lasha_alo Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 http://www.tabula.ge/?p=19148წინასწარ გეტყვით, შედევრი პორნოგრაფიული ხასიათისაა და გირჩევთ ეს თემა არც ნახოთ უკვე მეორედ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში, დიდი ფულის გამოჩენისას ირკვევა - ,,ამ ქვეყანაში” საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიური თითქმის ყველა და ყველაფერი იყიდება. რუს ოლიგარქს ეყიდებიან პარტიები და მუშტრის დაკვეთით მყისიერად იცვლიან პრინციპებს, ,,კლიენტს” დაუფარავად ეძლევიან ,,დამოუკიდებელი” ,,მედია-მაგნატები” თუ ,,მიუკერძოებელი” ექსპერტები, ტენდერის პირობების მოლოდინში გაყურსულან - ,,მაღალი იდეალების” ,,ულტრა-ლიბერალები”, ,,ანდერგრაუნდის” ,,წვრილბურჟუაზიული ჰიპები”, ,,სინდისის პატიმრები” და ,,უკომპრომისო” არასამთავროებები. პოდიუმზე დაკეკლუცობენ ,,დიდი” მწერლები, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწენი თუ ბიკინებიანი სპორტსმენები. აკადემიური გილდიის წევრები კი მომავლის გაურკვევლობის შიშით მარადქალწულობის შენარჩუნებას ცდილობენ. სრულიად საქართველოს მკვდრეთით აღმდგარი ,,პოლიტიკური გვამების” ფართო სპექტრი ერთი ფულიანი მეშჩანის მეძავი აღმოჩნდა, ხოლო ვისაც მისი უხეში ვნება ჯერ არ ღირსებია, ის მოუთმენლად ელოდება რიგს. ასეთია სამარცხვინო რეალობა და იშვიათი გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს. ვწერ, და სიტყვები - ,,გაირკვა”, ,,აღმოჩნდა” ყურში მხვდება, რადგან ისინი სიმართლეს არ შეესაბამება. ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ - ყველამ კარგად ვიცოდით, რომ უამრავი მეძავისა და ფულის მონის ქვეყანაში ვცხოვრობდით; ამჟამად, უბრალოდ, სარფიანი მყიდველი გამოჩნდა და დაფარულიც გაცხადდა. ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს”, რომელსაც ,,მაღალი ინეტელიგენცია” სახლში ფეხს არ დაადგმევინებდა, მასთან ერთად სუფრაზე დაჯდომასაც კი არ იკადრებდა, დღეს მილიონების სანაცვლოდ, ,,პუტანასავით” ლოგინში ჩაუწვა! მეუბნებიან,- რადიკალი ხარო, იმასაც მახსენებენ,- დავიღალეთ, 20 წელია სულ ,,ხალხის მტრების” ძიებასა და გამოვლენაში ვართო. მოკლედ, ნაზად მირჩევენ,- არ გინდა, წინა ხაზზე ნუ გახვალ, ემანდ ,,საბჭოთა ოცნება” არ დაბრუნდესო... დიახ, გეთანხმებით, რადიკალი ვარ, მაგრამ მე - საოკუპაციო რეჟიმის ცკ-ს მდივნებმა, ჯალათმა ,,კგბ”-ს გენერლებმა, მექრთამე პროკურორებმა თუ მილიციის უფროსებმა თავისი ოკუპაციის მეხოტბე ინეტელიგენციითა და ,,კანონიერი” ქურდებით უფრო დამღალეს, მეტი ზიანი მომაყენეს; ამას გარდა არც ,,აგენტების” თემა აღმოჩნდა უსაფუძვლო, მეტიც, იმ ხალხის უმრავლესობა დღეს მოსკოვს აფარებს თავს და მორიგი ,,რუსული ოცნების” ჩავარდნის შეთხვევაშიც ზემოთ ნახსენებ სუბიექტებს თავიანთ ,,დედაქალაქში” ვიხილავთ; მათ 50 წელი, ანუ ნახევარი საუკუნე(!) ვუყურე და უნდა ვაღიარო - ის ხალხი ვინც საბჭოეთს განასახიერებს მძულს, ხოლო ამ ადამიანებისთვის სანატრელი წარსულის გახსენებაზეც კი ტანში მზარავს. ვიცი, უამრავი რამ არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვავიწყდება, რომ დემოკრატია არ გახლავთ ერთჯერადი აქტი და ის მარადიული პროცესია, რომელიც ჯერ ცივილიზებულ ქვეყნებშიც კი არ დასრულებულა. ამერიკული საზოგადოების განვითარების სწრაფი ტემპების გათვალისწინებითაც კი, დღევანდელი დონის დემოკრატიის მიღწევას ორი საუკუნე დასჭირდა! ჩვენთან მსგავსი გარდაქმნების დაწყებიდან ფორმალურად - 20, რეალურად კი მხოლოდ - 10 წელია გასული! ვიმეორებ - ა-თი წე-ლი! მე შეგნებულად არ მომყავს უამრავი არგუმენტი, რომელიც ობიექტური ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, რადგან მეძავობით გართულებს, სიძულვილმა გონება დაუხშო. ხელისუფლების ზიზღით, გავლენის დაბრუნების სურვილით, პირადი ამბიციეიბის დაკმაყოფილებისა და გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანები მზად არიან ,,ქვა ქვაზე არ დარჩენილა”-ს პრინციპით ნებისმიერი არჩევანი გააკეთონ, ოღონდ საკუთარი შური დაიკმაყოფილონ. კმარა! მეც ძალიან მინდა ხვალვე გავიღვიძო დალაგებულ ფინეთსა თუ მდიდარ შვეიცარიაში, მაგრამ არსებობს ობიექტური მოცემულობა - ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სულ რაღაც ორი ათეული წელია ვარსებობთ, რუსეთთან ომისა თუ იმპერიის ოკუპაციის პირობებში ვვითარდებით და ამავდროულად მენტალურად ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ. ეს ყველაფერი ვიცი, მტკივა და მაინც ვერ ვიცხოვრებ მხოლოდ ,,წარსული დიდების ოცნებით”, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების იმედის გარეშე. - მე არ მინდა მარიგებდეს ,,ევრაზიულ კავშირზე” მეოცნებე გენერალ ლებედის თანამოაზრე. მე სიმდიდრით გამოწვეული უსაფუძვლო ამბიციების, ფარისევლურად გაქრისტიანებული ათეისტის, ,,ნახ-ნახად” განათლებული ადამინის ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. - არ ვაპირებ ვუსმინო ,,პრავოსლავნიკებსა” თუ ,,მრაკობესებს”, რომელთაც რუსი დამპყრობლის საამებლად, ოკუპაციის, ასიათასობით ლტოლვილისა და ათასობით დაჭრილ-გარდაცვლილი მეომრის გვერდის ავლით, სისხლისმღვრელ ომს, ,,გაუგებრობა” უწოდეს. ვერ ვიხელმძღვანელებ იმ პირების სულიერი დარიგეგებით, რომლებიც დღეს ფარისევლურად კრინტს არ ძრავენ ჩვენი ერის სულიერი აკვანის ხელყოფაზე - აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობაზე! - არ მსურს მდაბიო არსებობა ი.ოქრუაშვილის, ზ.ნოღაიდელის, კობასა და ნინოს, ვ.კვარაცხელიასა და თ. კიტოვანის ქვეყანაში. - არ ვაპირებ წყნარად ვუცქირო იმას, თუ როგორ იგდებენ ხელთ ჩემი და ჩემი შვილების მომავალსა და ბედს ედუარდ შევარდნაძე და ვაჟა ლორთქიფანიძე. ვერაფრით შევურუგდები იმას, რომ შეიძლება ცკ-ს ყოფილი მდივნების დაბრუნებულ ,,ოცნებაში” დავასრულო უპერსპეტივო ამქვეყნიერი ყოფა. ეს გამორიცხულია! თუ ამ პრობლემას სახელმწიფო როგორმე ჩემს გარეშე მოახერხებს და გადაჭრის, მე მისი მადლობელი ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში... მე მაინც არ ვაპირებ ,,ფარაონის” მითითებები ვასრულო და ,,საბჭოთა მუმიების" ჩამყაყებულ გარემოცვაში ვიარსებო! ერთი სიტყვით - მე ,,პუტანების" ქვეყანაში ცხოვრებას არ შევურიგდები! P.S. რა თქმა უნდა, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მათ შორის ,,საბჭოურ ოცნებასაც”, სანამ ის ,,თავის ტყავში ეტევა” და სახელმწიფოს დამოუკიდებლობას არ ემუქრება. აქამდე, ეს ადამიანები მხოლოდ ,,პუტანების” როლს სჯერდებოდნენ, მაგრამ რადგან რაიკომის მდივნებმა თუ სხვა მათთან გათანასწორებულმა მეძავებმა მოისურვეს ჩემი წარსულში დაბრუნება და ,,პუტინების” ხელში ჩემი შვილების მომავლის გადაცემა, ჩვენ ერთად ვერ ვიარსებებთ და, სავარაუდოდ, ისინი ჩემი მტრები გახდებიან. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ მინდა სხვასაც გამოფხიზლებისკენ მოვუწოდო, ხოლო ,,მეოცნებეებს” ვუთხრა - ჩვენ საბჭოთა ციხეში არ დავბრუნდებით, ეს ჩვენს სულიერ თუ ფიზიკურ ძალებს აღემატება და ამიტომ იძულებულნი ვიქნებით ნებისმიერი ხერხი და ღონე ვიხმაროთ. თუ ბორისთან მეძავობას ესოდენ დიდი ფასი დაედო, არანაკლებ მაღალი იქნება მეორე მხარისთვის გასასტუმრებელი ვალიც. სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა. ფოტო - საფრანგეთი. კოლაბორაციონისტი. ძველით ახალი წელი მოგილოცათ მამუკა ხერხეულიძემ, ზურაბ ოდილავაძემ და... 2012 წლის იანვარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 ვოი!!!! საცოდავები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 quote name='lasha_alo' date='დღეს, 11:50 AM' timestamp='1326613806' post='437864']ძველით ახალი წელი მოგილოცათ მამუკა ხერხეულიძემ, ზურაბ ოდილავაძემ და...ეს მამუკა ხერხეულიძე ცოცხალია?[ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 თუ ამ პრობლემას სახელმწიფო როგორმე ჩემს გარეშე მოახერხებს და გადაჭრის, მე მისი მადლობელი ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში... მე მაინც არ ვაპირებ ,,ფარაონის” მითითებები ვასრულო და ,,საბჭოთა მუმიების" ჩამყაყებულ გარემოცვაში ვიარსებო! ერთი სიტყვით - მე ,,პუტანების" ქვეყანაში ცხოვრებას არ შევურიგდები!ეს შემართული და პრინციპული ადამიანი მამუკა ხერხეულიძემ, ზურაბ ოდილავაძემარიან? "სოსო ჯაჭვლიანის სიტყვები" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2012 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.