Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://ghn.ge/news-57408.html

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გამოქვეყნებას ურჩევს. ლავროვის უწყება მოუწოდებს ქართულ მხარეს გამოაქვეყნოს ეს შეთანხმება და საქართველოს მოსახლეობას თავისი თვალით ანახოს, რომ მასში მოყვანილი ტერმინები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების სტატუსს ასახავს ისე, როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიებისა. შესაბამისი ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

"ოფიციალური თბილისის მცდელობებმა დაამახინჯოს რუსეთ საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საბაჟო ადმინისტრიტებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ ბოლო დროს უკვე ძალიან ექსტრავაგანტული ხასიათი მიიღო.

შეთანხმების ერთ ერთმა უშუალო შემდგენელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის ტექსტში ვერ ხედავს ტერმინებს "საბაჟო ტერმინალი" და "საბაჟო დეკლარაცია", რომელთა შესახებაც ბოლოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი საუბრობდა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ქართულ მხარეს კითხვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ყველა კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემოდა თუ ქართული მხარე ამ დოკუმენტს საჯაროს გახდიდა.

 

"ქართულ მხარეს უცბად გაჩენილი კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გვინდა ვურჩიოთ მათ გამოაქვეყნონ 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ეს შეთანხმება (ჯი-ეიჩ-ენი გთავაზობთ შეთანხმების ქართულ ვერსიას ). მაშინ ნებისმიერი ქართველი მოსწავლე დაეხმარება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ტექსტში ნახოს ზემოთნახსენები ეს ტერმინები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სტატუსს ასახავს ისე, როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიებისა და ასევე ასახავს საქართველოს საზღვრის სტატუსს მათთან, როგორც საბაჟო საზღვრისა", _ ნათქვამია განცხადებაში.

 

:( :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც მახსოვს მაგ შეთანხმების ელექტრონული ვერსია სადღაც იდო ხოდა შეგვიძლია გადავხედოთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვაჭამეს რუსებმა?!

 

 

ვიზე ამბობ დეპრეს და ხელს რაზეც აწერდნენ ეს დედა მო..........ბი(ჩვენი მთავრობა) ძალიან კარგად იცოდნენ.

 

რაის კონტროლი საზღვრების და გამშვები საზაღვრო პუნქტების და მართლა ეგეთი მიამიტები ხართ? ამერიკამ და დასავლეთმა როგორც შეეფერებათ მათ გვიხმარეს გვარიანად და მიგვაგდეს რუსეთზე.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალგორიდან და კოდორის ხეობიდან მაინც გააყვანინონ ჯარები,,, დავიღალეთ მაგათი აღშფოთებებით და მოწოდებებით,,, კოსოვოში კარგათ ჩადგნენ .. იქ არ ეშინოდათ რუსების?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვითონ რუსებმა დადონ ტექსტი და გვანახონ რას მოაწერეს ხელი..

ის რაც გამოქვეყნდა ტყუილი ყოფილა,ანუ.....

როგორც დანარჩენი ყველა ფერი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვაჭამეს რუსებმა?!

 

რუსები ვერაფერს გვაჭმევენ, თვითონ თუ არ ”ჭამა” მთავრობამ. ედიკაც გვატყუებდა, აფხაზეთში მომატყუესო, შეიარაღება და ტექნიკა გამომაყვანინესო. თვითონ მოიტყუა თავი-აწყობდა და იმიტომ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიტყუა არა წაბლი.

უბრალოდ ჩვენ მოგვატყუეს როგორც ყოველთვის...

რაც მთავარია კაცი შვილი არ დადის ამის ხმამაღლა გამხმოვანებელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიტყუა არა წაბლი.

უბრალოდ ჩვენ მოგვატყუეს როგორც ყოველთვის...

რაც მთავარია კაცი შვილი არ დადის ამის ხმამაღლა გამხმოვანებელი...

სამაგიეროდ ჩვენ ომი მოვუგეთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...