Jump to content
Planeta.Ge

11 ტექ. სიახლე, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებიან ამერიკაში


Recommended Posts

11. მეთერთმეტე ადგილს სიაში MacBook Pro იკავებს, რომლის მონიტორის გარჩევადობა სავარაუდოდ 2880х1800 პიქსელი იქნება. როგორც ადრე დაანონსდა ნოუთბუქი 15 დუიმიანი ეკრანით, ძლიერი პროცესორით და დიდი ტევადობის მყარი დისკით წლის პირველ ნახევარში გამოვა.

 

10. მეათე ადგილი ეკუთვნის Google-ის ახალ ოპერაციულ სისტემას: Android Jelly Bean. თუმცა მასზე ამ დროისთვის კრიტიკულად მცირე ინფორმაციაა, მაგრამ მის გამოსვლაზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ. Android 4.0 ICS-ის რელიზმა ყველაზე დიდი ბიძგი მისცა მობილურ პლატფორმებს მათი არსებობის მანძილზე. იმედი ვიქონიოთ, რომ Google შეძლებს Android 5.0-ით რაღაც ახალი, სწრაფი და კიდევ უფრო საინტერესო სისტემა შემოგვთავაზოს.

 

9. მეცხრე ადგილზე იმყოფება კომპანია C3 Technologies მიერ დამუშავებული 3D რუკები, რომელსაც აქვს iOS 6-ში ინტეგრირების ყველა შანსი. ამით Apple-ს შესაძლებლობა ექნება გამოუშვას საკუთარი კარტოგრაფიული სერვისი iPhone-ებისთვის და Google-სგან მთლიანად დამოუკიდებელი გახდეს.

 

8. მერვე ადგილს ეუფლება კონსოლი Sony PlayStation 4. კომპანიამ უკვე დაადასტურა ინფრომაცია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მის შექმნაზე. ბევრი გეიმერი იმედოვნებს მის გამოჩენას 2012 წლის გამოფენაზე (E3).

 

7. მეშვიდე ადგილზეა Nintendo Wii U, რომლის გამოშვება 2012 წლის მეორე ნახევრისთვის დაანონსდა გამოფენაზე E3 2011. როგორც ვარაუდობენ Wii U სენსორული კონტროლერით მოგვევლინება, რომელსაც შეეძლება გამოსახულების და მინი-თამაშების კონსოლიდან მიღება. კონსოლი წარმოდგენილი იქნება CES 2012-ის გამოფენაზე.

 

6. მეექვსე ადგილი ASUS Padfone-მა დაიკავა – 4,3 დუიმიანი სმარტფონი და პლანშეტი Android-ის პლატფორმაზე. სპეციალური დოკ-სადგური სმარტფონს 10,1 დუიმიან პლანშეტად გარდაქმნის. სავარაუდოდ მოწყობილობა 2012-ის თებერვალში იქნება წარმოდგენილი.

 

5. მეხუთე ადგილზე განთავსდა ზესწრაფი პორტები Intel Thunderbolt, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, 2012-ში PС-ზე გამოჩნდებიან. ასე რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ახალი, უფრო სრაფი ინტერფეისის საშუალებით დააჩქარონ კომპიუტერიდან მონაცემების გადაცემა სხვა მოწყობილობებზე.

 

4. მეოთხე ადგილს იკავებს აზიაში უკვე გამოსული Sony PlayStation Vita, რომელსაც ასე ელოდებიან აშშ-ში. ამერიკის ბაზარზე გამოსვლა 22 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. კონსოლი Wi-Fi ვერსიით 249 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი, 3G AT&T ვერსიით კი 299 დოლარად.

 

3. მესამე ადგილის მფლობელები ხდებიან პლანშეტები Windows 8-ის პლატფორმაზე. როგორც პრესა იუწყება მათი გამოსვლა 2012 წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ვარაუდობენ რომ სწორედ HP და Samsung იქნებიან პირველები მოცემულ პლატფომაზე პლანშეტების გამოშვებაში.

 

2. მეორე ადგილზეა სონის გარნიტურა Personal 3D Viewer. პორტატიული ზომების სრულფასოვანი სახლის კინოთეატრი ორი 0,7 დუიმიანი OLED ეკრანებით გარჩევადობით 1280х720 ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თქვენ 750 დუიმიანი ეკრანის წინ ზიხართ 20 მეტრის დაშორებით. სიახლე 2012 წლის დასაწყისში გამოჩნდება ამერიკის ბაზარზე და 800$ ეღირება.

 

1. პირველ ადგილზე კი, ამერიკელი მომხმარებლებისთვის, iPhone 5 და iPad 3 გავიდა, რომელთა რელიზები წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი.

http://www.ireporter.ge/2012/01/16/11-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. პირველ ადგილზე კი, ამერიკელი მომხმარებლებისთვის, iPhone 5 და iPad 3 გავიდა, რომელთა რელიზები წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი.

მეც ველოდები :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 სიახლე მართლაც განსაკუთრებულია, ძაან მაინტერესებს განსაკუთრებიტ iPhone რა იქნება შეცვლილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...