lasha_alo Posted January 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2012 http://www.onlinenews.ge/index.php?id=18176&lang=geoუკრაინა აპირებს, 2012 წელს მკვეთრად შეამციროს რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტი და ის 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაიყვანოს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრმა იური ბოიკომ განაცხადა. „1 იანვრიდან ორჯერ შემცირდება რუსული გაზის შესყიდვები. ჩვენ გავაფრთხილეთ რუსი პარტნიორები, რომ ასეთ ფასს ჩვენი ეკონომიკა ვერ აიტანს, და საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებზე გადავალთ,“ - აღნიშნა მინისტრმა. „მეხუთე არხის“ ეთერში გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ნაფტოგაზმა“ 27 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე განაცხადი უკვე შეიტანა და ახალი წლიდან გაზის მიღებას სწორედ ამ განაცხადის შესაბამისად გეგმავს. ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ შესასყიდი მოცულობების შემცირება რუსული გაზის ფასის ზრდითაა გამოწვეული. „ჩვენ ვუთხარით რუს პარტნიორებს, რომ შევამცირებთ მოცულობებს. თუ გაზი უფრო იაფი იქნება, მეტს ვიყიდით, ხოლო თუ ასეთივე ძვირი დარჩება, შევიძენთ იმდენს, რამდენზეც სახსრები გვეყოფა და მას ენერგეტიკულ ბალანსში საკუთარი რესურსებით შევცვლით,“ - განაცხადა ბოიკომ. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ცისფერი საწვავის“ ალტერნატივად გამოყენებული იქნება ქვანახშირი, რომლის მოპოვებამაც 2011 წელს რეკორდულ 81 მილიონ ტონას მიაღწია. 11 თვის მონაცემებით, რუსული გაზის იმპორტმა 37,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2012 აი რა ნიუსია ეხლა ეს? ლაშა რა გჭირს? რუსთავი 2 დაგეწყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 1, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2012 აი რა ნიუსია ეხლა ეს? ლაშა რა გჭირს? რუსთავი 2 დაგეწყო?საინტერესო ნიუსია. უკრაინა იანუკოვიჩის ხელში სულაც არ აპირებს აირჩიოს ბელორუსის გზა და რუსეთზე დამოკიდებული იყოს.როგორც ვამჩნევთ, საკუთარ ალტერნატიულ რესურზე დადებენ ფსონს და მიხოს დემაგოგია მოსალოდნელ სსრკზე ცოტა გადაჭარბებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2012 lasha_aloხო კაი.ერთი თემაც გახსენი " მელოჩ ნო პრიატნო" და სრულ " გაფორუმგეზაციას" მიაღწევ...როდემდე უნდა შესძლოს ყველამ რომ თავის ჭკუაზე გატაროს? საერთოდ უნდა ჩავიკლა იმედი, რომ ამ ქვეყანაში თავისი ჭკუით მოაზროვნე ადამიანები არსებობენ? როგორ ჩაგაჯმევინეს ასეთი, რომ მოხვეულ მოდას აყოლილებს, დაგცინიან, გაბანძებენ, გამასხარავებენ და თქვენ მაინც იგივეს თამაშობთ...სირცხვილა რა იბიომატ... არ გაგაჩნიათ მაინც ეს თვისება? ბლიად რა...მიტყდება უკვე... ზრდასრული ადამიანები, წამხდარი ჰყავხართ პროპაგანდას... პატარა უტუფურსების ერთობლიობა როგორ დადანდალებს ამ ინეტსივრცეში...ისა და..ლაშა...მე რუსეთის აგენტი ვარ და... აიპის როდის ჩააბარებ შესაბამის ორგანოებს? რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოზე ზრუნვის მოტივით? :vedreba: მორწმუნეებს დასცინით და სეთურების ზებოებათ ხართ ქცეულნი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2012 direლაშა...მე რუსეთის აგენტი ვარ და... ან შენ ხარ რუსეთის აგენტი ან ლაშა არის მიშისტი. სხვა ვარიანტი არ არსებობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 8, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2012 direარადა ნიუსი მიშა სააკაშვილის საწინააღმდეგოა. აბა კარგად დააკვირდი. რაზე ლაყბობენ ხელისუფლების მხარდამჭერები?1) რუსულ საფრთხეზე 2) პრორუსულ ხელისუფლებაზე.აღმოჩნდა რომ უკრაინაში,სადაც ასეთი "პრორუსული " ხელისუფლება ზის, სულაც არ აპირებს ევრაზიულ კავშირში შესვლას ანუ იმსხვრევა ორივე მითი . ახლა რუსეთის ქებას მიშას გამო არ დავიწყებ. ვიცი რა სახელმწიფოცაა , მისი პლუსებით და მინუსებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2012 ვსო, ახლა კი დაენძრა რუსეთს...ჩამოიშლება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2012 Saturnან შენ ხარ რუსეთის აგენტი ან ლაშა არის მიშისტი. სხვა ვარიანტი არ არსებობს არც ერთი იყო რუსეთის აგენტი და არც მეორე მიშისტი. ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.