Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტიც ასეთი უნდა.


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი: დღე არ ყოფილა, დატყვევებულ მეზღვაურებზე არ მეფიქრა

 

10/01/2012 16:02

 

 

პრეზიდენტი სააკაშვილი სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეუძლებელი შეძლო.

 

 

"დღე არ ყოფილა, რომ ამ საკითზე არ მეფიქრა. ძალიან ვნერვიულობდით, იმიტომ, რომ რამდენჯერმე ჩიხში შევედით. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების თითქმის 600 მოქალაქე არის იქ დატყვევებული და ჩვენი მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ კარგით, ახლა, დაანებეთ თავი. თქვენს მასშტაბს ვერ სწვდება ამ ხალხის გათავისუფლება. აგერ ამხელა ქვეყნები ვმუშაობთ და ვერც ერთს ვერ გაგვითავისუფლებიაო.

 

 

ერთი წამით არ ჩამოგვიშვია ხელი და ერთი წამით არ შევგუებივართ ამ სიტუაციას. პრინციპში, ვერ ვამბობდით, რას ვაკეთებდით, იმიტომ, რომ საერთოდ ჩაიშლებოდა ეს ყველაფერი,“– განცხადა პრეზიდენტმა.

 

მან სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების გათვისუფლების საქმეში საგანგებო დავალებათა სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი კარბელაშვილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას დიდ წვლილზე ისაუბრა.

 

„ გვასწავლეს რაღაც გზები, შემდეგ კარბელაშვილმა ნახევარი მსოფლიო მოიარა, ბევრჯერ ჩავიდა, რა ხალხზე არ გავიდა, ვის არ დაელაპარაკა, რა შესასვლელები და გამოსასვლელები არ იპოვა და ბოლოს გამოვიდა და ეს არის მაგალითი იმისა, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო და საქართველოს დასაკარგი ხალხი არ ჰყავს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ოლიბ ჯი“ სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში დააკავეს. 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლების სანაცვლოდ, მეკობრეები 9 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

„სომალი რეპორტის“ ინფორმაციით, სომალელმა მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები 3 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი: დღე არ ყოფილა, დატყვევებულ მეზღვაურებზე არ მეფიქრა

 

მაგრა ვიცინე!

იმაზეც, რომ მიშასთვის აღარ სცალიათ ვინც ბიძინას დასდევს კვალზე :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

მიხეილ სააკაშვილი: დღე არ ყოფილა, დატყვევებულ მეზღვაურებზე არ მეფიქრა

 

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა: დატყვევებული მეზღვაურები სულ ცალ ფეხზე მეკიდაო.

 

პ.ს. თურქებმა შემოუთვალეს, თქვენი მეზღვაურები წაიყვანეთო და ატეხა ერთი ამბავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი წამით არ ჩამოგვიშვია ხელი და ერთი წამით არ შევგუებივართ ამ სიტუაციას. პრინციპში, ვერ ვამბობდით, რას ვაკეთებდით, იმიტომ, რომ საერთოდ ჩაიშლებოდა ეს ყველაფერი,“– განცხადა პრეზიდენტმა.

პირველი შმთხვევაა როდესაც დატყვევებულების განთავისუფლებას ამდენი ხანი დასჭირდა..

მაქსიმუმ 6 თვე გააგრძელოს მოლაპარაკება მეკობრეებთან შუამავალმა,,,

2 წელი რას ველოდებოდითო რატო არ ამბობს??? თოთქმის 2წელი არავინ არ ყოლიათ სომალელებს ტყვეობაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...