babuagiorgi Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 ამ ბოლო პერიოდში, ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო კოდექსის და პარტიების დაფინანსების მიღებულ ცვლილებებიდან გამომდინარე, უცნაური პროცესები შეიმჩნევა. ხელისუფლება ფინანსური ოლიგარქიის შესაძლებლობებით ისე არის შეშინებული, არაა გამორიცხული ის, რომ მსოფლიოში პოლიტიკური კონკურენციის ყველაზე დემოკრატიულ სისტემასც გამოვკრათ ხელი. “საარჩევნო კომპანია უნდა მიმდინარეობდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახარჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს.” – ვირტუალური პარტია “სოციალ–ლიბერალები”. ეს ციტატი აღებულია იმ პერიოდიდან, როდესაც ე.წ. ოპოზიციის რიგებში 6 მილიარდიანი პოლიტიკური მეტეორი არ იყო ჰორიზონტზე და საარჩევნო გარემოზე მხოლოდ სახელისუფლებო პარტია ახდენდა ზეგავლენას. დღეს პოლიტიკას გასაყიდი და საყიდელი საქონელის სტატუსი აქვს მინიჭებული და ეს არა მარტო საქართველოში. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ საქართველოში სხვა პოლიტიკურ “დოვლთთან” ერთად მედიასაშუალების, პოლიტიკური პარტიების და თვით ამომრჩევლის პირდაპირი მნიშვლელობით ყიდვაც არის მიღებული. აქედან გამომდინარე კი ხელისუფლებაში მოხვედრის შანსი არა იდეის მქონე, არამედ ფინასური საშუალებების მატარებელს აქვს. ეს არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იმასა, რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს არ აინტერესებთ პროგრმა, რამეთუ პროგრამა პოლიტიკური ბრძოლის უინტერესო და უაზრო ელემენტად არის აღქმული.საქართველოში პოლიტიკური იმიჯი; “ბევრი ფული აქვს, კარგი კაცია, პროამერიუკულ–რუსულია და რა კარგად ლაპარაკობს” პარამეტრებზე, ან საპატრიარქოს მერ გაცემულ “პოლიტიკურ ლიცენზიაზეა” დამოკიდებული. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გუშინ უცნობ პოლიტიკოსს დღეს პოლიტიკურ ვირტუოზად, ან კიდევ მესიურ გზავნილად აღიქვამს საზოგადოების დიდი ნაწილი. ფაქტობრივად, პარტია საქართველოში ნიშნავს არადემოკრატიულ პრინციპებზე ჩამოყალიბებულ სუბიექტს, რომელიც დემოკრატიული ტიპის დაპირებების არალოგიკური შემოთავაზებით შემოიფარგლება. ის ფაქტორი რომ ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ფინანსურად ადეკვატური მოწინააღდეგე დაუპირისპირდა, შეიძლება დემოკრატიული პროცესების დაწყების ის მექანიზმი აღმოჩნდეს, რომელიც მიახლოებით თანასწორ კონკირენტუნარიან გარემოს შექმნის საფუძველი გახდეს.ფაქტია ის, რომ ხელისუფლება ყველა გზებით ცდილობს კაპიტალის არჩევენბზე ზეგავლენის შემცირებას, რადგან თავისივე ბრძოლის შემოღებული მეთოდების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს. “ნაცინალურ მოძრაობას” ჩამოყალიებებული სტრუქტურები, კონტროლის მექანიზმები და მედიასაშუალებებზე საკმაო კონტროლი, არჩევენბში უპირატეოსბის საშუალებას ისედაც აძლევს. ასე რომ ე.წ. პარტიული და საარჩევნო კომპნიის დაფინანსების ტრანსპარანტულობის მიზეზით მიღებული კანონები, მომგებიანია არსებული ხელისუფლებისთვის და რაც მთავარია იმ პარტიებისათვის, რომლებიც არ შედიანს არც სახელისუფლებო და არც ოლიგარქიული ოპოზიციის გავლენის სფეროში. ზემოთ აღნიშნულიდან გამოდინარე, სადაც ერთ მხარეს სახელისუფლებო და მეორე მხარეს ოლიგარქიული წენეხის ქვეშ მყოფ უკმაყოფილო ამომრჩეველთა რიცხვი მატულობს, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ “თამაშგარეთ” დარჩენილი პარტიები ამ ამომრჩევლელთა ხმების მოზიდვას. ამის მისაღწევად კი პარტიები პირველ რიგში იძულებულნი იქნებიან, სექტური ტიპის ორგანიზაციებიდან დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, რადგან ძნელად დამაჯერებელია დემოკრატიის ქადაგება, არადემოკრტიულ პრინციპებზე ჩამოყალიებებულ სუბიეტების მიერ.დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად შეძლებენ ამ საკითხთან დაკავშირებით “თამაშგარე” მყოფი პარტიები კონსოლიდაციას და რაც მთაავრია მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრის ქმედითუნარიან პროგრამის შემოთავაზებას. არ იქნება ეს იოლი და სწრაფი ამოცანა, მაგრამ მომავლის ერთადერთი გარადუვალი გზაა, რადგან დღევანდელი პოლიტიკური მონოპლი დროებითი გარდამავალი პერიოდია, რომელსაც არ ძალუძს ფართო მასების მოთხოვნილებების გრძელვადიანი დაკმაყოფილება. http://www.georgian-style.net/?p=2381 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 აქ პრობლემა იცი რაშია.. რომ ნაცები კანონებს არ შეასრულებენ, სხვების მიმართ კი მკაცრად მოითხოვენ! თორემ ოდნავ მაინც ნორმალურ გარემოში დაგეთანხმებოდი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 აქ პრობლემა იცი რაშია.. რომ ნაცები კანონებს არ შეასრულებენ, სხვების მიმართ კი მკაცრად მოითხოვენ! თორემ ოდნავ მაინც ნორმალურ გარემოში დაგეთანხმებოდი! ამის პასუხი სტატიის ბოლოში დევს; "არ იქნება ეს იოლი და სწრაფი ამოცანა, მაგრამ მომავლის ერთადერთი გარადუვალი გზაა, რადგან დღევანდელი პოლიტიკური მონოპლი დროებითი გარდამავალი პერიოდია, რომელსაც არ ძალუძს ფართო მასების მოთხოვნილებების გრძელვადიანი დაკმაყოფილება." ამ "თმაშგარე" პარტიებმა და ივანიშვილის ე.წ. კოალიცია იძულებული იქნება ამაზე აქცენტი გააკეთოს, ე.ი. კონტროლის მექანზმების გაუმჯობესებაზე იზრუნოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 babuagiorgiამის პასუხი სტატიის ბოლოში დევს; "არ იქნება ეს იოლი და სწრაფი ამოცანა, მაგრამ მომავლის ერთადერთი გარადუვალი გზაა, რადგან დღევანდელი პოლიტიკური მონოპლი დროებითი გარდამავალი პერიოდია, რომელსაც არ ძალუძს ფართო მასების მოთხოვნილებების გრძელვადიანი დაკმაყოფილება."ეს ტყუილად კიარ დავწერე)))თორემ ოდნავ მაინც ნორმალურ გარემოში დაგეთანხმებოდი!უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ნაცების შეცვლის შემდეგ, იმდენად რადიკალურად გადაკეთდება ზოგადად საკანონმდებლო ბაზა... რომ დღეს ძნელია რამე დასკვნა გააკეთო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 ნაცები კანონებს არ შეასრულებენ, სხვების მიმართ კი მკაცრად მოითხოვენ!მერე, ამას როგორ აკეთებენ? ძალა აქვთ და იმიტომ. ძალას რა უნდა დაუპირისპირო, ხომ ვერ შემახსენებდით?პ.ს. ეს ბიძინა რომ მართლა ამათ გადასაყუდებლად იყოს მოსული, იმ მილიონებს თინას და კობას კი არ დაურიგებდა, არამედ დახარჯავდა იარაღში, შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირება/დაქირავებაში. პატრულისთვის და ვანოსთვის თუკი ყიდულობდა იარაღს და ტყვიებს, ახლაც იყიდოს. არხები ძაან ბევრია დღეს საქართველოში მაგისათვის. ძალას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა რეპი. მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ედიკა->ნაცები->ბიძინა, აი ეს ხდება, მეტი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 babuagiorgi უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ნაცების შეცვლის შემდეგ, იმდენად რადიკალურად გადაკეთდება ზოგადად საკანონმდებლო ბაზა... რომ დღეს ძნელია რამე დასკვნა გააკეთო.. ნაციონალების შემდგომი ვინც პარტიების დაფინასების კანონმდებლობას შეცვლის, ე.ი. უკან დაბრუნებს იმ სტილში რაც იყო, ღიად დააფიქსირებს ავტოკრატიულ, ან ამ რეჟიმის გამგძელებელის სტატუს. თუ ასე გეეჭვება გამოდის ის რომ ივანიშილს აღიქვამ, როგორც ნაცების რეინკრანაციის ინსტრუმენტს. მაშინ კი აქ შემიძლია დაგეთანხმო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 babuagiorgiთუ ასე გეეჭვება გამოდის ის რომ ივანიშილს აღიქვამ, როგორც ნაცების რეინკრანაციის ინსტრუმენტს. მაშინ კი აქ შემიძლია დაგეთანხმო.მე არ ვფიქრობ რომ ბბ დემოკრატია უბრალოდ ნაცებს სჯობია (აბა მიშა ჯობდა?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 babuagiorgi მე არ ვფიქრობ რომ ბბ დემოკრატია უბრალოდ ნაცებს სჯობია (აბა მიშა ჯობდა?) დიქტატურას მხოლოდ დემოკრატია ჯობია. აბა შუალედი მაშინ ავტოკრატია გამოდის და დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რასაც ფაქტობრივად ვფიქრობ მეც. იმედი მაქვს რომ ეს გარდამავალი პერიოდი იქნება.აქ არჩილ მთავარი არის ერთი რამ, რაც შეიძლება მეტი სხვა პარტიებიც შევიდნენ პარლამენტში. მეორე კი ამ "სხვა" პარტიებს არ აქვთ სხვა შანსი, თუ არა პარტული მუშაობის გადაკეთების, ან გამოსწორებისა, რაც აუცულებელია დემოკრატიული ქვეყნისათვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.