Jump to content
Planeta.Ge

ქართველი მეზღვაურები გაანთავისუფლეს!


Recommended Posts

DonCaredo

რაში დახარჯეს კაცო მილიონები ასე უცებ

უცებ,ანუ ერთ დღეში რომ არ დაეხარჯათ ფული უკან უნდა დაბრუნებულიყო.რესპებმა დაიხარჯეს კომპიუტერებში,ხელფასები და ოფისის ქირები(მთელი წლის გადაიხადეს),ბენზინში,მობილურების კარტებში და ოთხი მანქანა იყიდეს,რომლებიც დგას,ანუ მაგეებით არავინ არ დადის და ფაქტიურად გადანახული ფულია.ხოლო კობამ და ძიძიგურმა იოლი გზა აირჩიეს და მხოლოდ ბენზინი იყიდეს.რაც შეეხება კობას ფულს,ის როგორც მანსთქვა მის პარტიას არ მოხმარდება,არამედ მომავალ გაერთიანებას,ამ შემთხვევაში ბენზინი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ამასთან დაკავშირებით სიუჟეტს ერორზე რომ ვუსმენდი მაღალი ისე დააახასიათეს რომ სურვილი გამიჩნდა მუხლებზე დავვარდნილიყავი,ხელები ცაში აღმეპყრო და მეყვირა "ჩვენტაბ არს მიშა" ან "მიშაო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი"

:facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცებ,ანუ ერთ დღეში რომ არ დაეხარჯათ ფული უკან უნდა დაბრუნებულიყო

რატო კაცო, ხომ აღარ მიიღეს ეგ კანონი

 

რაც შეეხება კობას ფულს,ის როგორც მანსთქვა მის პარტიას არ მოხმარდება,არამედ მომავალ გაერთიანებას,ამ შემთხვევაში ბენზინი.

მილიონის ბენზინი იყიდა კაცო? :) მთელი ეშელონი უყიდია აბა, 1000 ტონა კი არის 17 ვაგონამდე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

რატო კაცო, ხომ აღარ მიიღეს ეგ კანონი

ის კანონი სულ ჩქარი ტაშით მიიღეს და იქ ძალიან ბევრი საშინელება წერია.ოღონდ მიღების შემდეგ ერთი სიტყვა ამოიღეს,აქაოდა უკუძალა არ მიგვიციაო.ანარადა იმ სიტყვის გარეშე ის მუხლი სრული უაზრობა გამოვიდა და ფაქტიურად ამნისტიის სახე მიიღო.მოკლედ მაგარი სისულელე.

 

მილიონის ბენზინი იყიდა კაცო?

[/quote

ხო ოღონდ ტალონები.ნაცები ალბათ აიძულებენ იმ კომპანიას და ტალონებს გახარჯვის ვადას დაუწესებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ოღონდ ტალონები.ნაცები ალბათ აიძულებენ იმ კომპანიას და ტალონებს გახარჯვის ვადას დაუწესებენ.

ბენზინი რომ ნაცების ხელშია, პირველად გაიგო დავითაშვილმა? შეკრული არის ეგ ნაცებთან, ისევე როგორც ყველა "ოპოზიცია"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პოლიტიკური ძალები დამოუკიდებელ პარტიულ საქმიანობას წყვეტენ და კოალიციის რეჟიმში იმუშავებენ. მისივე თქმით, „ეროვნული საბჭოს“ დაშლის მიზეზიც სწორედ ეს ფაქტორი გახდა.

 

„ეროვნული საბჭო კი არ დაიშალა, გაფართოვდა. „ეროვნულ საბჭოში“ შემავალი პარტიები – „ხალხის პარტია“ და „კონსერვატორები“ დღეს უკვე ვართ ერთ დიდ კოალიციაში, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“. კოალიციაში ჩვენთან ერთად არიან „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა ყალიბდება,– განაცხადა „ტრიბუნასთან“ საუბრისას კობა დავითაშვილმა.

 

მისივე თქმით, ის ორპარტიული რეჟიმი, რაც „ხალხის პარტიასა“ და „კონსერვატორებს“ ჰქონდათ, მრავალპარტიული გახდა და კოალიციაში „ეროვნული საბჭოს“ წევრები დამოუკიდებელი სუბიექტების სახით ჩაერთვებიან.

 

„ეროვნული საბჭო იურიდიული პირი არ ყოფილა არასდროს, ეს უბრალოდ იყო ორი პარტიის გაერთიანება. ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი რესურსები, გვქონდა ერთიანი ოფისები, ერთიანი ხარჯები. დღეს ეს რესურსები ერთიანდება უფრო დიდი მასშტაბით. „ხალხის პარტიისა“ და კონსერვატიული პარტიის მიერ შექმნილი ყველა ჩვენი ოფისი ერთიანი კოალიციის ოფისი იქნება. იმავეს გააკეთებენ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“,– განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...