არც დაფინანსების დეტალები; პრეზიდენტის ადმინისტრაცია კითხვებს რეგიონალურ მმართველთან ამისამართებს, ის კი ინტერვიუზე თხოვნას არ პასუხობს. მრავალჯერად თხოვნას ინტერვიუზე, რომელიც 2012 წელს პროექტის დაფინანსებას შეეხებოდა, არ გამოეხმაურა არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, არც პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე.

 

რამდენიმე ფინანსური გათვლა ამოტივტივდა ადგილობრივ მედიაში. ამ ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ლაზიკას მშენებლობაზე დახარჯავს დაახლოებით 200 მილიონ ლარს ($120 მილიონი), ხოლო დანარჩენ $423 მილიონს, ან დაახლოებით ამდენს, გადაიხდიან ინვესტორები, რომლებიც არ დასახელებულან.

 

გიორგი კლდიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI), დირექტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აქვს ლაზიკას მსგავსი პროექტების გამოცხადების გამოცდილება ისე, რომ არც საჯარო დისიკუსია ჩატარებულა და არც შემდგომი მსჯელობა. „ეს გადასახადების გადამხდელთა ფულია,“ ამბობს კლდიაშვილი. „მინდა საქართველოში ლას ვეგასის მსგავსი ქალაქები მქონდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ გაკეთდება საქმე, ვისი ფულით, (და) საიდან მოდის (ეს ფული),” ამბობს იგი.

 

„რატომ არ გვეკითხებიან, გვინდა თუ არა ლაზიკა, ან ბირთვული ელექტროსადგურები, ან იქნებ ის გვირჩევნია, რომ ჩვენს პენსიონერებზე იზრუნოს სახელმწიფომ?“ – დასძენს იგი.

 

ლაზიკას სავარაუდო ღირებულება დიდად არ შეეხება საქართველოს 6.8 მილიარდიან ბიუჯეტს ($4.1 მილიარდი), მაგრამ ის მთავრობის პრიორიტეტების გარშემო აჩენს უხერხულ კითხვებს: ლაზიკა სახელმწიფოს 66 %-ით მეტი დაუჯდება 2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე (119 მილიონი ლარი) – ეკონომიკის ის დარგი, რომელზეც მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ-ს 9.3 პროცენტი მოდის. სოფლის მეურნეობა, აგრეთვე, დასაქმების მთავარი სექტორია საქართველოში.

 

იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ლაზიკას რეგიონში ტურიზმისა და ინდუსტრიის გაზრდის საშუალებად აცხადებს, ოპონენტები მას, როგორც უადგილო პრიორიტეტს გმობენ, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 15.5% უმუშევარია, რაც თითქმის 3%-ით მეტია, ვიდრე 2004 წლამდე იყო, ანუ მანამდე, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა.

 

სამეგრელოში, რეგიონში, რომელმაც ლაზიკას უნდა უმასპინძლოს, ოდესღაც რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებული პატარა მეურნეობები დაცემისკენ მიდის, რადგან 2006 წელს რუსეთმა ბევრ ქართულ პროდუქტზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. იმ მიხვეულ-მოხვეული გზის გასწვრივ, რომელსაც პროექტის ადგილსამყოფელისკენ მივყავართ, ცოტაა ნიშანი იმისა, რომ საკურორტო ქალაქმა ანაკლიამ, სააკაშვილის საყვარელმა პროექტმა (გადმოცემით ეს პროექტი $60 მილიონი ღირს) ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილდღეობა მოუტანა.

 

ცენტრალურ საქართველოში, ქალაქ ქუთაისში პარლამენტის შენობა, რომელიც, როგორც ამბობენ, 55 მილიონი ლარი დაჯდა, კიდევ ერთი ისეთი პროექტია, რომელიც უამრავი დისკუსიის მიზეზი გახდა მისი არქიტექტურისა და მშენებლობის პროცესის გამო. ნაგებობის დიზაინმა, გარს შემორტყმული თხრილით, რამდენიმე კარგი რეცენზია დაიმსახურა. იგივეს ვერ ვიტყვით მშენებლობის ხარჯების ტრანსპარენტულობასთან დაკავშირებით, განაცხადა ქეთი ხუციშვილმა, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმსარულებელმა დირექტორმა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გრანტიორებმა ბევრჯერ ითხოვეს ინფორმაცია (პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების შესახებ), ჩვენ ვერ გავიგეთ, საიდან დაფინანსდა მშენებლობა, ნაციონალური, თუ ქუთაისის მუნიციპალური ბიუჯეტიდან,“ – განაცხადა ხუციშვილმა. „ მიუხედავად ბევრი რეფორმისა, საბიუჯეტო დანახარჯების სფეროში (2012 წელს კიდევ მეტია მოსალოდნელი), სამწუხაროდ ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ტრანსპარენტული აღმოჩნდა.“

 

მიუხედავად კითხვებისა, რომელიც ხარჯებთან დაკავშირებით ჩნდება, პარლამენტის ახალი შენობა და სხვა საჯარო ნაგებობები, ხელისუფლების მიერ ისე განიხილება, როგორც თბილისის რეფორმებისადმი ერთგულების ხელშესახები სიმბოლოები.

 

მაგრამ ოპონენტების მტკიცებით, საჯარო მშენებლობთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობა დემოკრატიზაციას აყენებს ეჭვქვეშ. „ჩვენ არ ვიცით რა გაკეთდა ჩვენი ფულით, გადასახადებით, რომლებსაც ვიხდით და რა გაკეთდა შემოწირულობებით, გრანტებით შეერთებული შტატებიდან, ევროპის კავშირიდან, მსოფლიო ბანკიდან და ა.შ.“ ამბობს მარინა მუსხელიშვილი, სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...