Jump to content
Planeta.Ge

ახალმა ვირუსმა Facebook-ის 45 ათასი პაროლი მოიპარა


Recommended Posts

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ვირუსმა 45 ათასი Facebook-ის მომხმარებლის გვერდი გატეხა. Seculert-ის მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ძირითადად Facebook-ის ბრიტანელი და ფრანგი მომხმარელების გვერდები დაზარალდა.

დამნაშავე „ჭიის“ სახელია Ramnit, რომელიც 2010 წლის აპრილში გამოჩნდა და მაშინ ბანკის კლიენტთა მონაცემების მოპარვისთვის გამოიყენებოდა.

კომპანია Facebook-ის წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განმარტავენ, რომ ამოწმებენ ინფორმაციას გატეხვასთან დაკავშირებით. „ ჩვენ ვეჭვობთ, რომ Ramnit-ის თავდასხმის მიზანი მოპარული აქაუნთების საშუალებით ვირუსის გავრცელება და მისი მოქმედების ზონის გაფართოება იყო“ – განაცხადეს Seculert-ის მკვლევარებმა.

სოციალური ქსელები იმით იზიდავენ ხაკერებს, რომ გააჩნიათ პირადი მონაცემების ძალიან დიდი ბაზა.

როგორც ჩანს ხაკერები ცდილობენ „ძველმოდური“ ვირუსები, რომლებიც ფოსტით ვრცელდებოდნენ, შეცვალონ ახლებით, რომლებიც ამისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებენ – განმარტავს თავის განცხადებაში Seculert – როგორც ბოლო თავდასხმამ დაადასტურა მასშტაბურმა ვირუსულმა შეტევამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს როგორც კერძო პირებს ასევე მსხვილ კომპანიებსაც.

Seculert-ის მონაცემებით დაწყებული 2011 წლის სექტემბრიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით ვირუს Ramnit-ის მიერ 800 ათასი კომპიტერი იქნა „დაავადებული“. Microsoft-ის ანტივირუსული ცენტრი Ramnit-ის აღწერს როგორც მრავალკომპონენტიან პროგრამათა ჯგუფს, რომელიც აინფიცირებს Windows-ისა და HTML-ის ფაილებს, ამასთან იტაცებს პაროლებს და მონახულებული ინტერნეტ გვერდების ისტორიას.

2011 წლის ივლისის მონაცემებით ყველა ვირუსული დაავადების 17,3% ამ ვირუსზე მოდიოდა.

Facebook-ის მომხმარებლებს ვურჩევთ შეამოწმონ თავიანთი კომპიუტერები ანტივირუსული პროგრამებით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შეიძლება ვირუსი რაღაც დროით მაინც შეუმჩნეველი დარჩეს.

http://www.ireporter.ge/2012/01/06/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-facebook-%E1%83%98%E1%83%A1-45-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერნეტს რაც შეეხევა ინტერნეტის სამყაროში გახსენი თემა და არა აქ : )) Edited by Heroes
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.
Note: Your post will require moderator approval before it will be visible.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...