lasha_alo Posted January 12, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2012 არანაირად არაა დეტალი.ახალგაზრდობის მინისტრს ევალება სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკის წარმოება ანუ სახელმწიფო პროექტების რეალიზაცია.პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია კი ზრუნავს კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე .კანონი არ ირღვევა ,მაგრამ აშკარად სახელმწიფო სტრუქტურებს ავალებენ პარტიულ დავალებებს .ვინ მუშაობს მაგასთან?გიორგი ავალიანი და ირაკლი მეგრელიშვილი. ეს ის ბიჭები არ არიან სტუდკავშირი რომ ებარათ ?თურმე ვარძელა ტექნიკურად აკონნტროლებს იქაურობას და ვეტერანები დამსახურებით თავისთან მოყავს.სტუდკავშირი კი ზოგადად უნდა ყოფილიყო სტუდენტური თვითმართველობიის ფორმა. რეალურად კი გახდა ნაცების სამძჭედლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2012 (edited) laciშეხება მაინც ხომ უნდა ჰქონოდა სპორტთანარა. მინისტრის თანამდებობა არის პოლიტიკური. აქ საჭიროა კარგი მენეჯერის თვისებები და არა დარგის ცოდნა. აქვე დავძენ რომ რამდენად აქვს ვარძელაშვილს ეს თვისებები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ის მიზეზი რომ რატომაა სპორტის მინისტრი, თუ სპორტსმენი არააო, რბილად რომ ვთქვათ სულელურია. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: რობერტ მაკნამარა - აშშ თავდაცვის მინისტრი. ამ პოსტამდე იყო ტოპ მენეჯერის პოსტზე რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის "ფორდ მოტორ კომპანიში". მინისტრობამდე არ ჰქონია არავითარი შეხება სამხედრო საქმესთან.უინსტონ ჩერჩილი - სხვადასხვა დროს იყო შსს მინისტრი, საადმირალოს პირველი ლორდი, ხაზინის კანცლერი. პოსტებზე დანიშვნამდე არ ჰქონია შეხება პოლიციასთან, ფლოტთან და ფინანსებთან. Edited January 13, 2012 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted January 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2012 Saturnსპოტის აზრზე ხო მაინც უნდა იყოს? დანარჩენში გეთანხმები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.