Jump to content
Planeta.Ge

ბბ-ს გამო ბრძანებულებებსაც ცვლიან


Recommended Posts

აღარ იქნება

19:22 06-01-2012

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება .

ამასთან დაკავშირებით ცვლილება "უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.

აქამდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა.

 

ბრძანებულებაში ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, რომ დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს. რაც შეეხება სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადებისას გასათვალისწნებელ გარემოებებს, ისინი უცლველი რჩება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/189202-uckho-qveynis-moqalaqisthvis-saqarthvelos-moqalaqeobis-misanitceblad-specialuri-daskvnis-momzadeba-droshi-shezghuduli-aghar-iqneba.html?ar=A

 

პ.ს. ვინც ვერ მიხვდა.. რადგან ბბ გავიდა საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქებიდან, სახელმწიფო ვალდებული იყო ერთ კვირაში განეხილა საკითხი, ეხლა კიდე, როცა გვინდა მაშინ განვიხილავთო..

 

სერიოზული იაღლიშები მოგდით უკვე ნაციკებო :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეისბუქშიც დავაკომენტარე , აქაც დავდებ-

 

მათ მართლა გგონიათ მხარდამჭერები ყავთ . რევანშიზმი რომ წავა და მერე არ თქვან ქვეყანა ამ დღეში ოპოზიციონერებმა მიიყვანესო. თქვენ მიგყავთ , თქვე კეთილძაღლებო და მეშინია ისევ ჩვენნაირების დასაცველი არ გახდეთ. ვისწავლოთ კანონის გამოყენება,როგორც წესებისა ,რომელიც გვაერთიიანებს და არ გვყოფს. ასეთი სახის კანონები მრავლდება და მისი დარღვევა თუ მოხდება , მოხდება ცეცხლით და მახვილით.არ გავგიჟებულვარ. მუბარაქი გაიხსენეთ. შეწყვიტეთ კვერცხობები. აირჩიეთ ადეკვატური გზა ,თორემ დედებს გაგიუპატიურებენ პირველ რიგში დღევანდელი თქვენი მხარდამჭერები :)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ წუწუნებთ :) თქვენ ხომ კანონმორჩილები ხართ, ყველაფერი ხომ კანონიერად და არჩევნებით გინდათ? ხოდა, რა კანონსაც უნდათ, იმას მიიღებენ (ხომ არჩევნებით მოვიდნენ? ხომ უცლოცავთ ხოლმე გამარჯვებას და ხომ აღიარებთ ხოლმე? ხომ ხართ კანონმორჩილები?). აი ეგეთი ხოში აქვთ. დადექით ეხლა და იწუწუნეთ რამდენიც გინდათ. აი, თუ დაჭირდათ, მიიღებენ ჩაპაევის კანონს: 1. მიშას რასაც უნდა იმას გააკეთებს; 2. თუ არ მოგწონს, იხილე პუნქტი 1; და ურტყით მერე "კანონმორჩილებმა" კრუგები. როცა ხვეწნას დაიწყებენ რესპები, არიქა, გავიდეთ ქუჩაში თორე დაგვაკუკეს თავზეო, აი მაშინ დავჯდები და ვუყურებ ერთი, რამდენ კაცს მიიყვანენ, და როგორც ეგენი ამართლებდნენ ბურჯანაძის მიტინგის დარბევას, ასევე გაამართლებენ სხვებიც მაგათი მიტინგის დახვრეტას. მიშას და ბიძინას ებარებოდეთ რესპების გავლით :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ე.ი...ამათ ტვინში ჩამახედა რაააა

 

რას დაინახავ, რო. ცარიელ ადგილს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რა მაინტერესებს ივანიშვილი რომ ჩამოვიდა მერე აუტყდათ ყველაფერი??

 

ვინც ყველაზე კარგ კანონს მოიფიქრებს ივანიშვილის წინააღმდეგ, იმის მიხედვით ღებულობენ კანონებს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც ყველაზე კარგ კანონს მოიფიქრებს ივანიშვილის წინააღმდეგ, იმის მიხედვით ღებულობენ კანონებს

სწორსაც შვებიან :) კაცი რომ გეუბნება, მე არანაირ კანონს არ გავაპროტესტებ ქუჩაშიო, შენი მიღებული კანონებით უნდა მოგიგოო, კანეშნა, იფიქრებ, ეს ლეტნად უნდა იყოსო, ადგები და მიიღებ ისეთ კანონებს, როგორიც გაგეხარდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

შენი მიღებული კანონებით უნდა მოგიგოო,

 

ბილიარდში შენზე სუსტისთვის ფორა არ მიგიცია? ალბათ ბიძინაც ფორებს აძლევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბილიარდში შენზე სუსტისთვის ფორა არ მიგიცია? ალბათ ბიძინაც ფორებს აძლევს.

ფორა სულ სხვა რამეა. აი, ბილიარდში რომ ეთამაშო ისე, რო უთხრა, წესები შენ ცვალე როგორც გინდაო. ხოდა, რომ გეტყვის, აი ასეთი წესი შემოვიღე, რომ შენი ჩაგდებული შარიც მე მეთვლებაო. შენ ცხვარივით დაეთანხმო და გააგრძელო თამაში. კანეშნა მოგიგებს, და თან ისე, რომ დასაცინიც იქნები, და ვერც ვერაფერს გააპროტესტებ, თავად განაცხადე, რომ მისი წესებით უნდა ითამაშო. გამარჯვებულებს კი, როგორც მოგეხსენებათ, არც ასამართლებენ და არც სჯიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...