Jump to content
Planeta.Ge

"ხალხის პარტიის" ლიდერს კობა დავითაშვილს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის


Recommended Posts

საინტერესო ნიუსია , საკმაოდ შენაშფოთებელი. ტემპი კი არა იმჰო ზოზინებენ.

თქვენი აზრით?

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=86305&Itemid=1

"ხალხის პარტიის" ლიდერს კობა დავითაშვილს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების მუშაობის ტემპი არ მოსწონს.

 

როგორც დავითაშვილმა დღეს გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, "კოალიციის საქმიანობის შედარებით ნელ ტემპს ობიექტური მიზეზები განაპირობებს".

 

'კოალიციის შიგნით პოლიტიკური პლატფორმის ფორმირების თვალსაზრისით საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ განსხვავებაც არის, ამიტომ ან ერთმა უნდა დათმოს, ან მეორემ და საერთო უნდა გამოინახოს. კოალიციაში შემავალი პარტიების პოლიტიკურ პროგრამებს შორის სხვადასხვაობაა. არიან მემარჯვენეები, მე მემარცხენეს მეძახიან. ბევრი საკითხია შესაჯერებელი. საქმიანობის ტემპს კოალიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებიც აფერხებს", - განაცხადა დავითაშვილმა.

 

აზრთა სხვადასხვაობის მხრივ კერძო მაგალითად მან საგარეო პოლიტიკური მოსაზრებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ პირადად ის საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხში ენთუზიასტი არასდროს ყოფილა.

 

"ჩემთვის მთავარი საშინაო პოლიტიკაა. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მზად ვარ, ნატო საერთოდ დავთმო. მასში შესვლისადმი დიდი ენთუზიაზმით განწყობილი არასდროს ვყოფილვარ, ივანიშვილი და "თავისუფალი დემოკრატები" კი ამბობენ, რომ ქვეყნისთვის ნატო აუცილებელია. ჩემთვის საშინაო პოლიტიკა და სოციალური საკითხები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო", - განაცხადა დავითაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...